კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 სიამოვნება დეტალებშია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ სად ააკრა ილჰამმა ვალოდიას 


გასულ კვირას რფ-ის პრ. პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდნენ და კაი ხანსაც ისაუბრეს (სავარაუდოდ, მთიან ყარაბაღზეც უნდა ემსჯელათ), ოღონდ გვარწმუნებენ, რომ ამჯერად პრეზიდენტებმა მხოლოდ სირიის საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს დაუთმეს თავიანთი ძვირფასი დრო.
ამის პარალელურად კი, ერევანსა და ბაქოს რფ-ის მთავარი დიპლომატი, სერგეი ლავროვი უნდა ეწვიოს (მაგრამ, სანამ თქვენ და მე, ჩემი ნაწერითურთ, ერთმანეთს შეხვდებით, შესაძლოა, რომელიმე უკვე მოინახულა კიდეც ხსენებულმა სერგეიმ).
აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთმა უახლოეს ხანში ევროკავშირთან შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი (რუსი საექსპერტო წრე ირწმუნება, რომ ლავროვს ამ საქმესთან ხელი არ აქვს, არადა აქვს რომელია), მანამდე კი პრ. პუტინმა ილჰამ ალიევს თვითაღიარებული ყარაბაღის ხუთი აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნება შესთავაზა (ცხადია, გარკვეული პირობებით, მათ შორის, თვით ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მოთხოვნით და ყარაბაღში რუსული ჯარის ჩაყენების უფლების მინიჭებით).
ბრმისთვისაც ცხადია, რომ ბაქოს პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია, ამიტომაც, ბუნებრივია, გულისფანცქალითაც ველით (ყოველ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ), მაგრამ ისე მოხდა, რომ ამასობაში, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა (მომყავს გულსმოსაფონი ციტატა): „ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პრინციპულ პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ის მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში თუ გადაწყდება. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ არასდროს დავუშვებთ მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას.“
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ ილჰამ ალიევმა პრ. პუტინს ფრიად დიპლომატიურად ააფარა ზემონახსენები შეთავაზება შუბლზე.
დეტალია, მაგრამ, დამეთანხმებით, უზომოდ სასიამოვნო. –
скачать dle 11.3