№47 რა დაავადებებს იწვევს ადამიანისთვის საშიში ენერგიის არსებობა ბინასა თუ ოფისში
გეოპათოგენური ანუ სიკვდილის ზონები, ყველგან შეიძლება, შეგვხვდეს და ცხოვრება, მუშაობა და საქმიანობა ასეთ ზონებში ძალიან სახიფათოა.
ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს, დადებითი და უარყოფითი ენერგიის განლაგებას სივრცეში. ეს ენერგია ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. პათოგენურ ზონას შეუძლია, გამოიწვიოს ძალიან მძიმე დაავადებები, მაგალითად, კიბო ან თუნდაც, ძვლების დაშლა, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ფსიქიკური აშლილობა და ასე შემდეგ. პათოგენურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ ნაწილს, სადაც ენერგია ნეგატიური და ადამიანისთვის საშიშია. პათოგენური ზონა უარყოფითი ენერგიის გავრცელებაა სივრცეში.
ზოგი მსგავს ზონებს სკეპტიკურად უყურებს და ყურადღებას არ აქცევს. უარყოფითი ზონები კი, ნამდვილად საშიშია. ის ისრუტავს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, თუ მათი ზემოქმედების არეში მოხვდით. თუ ადამიანს დიდხანს უწევს ასეთ ადგილას ყოფნა, ის თავს შეუძლოდ გრძნობს.
გეოპათოგენური ზონა სხვადასხვაგვარია. ეს არის დედამიწიდან ამოსული უარყოფითი ენერგიისგან შემდგარი ზონა, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ არსებათა ცხოველმოქმედი უნარის შთანთქმით. პათოლოგიურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ მონაკვეთს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური, სახიფათო ენერგეტიკა აქვს. ბუნებრივია, ასეთი ზონების უარყოფითი ზემოქმედების ნეიტრალიზება საკმაოდ ძნელია, ზოგ შემთხვევაში კი, შეუძლებელი.
ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე გეოპათოგენურ ზონასთან. უარყოფითი ენერგიის ველი სივრცეში, იგივე ბიოპათოგენური ველი, წარმოიქმნება ადამიანების ნეგატიური ფსიქიკური განცდების ან იმის შედეგად, რომ ამ შენობაში დიდხანს იმყოფებოდა მძიმე სენით დაავადებული ადამიანი, ან მოხდა მკვლელობა, თვითმკვლელობა; დიდხანს ცხოვრობდნენ ფსიქიკურად დაავადებულები, ნარკომანები, ალკოჰოლიკები. ასეთი ადგილები ხშირად გადაიქცევა ხოლმე ძლიერ ბიოპათოგენურ ზონად.
გეოპათოგენური ზონის შემთხვევაში კი, უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო დედამიწის გამოსხივებაა კონკრეტულ ადგილზე. გეოპათოგენური ზონების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება, იყოს ნეგატიური ენერგიის მქონე მიწისქვეშა მდინარეები ან გრუნტის რღვევა. გეოპათოგენური ზონის წყარო, თავისი უარყოფითი ენერგიით, რეალურ საფრთხეს უქმნის ამ ზონის სივრცეში მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია. ეს ზონები განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
გეოპათოგენური ზონის არსებობას, კარგად გრძნობენ ბავშვები. ისინი ინტუიციის დონეზე ხვდებიან ასეთი საშიში ზონების არსებობას და იმ ადგილზე ჭირვეულობას იწყებენ. დააკვირდით, სახლის რომელ ადგილას ჭირვეულობს, ვერ ისვენებს, ვერ იძინებს ბავშვი და მიხვდებით, რომ ეს უარყოფითი ენერგეტიკული ზონაა. ასევე, ასეთ ზონაში ყვავილებიც უცნაურად „იქცევიან“. თუ ფოთლები, მიუხედავად მოვლისა მაინც ჭკნება, ესე იგი, ეს საშიში ზონაა. თუ ქოთნის ყვავილი სხვა ადგილას გადადგმისას კარგად გამოიყურება, ესე იგი, ეს დადებითი ზონაა.