კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რას „ყვებიან” ხალები და თანდაყოლილი ლაქა სხეულზე პატრონის შესახებ და რა ფორმის ხალი მიუთითებს მომეტებულ სექსუალობაზე

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

ხალს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი მიხედვით, ადამიანის ბედის განსაზღვრა, ხასიათისა და სურვილების ამოცნობა შეიძლება, ალბათ, არავისთვისაა, უცხო. ყველას სმენია: ამ ბავშვს ისეთი ხალი დაჰყვა, გენიოსი იქნებაო; ახლაც ყურში ჩამესმის ბავშვობაში ჩარჩენილი ფრაზა საყვარელი კინოფილმიდან: კისერზე ხალი ხომ არ გაქვსო და იმ ხალმა დას დიდი ხნის დაკარგული ძმა აპოვნინა, ჩვენ კი, სიხარულისგან ცრემლებს ვაღვარღვარებდით. მოკლედ, გვეყო ლირიკა და საქმეზე გადავიდეთ. სწორედ ხალსა და სხეულის თანდაყოლილ ლაქას შეეხება დღევანდელი საუბარი ეზოთერიკოს-მკვლევართან, ქალბატონ ლილისთან.  
– რა არის დამოკიდებული, მაგალითად, ხალის ფორმასა და ფერზე?
– ხალები და თანდაყოლილი ლაქა ტყუილად არ აქვს ადამიანს სხეულზე. ეს ნიშნები ბევრ რამეს ყვებიან თავიანთი პატრონის შესახებ. როგორც წესი, რაც უფრო დიდია ხალი, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა. თუმცა, არც მომცრო ხალებია ხელწამოსაკრავი. პატარა ხალი ყოველთვის კარგის ნიშანია, დიდი კი – გაჭირვებასა და უბედურებას მოასწავებს. კონკრეტულად კი: მრგვალი ხალი – დადებით მოვლენებს აღნიშნავს; ხაზის მსგავსი – უსიამოვნებებსა და საფრთხეს; ნახევარმთვარისებრი – თავგადასავლებსა და ავანტიურისადმი მიდრეკილებას; სამკუთხედისებრი – მომეტებულ სექსუალობას; კვადრატული კი – პათოლოგიურ სექსუალურ მიდრეკილებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ფერს, რაც უფრო ღია ფერისაა ხალი, ეს მისი პატრონის კარგ ხასიათსა და მომავალზე მიანიშნებს. ასევე, მნიშვნელობა აქვს, რა ფერის ხალები დომინირებს სხეულზე, რის მიხედვითაც, საბოლოოდ, ვიღებთ ადამიანის დახასიათებას: ვარდიფერხალიანი – დადებითი პიროვნებაა, საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური მონაცემებით, წარმატებული და რესპექტაბელური მშვიდი მეოჯახეა. სიყვარულითა და გავლენით სარგებლობს ნაცნობ-მეგობართა წრეში და წარმატებას აღწევს ყველაფერში – ბიზნესში, პოლიტიკასა თუ შემოქმედებაში. თუმცა, ვარდისფერხალიანი ადამიანი ძალიან იშვიათია და ერთიც თუ აქვს ვინმეს, ესეც შესანიშნავია. ადამიანი ყავისფერი ხალით – დადებითი პიროვნებაა და წინ დიდი წარმატება ელის. ძალიან შრომისმოყვარეა და იცის, როგორ დახარჯოს გამომუშავებული ფული. ბევრს მოგზაურობს, პირის გემოც აქვს და დროსტარების შნოც. გემოვნებიანია ჩაცმა-დახურვაშიც და ბინის მოწყობაშიც; სამართლიანია, არ ერევა ინტრიგებში, არ არღვევს კანონს. აქვს ადვილად ათვისების, ანალიტიკური აზროვნებისა და ინტუიციის უნარი, ამიტომაც სწრაფად და ზუსტად მოქმედებს კრიზისულ სიტუაციებში. ყოველთვის ნათლად და მკაფიოდ გამოთქვამს საკუთარ აზრს და არ უყვარს ზედმეტი ლაყბობა. მოწითალო ხალი – ასევე, არ არის ცუდი. ადამიანი ასეთი ნიშნით არის: ინტელექტუალური, ორიენტირებული კვლევასა და მეცნიერებაზე, ფულისა და ცივილიზაციის სიკეთეებისადმი კი გულგრილია. არ უყვარს ბევრ ხალხში ტრიალი, ჩაკეტილი და გულჩათხრობილია. მეგობრობს მხოლოდ კოლეგებთან, ისიც მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის დონის მიხედვით. გამოირჩევა სიჯიუტით და აზრს ვერავინ შეაცვლევინებს. შავი ხალი – ყველაზე ცუდი ნიშანია. ადვილი არ არის შავხალიანის ცხოვრება: გაწამებული ბავშვობა, სუსტი ჯანმრთელობა, მუდმივი უფულობა. საზოგადოებაში მას გაურბიან, მით უმეტეს, რომ არც თავად გამოირჩევა  გულღიაობით. შიგადაშიგ სვამს და სულ სამსახურის ძიებაშია. ვერ იტანს კრიტიკას და მის უიღბლობას აბრალებს ოჯახს, საზოგადოებას, სახელმწიფოს – ყველას, საკუთარი თავის გარდა. ამიტომაც უჭირს მასთან გამკლავება.
– სხეულზე ხალების განლაგებასაც აქვს მნიშვნელობა?
– ხალების განლაგება განსაზღვრავს ჩვენს ბედს. თუ ხალი ყელ-კისერზე გაქვთ – პირად ცხოვრებაში გასაოცარი ამბები გელით; ხალი მხარზე – თქვენს მამაც, აქტიურ და ბობოქარ ხასიათზე მიუთითებს; იღლიაში – იმას აღნიშნავს, რომ გაკლიათ თავდაჯერებულობა და გაუწონასწორებელი ხართ; გულმკერდის მიდამოებში – რთული და უკომპრომისო ბრძანდებით; ხალი მკერდზე, გულთან – მომეტებული სექსუალობის მაჩვენებელია; ძუძუს თავზე – სულ ძიებაში ხარათ; საზარდულზე – გაუთავებელად სიძნელეებსა და პრობლემებში ეხვევით; ზურგზე – მკვეთრი, გაუაზრებელი საქციელი გახასიათებთ; დუნდულებზე – ბედს შეეგუეთ; თეძოებზე – ნაყოფიერების მაჩვენებელია; ფეხებზე – ნიშნავს, რომ, მართალია, ბავშვობასა და ყმაწვილობაში უსიამოვნებები გქონდათ, მაგრამ მოზრდილ ასაკში მას დაძლევთ; ხალი თვალების ირგვლივ – ტალანტის ნიშანია; ლოყებზე – სერიოზულობის; ცხვირზე – ერთგულების; ტუჩებზე კი – ამბიციის.
– ხალის გარდა, არის თანდაყოლილი ლაქაც, რომელსაც, როგორც ვიცი, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მისი პატრონისთვის...
– თანდაყოლილ ლაქას განასხვავებენ ფორმის მიხედვით. მაგალითად, ჯვრისებრი ლაქა, სხეულის რა ნაწილზეც არ უნდა იყოს, პატრონის მძიმე ცხოვრებაზე მიუთითებს. სახელდობრ კი, თუ ის თავზეა – ამ ადამიანს ელის გაუცხოება, მისი არ ესმით და ღიად მტრობენ; გულმკერდზე – უარყოფილი სიყვარული მისი ცხოვრების ტრაგედიაა; ზურგზე – უღალატებენ ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანები; მუცელზე – მისი სიცოცხლე საფრთხეშია: მოსალოდნელია, სერიოზულად დაშავდეს ავტოკატასტოფაში ან უბედური შემთხვევის დროს – საწარმოში, თავისივე მიზეზით. ეს ლაქა ფეხზე – ნიშნავს, რომ პატრონი დევნისა და თვალთვალის ობიექტია, რის გამოც, ცხოვრებაში რამდენჯერმე მოუწევს, თავს გაქცევით უშველოს. ასეთები, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხშირად სამშობლოსაც ტოვებენ. დაბოლოს, ხელები. ჯვრისებრი ლაქა თუ მარჯვენა ხელზეა – შეცდომა დაუშვით პროფესიის არჩევისას; მარცხენაზე კი – მთავარია, მეუღლის არჩევანში არ შეცდეთ, თორემ ღალატია მოსალოდნელი. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, თავად მოახდინოთ სიტუაციის პროვოცირება. უიშვიათესი და განსაკუთრებულად ბედნიერი ნიშანია ვარსკვლავის ფორმის ლაქა სხეულზე – არ არის აუცილებელი, ვარსკვლავს იდეალური ფორმა ჰქონდეს. შეიძლება, გადღაბნილი და დეფორმირებულიც იყოს, მთავარია, ვარსკვლავის ხუთი ქიმის წვერი ფიქსირდებოდეს. ადამიანს ასეთი ნიშნით გაუმართლებს ყველგან და ყველაფერში. ყველაზე ხშირია გეოგრაფიული რუკის მსგავსი ლაქა, რომელიც მრავალსახოვანია და შეიძლება, ჰგავდეს: კონტინენტს, კუნძულს, ზღვას, ტბას და შესაბამისად, ახსნაც სრულიად მოულოდნელი აქვს. ადამიანი ამ ნიშნით, თავშეუკავებელია გრძნობებში. მისთვის დამახასიათებელია: ბოღმა, ზიზღი, სიფიცხე, უჭირს თავის ხელში აყვანა ჩხუბის დროს; განსაკუთრებით, ქალია ხშირად ისტერიკაში და გაუაზრებლად, უგუნურად მოქმედებს. საერთოდ, მიიჩნევენ, რომ ასეთი ნიშნით არასასურველი ბავშვები იბადებიან. არის კიდევ თანდაყოლილი ლაქა, რომელიც ჩიტს ჰგავს და კარგის ნიშანია, მით უმეტეს, თუ ფრთებგაშლილია. ადამიანი, ამ ნიშნით, „შორს გაფრინდება”, ანუ შეუძლია, საკუთარი ძალებით ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში. ის არის კეთილი, გულისხმიერი. მისთვის სრულიად მიუღებელია  – სიზარმაცე და უნებისყოფობა. თავგამოდებით მიიწევს დასახული მიზნისკენ, მაგრამ არა – სხვისი უბედურების ხარჯზე. ბევრს მოგზაურობს. შეიძლება, გახდეს დირიჟორი ან მუსიკოს-შემსრულებელი. „ჩიტი” გულმკერდის არეში – დიდი ტალანტის მაუწყებელია, რომელსაც მუსიკისა თუ მხატვრობის ნიჭი მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლებისგან. ყველაზე მეტად ასეთი ნიშანი ამართლებს, თუ გულიდან მარცხნივ, ან სულაც მარცხენა მხარზეა. მაგრამ, თუ თანდაყოლილი ლაქა სხეულზე კატას ჰგავს – ეს იდუმალების, ჩაკეტილობისა და ამოუცნობი ბუნების მანიშნებელია. რაც უფრო მკვეთრია ლაქა, ეს მისი პატრონის მაგიურ ძალაზე მიუთითებს. შუა საუკუნეებში „კატისნიშნიანებს” ჯადოქრებად მიიჩნევდნენ და კოცონზე წვავდნენ. საერთოდ კი, ადამიანი ამ ნიშნით, ძალიან ბრაზიანია, მაგრამ გარკვეულ დრომდე ამას მალავს. მან შეიძლება, გაუცნობიერებლად მიაყენოს ზიანი სხვას და გათვალოს კიდეც. ასეთები კარგი მსახიობები, პროკურორები და ადვოკატები არიან.  

скачать dle 11.3