კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რა შემთხვევაში მიიჩნევა დაჟინებული მზერა სექსუალურ შევიწროებად და როგორ სჯიან ირანში მზერისთვის ქალებსა და მამაკაცებს

თათია ფარესაშვილი თიკა მთივლიშვილი

ქალთა მოძრაობა სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვს და შესაბამის პეტიციას ავრცელებს, სადაც მოითხოვს, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს  საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. პეტიციაში წერია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის ნებისმიერი ქმედება. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე, სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა, დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, – ნათქვამია პეტიციაში. ამ საკითხზე გვესაუბრება ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
– შეიძლება, ზოგადად მზერა/მიშტერება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად?
– შეიძლება, მაგრამ არა ყველანაირი. ჩვეულებრივი ყურება, დაკვირვება, მიშტერება და თვალიერება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სექსუალურ შევიწროებას აქვს ადგილი. კანონის ჩანაწერი იქნება ზოგადი, ასე მაგალითად: „ნებისმიერი სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედება, რომელიც იწვევს დამცირებას, მტრული გარემოს შექმნას” და ასე შემდეგ.
–  როგორი მზერა ჩაითვლება შევიწროებად?
 – ისეთი მზერა, რომელიც არის სექსუალური ხასიათის. მაგალითად: როცა ადამიანი მოგჩერებია ინტიმურ ორგანოებზე და თვალს არ გაშორებთ, თქვენი პროტესტის მიუხედავად; როცა ისე გიყურებს, თითქოს თვალებით გაშიშვლებს და სხვა. ანუ მზერა უნდა იყოს აუცილებლად სექსუალური შინაარსის. მზერას განსაზღვრავს ის ადამიანი, ვისაც უყურებენ. ეს არ არის სიახლე სამართალში. სამართალში ბევრ რამეს განსაზღვრავს მსხვერპლი. მაგალითად: ცემამ ტკივილი და ტანჯვა მიაყენა თუ არა, განსაზღვრავს ის ადამიანი, ვისაც სცემეს. მუქარა რეალურია თუ არა, ვინ განსაზღვრავს? მუქარის მიმღები ადამიანი და ასე შემდეგ.
–  სჭირდება თუ არა დამტკიცება სექსუალურ შევიწროებას?
– კი, ყველა სამართალდარღვევას სჭირდება გარკვეული მტკიცებულებების მოკრება. ამ მტკიცებულებების გარეშე, პოლიციასაც გაუჭირდება რეაგირება და სასამართლოს – მით უმეტეს. მტკიცებულება კი შეიძლება იყოს მოწმე, რომელიც ამ კონფლიქტს შეესწრო, ან ჩანაწერი, ან რამე კიდევ სხვა – კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია.
მსგავსი აკრძალვები არსებობს  სხვა  ქვეყნებშიც. მაგალითად, იემენში მამაკაცის მხრიდან ქალის მიმართ დაჟინებული მზერა ჩაქოლვით ისჯება. ირანში ფლირტი კანონით სასტიკად აკრძალულია. თუ ახალგაზრდებს შორის ფლირტი, ან მზერა ფიქსირდება, მათ აუცილებლად დააკავებენ და დააკისრებენ ფულად ჯარიმას ან დააპატიმრებენ. თუ ბიჭს და გოგონას ერთმანეთი მოეწონათ, საკონტაქტო ნომრებს ავტომობილის მინებიდან ცვლიან... საცურაო აუზში მამაკაცებისა და ქალების ერთდროულად ცურვაც სასტიკად აკრძალულია. ამ შემთხვევაში, მამაკაცებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 4-5 წლით... ირანში აკრძალულია მაღაზიის ვიტრინებში მანეკენების გამოტანა ჩადრის გარეშე. საბილიარდოში აკრძალულია ქალების შესვლა. ირანულ კულტურაში აკრძალულია სილამაზის სალონები. დუბაიში მამაკაცებს აკავებენ პლაჟზე ქალებისთვის ფოტოების გადაღებისთვის. არა მარტო პლაჟზე, თუ ქალს ქუჩაში ფოტოს უკითხავად გადაუღებ, ძალიან დიდ აგრესიასა და კანონით დასჯას იწვევს. თუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ იცის, რომ თქვენ ქორწინების გარეშე გაქვთ სქესობრივი ურთიერთობა, თქვენ ატარებთ დევნის, პატიმრობის ან/და ჯარიმისა და დეპორტაციის რისკს. ეს არის კანონის წინააღმდეგ ცხოვრება. თუ თქვენ იზიარებთ სასტუმროს ნომერს საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელთანაც არ ხართ დაქორწინებული, დეპორტაცია გემუქრებათ. საფრანგეთში ქალების შევიწროება გამოიხატება იმით, რომ ქალებს კაცებზე 20 პროცენტით ნაკლები ხელფასი აქვთ და გენდერულ საკითხებში სახელმწიფო მდივანი მარლენ შიაპა გამოვიდა ინიციატივით, რომ ქალებისა და მამაკაცების ხელფასი გათანაბრდეს. 2015 წელს, საფრანგეთის მთავრობამ ქუჩაში სექსუალური შევიწროება განსაზღვრა, როგორც „შეურაცხმყოფელი დასტვენა, გარეგნობის შემფასებლური კომენტარები, აგრესიული და დამამცირებელი ქცევა, დაჟინებული მზერა, გადაკიდება კითხვებით სექსუალური ცხოვრების შესახებ და აგრესიული მიპატიჟებები“. იმავე წელს, ფრანგ საზოგადოებას სარეკლამო კამპანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სექსუალური შევიწროება უკანონო იყო და მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძალადეების მიმართ მკაცრი ზომების გატარებას აპირებდა, თუმცა კანონი ჯერ არ მიუღიათ. ბრიტანული კანონმდებლობით, სექსუალური შევიწროების ელემენტებად მოიაზრება: ქმედება, როდესაც ერთი ადამიანი განზრახ ეხება მეორეს, თუ შეხება სექსუალური ხასიათისაა. ადამიანი, რომელსაც ეხებიან, არ უნდა იძლეოდეს თანხმობას (როდესაც აღნიშნული ქმედება ხორციელდება მისი ნების საწინააღმდეგოდ).
скачать dle 11.3