კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ აშენდა ვაზიანის ულტრათანამედროვე ბაზა ბერიას ძალისხმევით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე მის დადანაშაულებას სამხედრო გადატრიალების მოწყობის სურვილში (ხაზგასმით – სურვილში) და ულტრანაციონალიზმში ერთი „ძალიან მნიშვნელოვანი“ არგუმენტი ამყარებს. ლაპარაკია ვაზიანის სამხედრო ნაწილზე, რომელიც მის ოფიციალურ გახსნამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა და მზად იყო ფუნქციონირებისთვის, თუკი ასეთი საჭიროება წარმოიქმნებოდა.
1946-1947 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს გენერალი ივანე მასლენიკოვი მეთაურობდა, რომელიც დიდი სიმპათიით არ გამოირჩეოდა ქართველების მიმართ. ეს კარგად იცოდა ბერიამ და იმდენი მოახერხა, რომ მასლენიკოვი საქართველოდან მოაშორებინა. მის ადგილზე კი დაანიშნინა ქართველებისადმი ლოიალური გენერალი თევდორე ტოლბუხინი. ბერიას საქმეზე დახვრეტილი, გენერალი ვსევოლოდ მერკულოვი, რომელიც თავის გადარჩენას ყოველმხრივ ცდილობდა და ნებისმიერი ჩვენების მისაცემად იყო მზად, 1953 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ყვებოდა: „ბერია, ჩემთან თითქმის ყოველთვის გულახდილი იყო. ხშირად მიწვევდა თავის სახლში და აგარაკზე სტუმრად, მაშინაც კი, როცა უშიშროების მინისტრის პოსტს აღარ ვიკავებდი. როცა ავსტრიაში ვმუშაობდი საბჭოთა ქონების უცხოური სამმართველოს უფროსად, მე ხშირად ჩამოვდიოდი მოსკოვში და ბერია ყოველთვის თავისთან მეძახდა. ასეთ ვახშმებზე ძალიან ვიწრო წრე იკრიბებოდა. მე არასდროს შევდიოდი ბერიას ვიწრო წრეში, მაგრამ ის მაინც მიწვევდა. მე უარის თქმა არ შემეძლო, თუმცა ვიცოდი, რომ ბერია არამზადა იყო, მაგრამ სიკვდილის მეშინოდა. ამხანაგ სტალინთან კი ვერ ვახერხებდი პირისპირ შეხვედრას და ბერიაზე სიმართლის თქმას, რომ მისთვის თვალები ამეხილა. ბერია ყოველთვის ტოტალურად მაკონტროლედა. სტალინთან არასდროს მიშვებდა მარტო.“
მერკულოვი უსინდისოდ ცრუობს თავის მონათხრობში, რადგან უპირველესად, ის ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი იყო და ერთადერთი, ვინც ეს თავის გადარჩენით მიზნით კატეგორიულად უარყო, თუმცა არ დაუჯერეს. ტყუილია ისიც, რომ თითქოს მერკულოვს ბერია დაჰყვებოდა სტალინთან მოხსენებებზე და ამ საბაბით არ შეეძლო მას ბერიას მხილება. უბრალოდ, ბერიაზე არანაირი სამხილი არ გააჩნდა მერკულოვს და რაში უნდა ემხილა ბერია?
შემდეგ მერკულოვი განაგრძობს: „ბერიასთან წვეულებებზე იკრიბებოდნენ გოგლიძე, დეკანოზოვი, ძმები ქობულოვები და ნაციონალისტურად განწყობილი ელემენტები, რომლებიც ჩემი ვარაუდით, ამხანაგ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლების მიტაცებას გეგმავდნენ. ერთ-ერთ ასეთ ვახშამზე ბერიამ თქვა:
– კარგი იქნება, ამხანაგებო, თუკი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ. ურიგო არ იქნება, თუკი იქ უახლეს სამხედრო შეიარაღებას შევიტანთ და ძირითად კადრებს ადგილობრივებისგან დავაკომპლექტებთო.
ეს რომ მოისმინა, სერგო გოგლიძემ თქვა:
– ოლქის სარდალი, ივანე მასლენიკოვი ისეთი კუშტი და თავისნათქვამაა, რომ ადგილობრივ კადრებს არასგზით არ მიიღებსო.
ბერიამ კოპები შეიკრა და მიუგო:
– მაგ „კაზიოლს“ (თხა) უკვე წყალი აქვს შეყენებული. მალე მოხსნიან და ტოლბუხინს დანიშნავენ. თევდორე ივანეს ძეს კი ქართველები ძალიან უყვარსო.
აი, ასე აგდებულად მოიხსენიებდა გარეწარი ბერია პატივსაცემ გენერლებს და ყოველმხრივ ცდილობდა, პატიოსანი, ურჩი და მისდამი არალოიალურები გაეტეხა და მათზე კომპრომატი ჰქონოდა“.
საუბარი, რომელზეც მერკულოვი ლაპარაკობდა, 1946 წლის დეკემბერში შედგა ბერიას აგარაკზე, პოდმოსკოვიეში. მართლაც, სულ რაღაც ერთ თვეში, მასლენიკოვი ტოლბუხინით ჩაანაცვლეს და სულ მალე, თბილისის შემოგარენში დაიწყო უზარმაზარი სამხედრო ნაწილის მშენებლობა, რომელიც ვაზიანის სამხედრო ნაწილის სახელითაა ცნობილი. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე აშენდა ბუნკერების სისტემა, უახლესი სამხედრო აეროდრომი. სამხედრო-ტექნიკური დანადგარები და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსი. იქ შეიტანეს დიდძალი  მსუბუქი საბრძოლო იარაღი და განათავსეს თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ნაწილის უფროსი და იქ მომსახურე პერსონალის 80 პროცენტი ეთნიკურად ქართველები იყვნენ. ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ წვევამდელ ქართველთა 90 პროცენტი სწორედ ვაზიანში ეუფლებოდა სამხედრო საქმეს და ეს მართლაც ლავრენტი ბერიას დამსახურება გახლდათ.
მძლავრი სამხედრო ბაზის შექმნა, ულტრათანამედროვედ აღჭურვა და თუნდაც, მისი 80 პროცენტით ეროვნული კადრებით დაკომპლექტება, სულაც არ ნიშნავს ულტრანაციონალიზმს. მით უმეტეს, სამხედრო გადატრიალების სურვილს, როგორც მერკულოვი ამბობდა. რა თქმა უნდა, ბერია გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა თავის თანამემამულეებს, მაგრამ ნიშნავს კი იმ აბსურდული ბრალდებების დასტურს, რაც მას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე წაუყენეს? მართალია, თევდორე ტოლბუხინი ლოიალური იყო ქართველების მიმართ და ის ამიერკავკასიის ოლქის სარდლად, ბერიას ძალისხმევით დაინიშნა, მაგრამ რა იყო ამაში ცუდი? ტოლბუხინის სარდლობისას, მისი ქვემდებარე ოლქი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო საბჭოეთში. ხოლო, ის 80 პროცენტი ქართველი კი, საუკეთესო მებრძოლებად ჩამოყალიბდა და ნებისმიერი აგრესიის მოგერიება და შეტევაზე გადასვლა შეეძლოთ. სწორედ მათი ეშინოდათ, ალბათ, ბერიას მკვლელებს და ლავრენტი პავლოვიჩის მოშორებისთანავე, სასწრაფოდ დაშალეს ეს ბრძოლისუნარიანი ნაწილი და სხვადასხვა ადგილას გადაისროლეს.
ძნელი სათქმელია, თუ რას უმიზნებდა ბერია მომავალში და რატომ აძლიერებდა წითელ არმიას კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში,  მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთზე „ქართულ შეტევას“ გეგმავდა.
გენერალი სერგო გოგლიძე დაპატიმრებამდე დიდი ხნით ადრე ყვებოდა: „ივანე მასლენკოვი რომ საქართველოდან მოაშორა, ერთ-ერთი საუბრის დროს ბერიამ მითხრა:
– როგორც იქნა, ეს „კაზიოლი“ (თხა) საქართველოდან მოვაშორეთ და თევდორე ივანეს ძე (ტოლბუხინი) ახლა იქ სათანადო წესრიგს დაამყარებს. მასლენიკოვს სტალინისთვის მიუწერია – ბერია მავიწროვებს და ღირსია, რომ ყვერებით დავკიდოო.
ბერიას მართლაც შეეძლო, ამ ქეციანი გენერლის გაქრობა, მაგრამ არ გააკეთა“.
მოგვიანებით, მასლენიკოვმა თავისი პასკვილი ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზეც გაიმეორა და სტალინისგან განსხვავებით, მას რეაგირება მისცეს ბერიას მკვლელებმა და უშიშროების მარშლის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კიდევ ერთი „ფაქტი“ მიუმატეს. თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბერია უკვე კარგა ხნის მოკლული იყო. მას განაჩენი სასამართლომდე დიდი ხნით ადრე გამოუტანეს და აღასრულეს კიდეც.
скачать dle 11.3