კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 GIRL OF NOW – ელექსირი ქალური თავისუფლებისთვის ELIE SAAB-სგან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ელი სააბის დახვეწილი მოდა და სტილი ყოველთვის ფერადი, თანამედროვეობასთან შერწყმული, ქალური და იმავდროულად, ახალგაზრდულია. მისი სუნამოები კი, გამორჩეულად თანამედროვე.
ახალი არომატი Elie Saab-ისგან Girl of Now, ერთგვარი სავიზიტო ბარათია იმ გოგონებისთვის, რომელთა ცხოვრების სტილი აქტიურია. სუნამოს ფლაკონი გაფორმებულია მინანქრის ნაზი, ცისფერი ყვავილის ფურცლებით, რომელიც მას კიდევ უფრო თვალშისაცემსა და მიმზიდველს ხდის. მისი შემადგენელი ინგრედიენტები – ნუშის რძე, მანდარინი, მსხალი, ფისტა, ფაჩული, ქიშმირი, ტონკას მარცვალი, მაგნოლია – ეს ყველაფერი ერთობლიობაში,  მართლაც ჯადოსნურ, ახალგაზრდულ და
პოზიტიურ სინთეზს ქმნის.
სუნამოს ვიდეორგოლისთვის, თავად დიზაინერმა ელი სააბმა, სამი  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოდელი გოგონა შეარჩია და მასში გადმოსცა, როგორია თანამედროვე გოგონა – სოციალურ ქსელში აქტიური, მიზანდასახული, თავისუფლების მოყვარე და „ფეშენური“. სწორედ, ასეთი გოგონებისთვის შექმნა მან სუნამო, რომელსაც Girl of Now უწოდა და სუნამოს პრეზენტაცია საფრანგეთში გამართა. მოდის კრიტიკოსებთან და სელებრითებთნ ერთად, ამ ღონისძიებას, „ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხატია შამუგიაც ესწრებოდა და მისტერ ელისთან შეხვედრისა და ამ სუნამოსთან პირველი შეხების ემოცია, ქართველი
ჟურნალისტებისთვის გამართულ ივენთზე, კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ხატია შამუგია: „ისი-პარი“ საქართველოში, Elie Saab-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. მისი ახალი სუნამო Girl of Now კი, არის შექმნილი თავისუფალი, დამოუკიდებელი, გემოვნებიანი, მოდური, თამამი, ურბანული, ენერგიული, მხიარული და კრეატიული გოგონებისთვის. ეს არის არომატი იმ  თანამედროვე გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ კლუბები, სოციალური ქსელი, „ფეშენისტები“ და მოდის მიმდევრები  არიან... არ არსებობს ქალბატონი, რომელიც საკუთარ პერსონას არ აღმოაჩენს ამ არომატში. ხოლო, სუნამოს ფლაკონი, მომინანქრებული  ყვავილების ფურცლებით, ხელჩანთაში დახვეწილი და თვალშისაცემი, სრულფასოვანი და სურნელოვანი აქსესუარია, თავად ელი სააბისგან.“
скачать dle 11.3