კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ძალის სიმართლე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რაც ეპატიება იუპიტერს 


სანამ ჩვენ იმას ველით, რომ ეს ჩვენი ოკუპანტი რფ ჩრდილო კავკასიაზე დაკარგავს გავლენას, გაცილებით საინტერესო მოვლენები ვითარდება თათარსტანში (იმიტომ რომ რეალურად სწორედ თათარსტანს აქვს ცენტრთან დაპირისპირების რეალური საფუძველიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ოვსილაც კი).
მანამდე კი (ანუ დაპირისპირებამდე) თათარსტანმა ცენტრს, მაშასადამე, მოსკოვისგან თათარსტანის ავტონომიის სკოლებში მშობლიური ენის შესწავლა მოითხოვა, თუმცა ცივი უარი სტკიცეს.
კრემლიდან ბრძანეს, რომ მათი პოზიცია ნაციონალურ სკოლებთან მიმართებაში ურყევია: მშობლიური ენები მხოლოდ ნებაყოფლობით ისწავლება და თათარსტანისთვის ვერანაირ გამონაკლისს ვერ დაუშვებენ (მეტიც – არც ხათრი გვაქვსო!)!
აქვე შეგახსენებთ, რომ თათარსტანის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი 67 836 კვადრატული კილომეტრია (ანუ საქართველოს სიდიდისაა ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით), ხოლო მისი მოსახლეობა, ბოლო მონაცემით, 4 მილიონამდეა (მათგან საკუთრივ თათრები მოსახლეობის 48,7 პროცენტს შეადგენენ, რუსები კი – 43,1-ს).
არარუსი ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს შოკია ნაციონალური რესპუბლიკებისთვის და ამგვარ პასუხს ნაციონალური ინტელიგენცია აღიქვამს, როგორც მათი, მშობლიური ენების დაკნინებას (რა უცნაურია, რომ აქამდე სხვანაირად აღიქვამდნენ?!) და ისინივე (ანუ არარუსი ექსპერტები) წინასწარმეტყველებენ ფედერალური ცენტრის, ანუ კრემლისგან ნაციონალური ავტონომიების გაუცხოებას, საპროტესტო განწყობების ზრდის პარალელურად.
ცხადია, ეს რფ-ის (თუნდაც, ოკუპანტი იყოს და არის კიდეც!) შიდა საქმეა, ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვამუნათებენ (ნაციონალურ  ავტონომიებს ფაშისტურად ექცევითო, თუმცა ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც ოხრად გვქონდა ნაციონალური სკოლები, იმას გარდა, რომ აფხაზური, საერთოდაც, ჩვენი მეორე სახელმწიფო ენაა), მთავარი ისევ ძალის სიმართლეა ამ უსამართლო მზისქვეშეთში… –
скачать dle 11.3