კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან და როგორ ხდებოდნენ დიდი ცოდვილები წმიდანები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

სულიერი სიმშვიდე ბედნიერებაა, როდესაც ჩემი გული გათავისუფლდა ბოღმისგან, შურისგან, სხვისი განკითხვისგან – ყველას ვეფერები, გულში ვიკრავ და ვარ ბედნიერი. როგორც კი ერთი ადამიანი გძულს, ბედნიერი ვერ იქნები – როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი იოლად, როგორ უნდა მოექცეს ის სხვა ადამიანებს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ადამიანები ათას რამეს იგონებენ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ იარონ. ჭეშმარიტ ქრისტიანს ვერც წვიმა, ქარი, ყინვა და  სიცხე ვერ დააბრკოლებს, რომ მივიდეს ეკლესიაში. როდესაც თქვენ, ქრისტიანები მოდიხართ, ამბობთ აღსარებას, ტირით, თქვენი ძმაა ავად ან თავად გაქვთ პრობლემები, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ქრისტიანები ხართ, ნუ გეშინიათ. ქრისტე შენი ღმერთია, შენი უფალია გამარჯვებული იესო ქრისტე, რისი გეშინია, რამ შეგაშინა? ვინმე არის ცუდად – დიდება უფალს! ვინმე საპყრობილეშია – დიდება უფალს! რა მდგომარეობაშიც ხარ – ამისთვის დიდება უფალს! რაღაც ნივთს რომ დავკარგავთ და შემდეგ ვიპოვით, როგორ გვიხარია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დაკარგულია და მოდის ეკლესიაში, როგორ უხარია ღმერთს, როგორ უხარია მის ანგელოზებს. ადამიანი მოდის ამ პერიოდში ეკლესიაში, როცა ათასგვარი ინტრიგაა გავრცელებული, გეუბნება: მამაო, შენი სულიერი შვილი მინდა გავხდეო. მას ნამდვილად სურს სულის გადარჩენა. იყო პერიოდი, როცა ადამიანები მოდას იყვნენ აყოლილები და ამიტომ მიდიოდნენ ეკლესიაში. ახლა საზოგადოების წინაშე რომ იტყვი, სულიერი მოძღვარი მყავსო, გეტყვიან: შენ ვერ ხარ კარგად, რომელი საუკუნეა, რა მარაზმია, სად არიან ჩარჩენილები ილია მეორე და მისი მიმდევრებიო. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს ფასეულობების გადაფასების პერიოდში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ, არის ფასეულობები, რომელსაც ვერაფრით ვერ იყიდი. ჯანმრთელობას იყიდი, სიცოცხლეს გაიხანგრძლივებ, მაგრამ დროს ვერ იყიდი. ჯერ რა იყო დრო და ახლა ისე სწრაფად გადის, ისეთი აჩქარებულია. პავლე მოციქული ამბობს: გამოისყიდე დრო, რამეთუ ბოროტი არიან დღენი. ავაზაკმა შეასრულა პავლეს სწავლება, რამდენიმე წუთში მიიღო ცხონება. რაც შეგვეხება ჩვენ, ადამიანები ხშირად ამბობენ: რაღაც იქნება, რაღაც გვეშველება, მაგრამ არაფერი არ გვეშველება თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას.
– რატომ, მამაო, რას გულისხმობთ?
– იმიტომ რომ, სულ სხვა რელსებზე გადავედით. პედაგოგი არის მოძღვარი, ნორმალური მშობელი, და ან ძმა, რომელსაც ბავშვი მიჰყავს იესო ქრისტესთან. დღეს რომ ვამბობთ, ასე არ არის, მაშინვე ჰომოფობი ხარ, სხვაგან ხარო. მაოცებს გულგრილობა ჭეშმარიტი ადამიანების. ისეთი ხალხი იბრძვის, არცერთს არ მოეთხოვება ჭკუა. მამა პაისი ამბობს: ღმერთს სწყინს თქვენი გულგრილობა. გულგრილობა მიგვიყვანს ღმერთის უარყოფამდე. სიჩუმითა და დუმილით გაიცემა ღმერთი. ნორმალური ხალხი არ არსებობს? აქლემს ეკითხებიან: დაღმართი გირჩევნია თუ აღმართიო? სწორი გზა არ არსებობსო? მაინდამაინც მამათმავალი უნდა იყო, რომ პატივი გცენ, ტელევიზიით გამოგიყვანონ; ან რადიკალური და თავი აიფეთქო, რომ ყურადღება მოგაქციონ? არ შეიძლება, ნორმალური ადამიანები გამოიყვანონ, რომლებიც იტყვიან, ეს ცოდვაა, ეს მადლია, ეს ამპარტავნებაა, ეს თავმდაბლობაა. ნორმალური ხალხი გაჩუმებულია, რინგი გლადიატორებს აქვთ დათმობილი და ხალხი იცინის და იცინის. გამოდი და ცოდვას ცოდვა უწოდე, სიკეთეს – სიკეთე, რატომ ხარ ჩუმად?! დოსტოევსკი კარგად ამბობდა: თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია. ღმერთი არ არსებობს შენთვის? ჩემთვის არსებობს და თუ შენთვის არ არსებობს, მაშინ თქვი, რომ ნეოათეისტი ხარ, ანტითეისტი და ნუ მაბრკოლებ. წესიერად მოიქეცი, ნუ მირყვნი შვილებს. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, იმ ხალხის, ვინც შედარებით ნორმალურები ვართ. ერთი მოაზროვნე ამბობდა, დღეს ჯოჯოხეთი ცარიელია, ყველანი მაღლა არიან ამოსულებიო. მართალიც არის, ნორმალური ადამიანის დანახვა სანატრელი გახდა. ქართველს აღარ ვამბობ, თურმე, ესეც ჰომოფობია ყოფილა. ერთადერთი განკაცებული ღმერთი იყო ნორმალური და მან გვითხრა: სწორება ქრისტესკენ. ის არ ითხოვს ჩვენგან არაფერს: მომეცი შენი გული, დაიმდაბლე თავი, აღგამაღლებ. გიყვარდეს, მიუტევე. ის გვეუბნება: მამათმავლები და ასეთი ხალხი კი არ გძულდეთ, მოეფერეთ და უთხარით, რომ ცოდვაში ხართ. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მინდა, რომ ცხონდე, გადარჩე. პავლე მოციქული ამბობს: ვერც მპარავნი, ვერც მემრუშენი, ვერც მამათმავალნი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს ცათა. მე თუ ასეთ ადამიანებს მწვანე შუქს ავუნთებ, სამკლაურს გავიკეთებ, მაშინ მათ დავღუპავ, მოვატყუებ. სამკლაური კი არ უნდა გაიკეთო, უნდა თქვა: რომ ეს ადამიანები კი მიყვარს, მინდა მათი ცხონება. წამოდი, ერთად ვილოცოთ, აღსარება თქვი, მოინანიე და ღმერთი შეგინდობს ამ ცოდვას. ხომ შეიძლება, მეც მომთხოვონ, სოლიდარობის მიზნით გაიკეთე ფერადი სამკლაური და თქვი: ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს. ესე იგი, უნდა დავტოვო ისინი იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. ამას მეც მომკითხავს ღმერთი და მათაც. ვერც მე ვცხონდები და მათაც არაფერი ეშველებათ. სიკვდილი არ არის, როცა ადამიანს ჰგონია, ყველაფერი კარგად არის და შემდეგ ის ჯოჯოხეთში აახელს თვალებს?! მაგრამ, ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მიტინგები, აღლუმები კი არ გავმართოთ, ვუთხრათ: თქვენზე ლოცულობს ეკლესია, „ტაბურეტკებს” კი არ გირტყამთ და გახრჩობთ. დიდი ცოდვილები დიდი წმიდანები ხდებიან. ხშირად კი დიდი წმიდანები ჯოჯოხეთის მოციქულები ხდებიან. ორიგენე დიდი მამა იყო და დღეს ჯოჯოხეთშია. თუ თვითდაჯერებული ხარ, სხვაზე უკეთესი გგონია თავი, ფიქრობ, უკვე სამოთხეში ხარ, რადგან ქართველი მართლმადიდებელი ხარ, არაფერი გეშველება.
– დღეს ხშირად აგინებენ ეკლესიას, რადგან სასულიერო პირების ქცევას ეკლესიასათან აიგივებენ.
– ქრისტეს ეკლესია იესო ქრისტეს მისტიკური სხეულია. დღეს თუ ვინმე ერთ კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას აგინებს, აგინებს პატრიარქს, მღვდელმთავრებს, ისინი აგინებენ ქრისტეს. ქრისტეს მაგინებელი კი დაიმკვიდრებს ჯოჯოხეთს. ჩვენ ეს არ გვინდა და ღმერთს ვთხოვთ, ასეთი ადამიანები გამოსწორდნენ. სამწუხაროდ, დღეს ტელევიზორში თუ სოციალურ ქსელში რომ ნახო: რას ჰგავს ზოგიერთი მოძღვრის გამოსვლა, ვაი და უი პატრიოტის გამოსვლა. ნუთუ არ არიან ნორმალური ადამიანები. ისინი ხომ სოციალურ ქსლეში არ გამოვლენ, რადგან სოციალურ ქსელში გამოსვლა ხომ „გოიმობაა.” არ გამოდიან შოუებში, არ ჰყავთ მრევლი, მე ჩემს თავს მივხედავ, ოჯახს და წყალს წაუღია ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გადასულია სარწმუნოებიდან. წერია: ადამიანი რომელიც არ ფიქრობს ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, ის ვერ ცხონდებაო.
– არსებობს იოლი წესი ცხონების, გადარჩენის?
– კი და თურმე, არ არის საჭირო ყველა იმ სწავლების, დოგმატის დაცვა, რაც წერია მამათა ცხოვრებაში, სახარებაში. ერთი მუხლი გაცხონებთ თქვენ. თუ არავის განიკითხავ, შენც არავინ განგიკითხავს. რა ადვილია, არა, მაგრამ ამას ვერავინ შევასრულებთ. როგორც კი იტყვით: არავის განვიკითხავ, ორი წუთი არ იქნება გასული, რომ განიკითხავთ მაშინვე. ვინც არავის განიკითხავს, მან უკვე განიკითხა თავის თავში დიდი ცოდვილი ადამიანი. ვინც ცოდვების სიღრმეებს მიხვდება, ის არ განიკითხავს არავის და ცხონდება. გამოსწორება უნდა დაიწყოთ საკუთარი თავით. როგორც კი ამბობ: ის მღვდელი ყველაზე კარგია, ის ექიმი ყველაზე კარგია, შენ სხვა ექიმებს და მღვდლებს განიკითხავ. ნუ იფიქრებ, რომ ასე მარტივია ვიღაცაზე რაღაცის თქმა. საკუთარი თავის გამოსწორებას თუ დაიწყებ, მიხვდები, რომ ცოდვილი ხარ. ჩვენი ცხოვრება რომ არ არის პირდაპირპროპორციული ჩვენს ქადაგებასთან, იმიტომ დაიწყო ხალხმა ეკლესიიდან წასვლა. მღვდელი ქადაგებს კარგად და ვცხოვრობთ ცუდად. მრევლი ქადაგებს კარგად და იქცევა ცუდად. ამიტომ, ვიყოთ მცირედში ერთგულები, წავიკითხოთ ლოცვები წყანარად, ნელა, მშვიდად. უნდა ვთქვათ: მწამს, ღმერთო, შენი და გიჯერებ. ამას თუ არ გააკეთებ, არ დაგიჯერებს ღმერთი. შენ იცი ჩემი მოთხოვნები, მე ვიცი, რა მინდა, მაგრამ არ ვიცი, შენ რა გინდა. ჩვენ ხომ მატერიალურს ვითხოვთ და რაც მართლა გვინდა, ის არ ვიცით. მე მჯერა და ვიცი, რომ შენ იმაზე მეტად გიყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს საკუთარი თავი. ამიტომ, შენ იცი, ჩემთვის საუკეთესო რა იქნება და შენ აღასრულე ჩემთვის სასარგებლო მოთხოვნილებები. ასე ილოცეთ და ნახეთ, თუ არ შეგისრულდებათ ყველაფერი. დამდაბლდებით, ენას გააჩერებთ, არავის განიკითხავთ და შემდეგ ღმერთი უხვად მოგქცემს იმას, რაც გინდა და ამას საკუთარ თავს კი არ დააბრალებ, არამედ ღმერთს.

скачать dle 11.3