კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ყოფილი შეყვარებული ქმარს წავართვი და ამით შური ვიძიე

თათია ფარესაშვილი გოგა, 26 წლის.


ნათია რომ შემიყვარდა, ასე მეგონა, მის გარეშე ვერ ვსუნთქავდი, დღე არ გასულა, არ შევხვედროდი. ნათიასთვის სულს არ დავიშურებდი. მისგან იგივეს კი ვერ ვგრძნობდი. მაგრამ, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ მხვდებოდა და გარკვეულ დროს ჩემს გვერდით ატარებდა. ერთ დღეს გამომიცხადა, ან ცოლად მომიყვანე ან დავშორდეთო. ჯერ არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას, ოჯახური პრობლემები მქონდა და მის დალაგებას ველოდებოდი. მშობლებსაც დიდად არ მოსწონდათ ნათიას ოჯახი და მეუბნებოდნენ, გოგო კი კარგია, მაგრამ მისი დედ-მამა უცნაური ხალხია და მათი დანათესავება დიდად არ გვინდაო. იცოდნენ, რომ ძალიან მიყვარდა და მითხრეს, გვაცადე, ბინას გიყიდით და მერე მოიყვანე ცოლად თუ ასე გინდა. მისი მშობლები შენთან მოვლენ სტუმრად და ჩვენ ვერ შევხვდებითო. ნათიას დედ-მამა მართლაც უცნაური ხალხია, თავი მაღალი დონის ჰგონიათ და ყველასთან არ ურთიერთობენ. მოკლედ, ნათიას წინადადებაზე ბევრი ვიფიქრე და ვთხოვე, მოდი, ცოტა მოვიცადოთ, ჩემები ბინას მიყიდიან, შენი გემოვნებით მოვაწყობ, მერე დავქორწინდეთ და იქ ვიცხოვროთ-მეთქი. ამაზე გაიბუტა, გაბრაზდა და აღარ მხვდებოდა. რომ დავურეკავდი, ხან რას იმიზეზებდა და ხან რას. მოკლედ, ერთ დღეს, ძმაკაცმა მითხრა, ნათია ვიღაც ბიჭთან ერთად ვნახე და გაარკვიე, რა ხდება, მოტყუებული არ დარჩეო. ეგრევე გადავურეკე, მაგრამ იუარა, ჩემი ბავშვობის მეგობარს შევხდი, რა პანიკებს მიწევო. ფაქტია, მომატყუა, მაგრამ მე დავუჯერე. ზუსტად სამ კვირაში, იმ ბიჭს გაჰყვა ცოლად. ქორწილიც გადაიხადა. მეგონა, სამყარო თავზე დამემხო, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ჩავიკეტე ჩემს ოთახში და ვცდილობდი, გამოსავალი მეპოვა, მის გარეშე ცხოვრება მესწავლა და შელახული თავმოყვარეობა როგორმე აღმედგინა. გვერდში ოჯახის წევრები და საძმაკაცო დამიდგა. არ მომცეს საშუალება, დეპრესიაში ჩავვადნილიყავი. ცდილობდნენ, როგორმე გადამელახა ეს რთული პერიოდი. როგორც იქნა, ექვსი თვის მერე, მივხვდი, რომ ნათიას გარეშე უნდა მეცხოვრა და დამევიწყებინა. მოვახერხე, მაგრამ სრულიად შემთხვევით, ქუჩაში დავინახე. ისევ წამოვიდა გრძნობა, გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა და მივხვდი, უნდა დამებრუნებინა. გავრისკე, იმ საღამოსვე დავურეკე, მოვიკითხე და ვთხოვე, სალაპარაკო მაქვს და მნახე-მეთქი. უარი არ უთქვამს, შეგხვდებიო. მეორე საღამოს, შევხვდით. მომეჩვენა, თითქოს დათრგუნული და შეშინებული იყო. საუბარში გაიხსნა და მომიყვა, როგორ არ უყვარდა ქმარი, როგორ მოხიბლა მისმა ძვირად ღირებულმა საჩუქრებმა, დაპირებებმა და არჩია მის გვერდით ყოფნა, ჩემს სიყვარულს. იმაშიც გამომიტყდა, მიყვარდი, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდი და რომ გავთხოვდი, მერე მივხვდი, შენ არ უნდა დამეკარგე, მაპატიე, რომ გული გატკინე, ამ დანაშაულის გამო, მეც ვისჯებიო. მინდოდა, გულში ჩამეკრა და ჩამეკოცნა, მაგრამ თავი შევიკავე. შევპირდი, სიტუაციას მე დავალაგებ, ოღონდ შენ დამიჯერე და მომყევი-მეთქი. მოვილაპარაკეთ, რომ გავპარულიყავით და ცხოვრება ერთად დაგვეწყო. ეს ჩემგან ერთგვარი შურისძიება იყო იმ ბიჭზე, ვინც ნათია წამართვა. მართალია, ის ჩემთან იმდენად არ იყო დამნაშავე, როგორც ნათია. მისი ბრალი იყო ჩემგან წასვლა, მაგრამ მე მაინც ის მძულდა. ჰოდა, გავიპარეთ, ბინა ვიქირავეთ და ახლა იქ ვცხოვრობთ. ამ ამბავს დიდი ორომტრიალი მოჰყვა – ქმრისგან მუქარები, ოჯახის მხრიდან გარიყვა, მეგობრებისა და ნათესავების მხრიდან, დაცინვა, მაგრამ არ მაინტერესებს. მე ბედნიერი ვარ, საყვარელი გოგო ჩემ გვერდითაა, მისი წართმევისთვის შურიც ვიძიე და ახლა ცხოვრება მიხარია.
გოგა, 26 წლის.скачать dle 11.3