№46 ბორის ბედიას ანეკდოტები
ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს:
– გოგო, გუშინ ქმარს ვუღალატე.
– უიმე, სიყვარულით?
– ხო, სიყვარულით, აბა 100 ლარი რა ფულია?
***
ქმარი ეუბნება ცოლს:
– საყვარელო, ნახე რა მშვენიერი დღეა.
– რაზე მიმანიშნებ?
– შენ თვითონ არ მითხარი, ერთ მშვენიერ დღეს შენგან წავალო?
***
სომეხი ცოლ-ქმრის საუბარი:
– გარიკ, რაღაცაში უნდა გამოგიტყდე, მოკლედ, ბავშვი შენი არ არის.
– ე, მა ვისია?
– სანტეხნიკ ლოვასი.
– ეეე.. ის ფხიზელი დაჟე არ შემოგხედავდა, მატყუებ!
– დავალევინე.
– ეგ სასმელში ფულს არ გადაიხდიდა.
– მე ვუყიდე.
– და ფული საიდან?
– შენ არ მომეცი?
– ფული ჩემი იყო? ზნაჩეტ ბავშვიც ჩემია!
გიორგი გურგულიას ანეკდოტები
მსუქანი ქალი მივიდა დიეტოლოგთან პრეტენზიით:
– ექიმო, არ მშველის ის დიეტა, რომელიც დამინიშნეთ. ვერ ვუძლებ ცდუნებას და მაინც ვჭამ. ვერ ვიკლებ წონაში და იქნებ, სხვა მეთოდი ვსინჯოთ?
– სამწუხაროდ, თქვენ დიეტა აღარ გჭირდებათ.
– რატომ?
– ორ თვეში მოკვდებით.
გავიდა ორი თქვე და აღშფოთებული ქალი შერბის დიეტოლოგთან:
– რას ჰგავს ეს? გავიდა ორი თქვე და ისევ ცოცხალი ვარ. თქვენ კიდევ, ორ თვეში მოკვდებო. გავთავდი ქალი ნერვიულობით.
– სამაგიეროდ, სარკეში ჩაიხედეთ, რა ფორმაში ხართ.
***
– ჩემი ცოლი ალკოჰოლიზმით იტანჯება, საწყალი კი მეცოდება, მაგრამ აბა, რა ვუყო.
– უი, ბევრს სვამს?
– ვერ გამიგე, ის არა, მე ვსვამ – ის იტანჯება.
***
– ვერ მეტყვით, ამ მოკრივეს რატომ უკეთია ამხელა კონტაქტური ლინზები?
– რა ლინზები, ეგენი, ორთაბრძოლის წინ, სათვალე იყო.
***
ვაკელი გოგონა უყვება დაქალს:
– აუ, გუშინ ღამით, სახლში რომ მივდიოდი, მანიაკი დამესხა თავს.
– სექსუალური?
– აუ, ძაან.
***
ექიმთან მივიდა ქალი და შესჩივის:
– ექიმო, ჩემი ქმარი, მგონი, ძალიან ავადაა. მთელი დღე ველაპარაკები, ველაპარაკები, ველაპარაკები, საწოლშიც ველაპარაკები, ველაპარაკები და პასუხს არ მცემს.
– ქალბატონო, ეგ დაავადება კი არა ნიჭია!
***
ავტობუსში ცოლი ქმარს ეჩხუბება:
– ხო, არცერთი ქალი არ გაუშვა ხელიდან! ან ამ ქალებს რა აგიჟებთ შენი? მაინც რა ხარ ასეთი? ნამდვილი მხეცი? კაზანოვა?
იქვე მჯდომი ქალი დაინტერესდა და იკითხა:
– უკაცრავად, ქალბატონი, თქვენ, ქმარს ლანძღავთ თუ რეკლამას უკეთებთ?
***
სვანი პროფილაქტიკაში შევა და ხელოსანს ასლარიანების „პაჩკებს” აძლევს.
– თუ ძმა ხარ, ეს ფული „პაკრიშკებში“ ჩამიტენე.
– კი მაგრამ, რა უნდა ფულს „პაკრიშკებში“?
– მითხრეს, ფული სულ ბრუნვაში უნდა იყოსო.