№46 რა მოხდა ამ დღეს
13 ნოემბერი
1851 – გაიხსნა სარკინიგზო ხაზი: მოსკოვი – სანკტ-პეტერბურგი – მაშინ მსოფლიოში უგრძესი ორლიანდაგიანი ხაზი, 644 კილომეტრი სიგრძის.
1914 – ამერიკელმა მერი ჯეიკობმა დააპატენტა ელასტიკური ბიუსტჰალტერი სამხრეების – „ბრეტელების“ – გარეშე.
14 ნოემბერი
1666 – სემუელ პეპისმა, წარმატებულად განახორციელა სისხლის გადასხმა (ძაღლიდან – ძაღლზე).
1910 – ნორფოლკში (ამერიკის შეერთებული შტატები) პირველი თვითმფრინავი აფრინდა გემიდან.
1940 – 500 გერმანული ბომბდამშენის თავდასხმის შედეგად, მიწასთან გასწორდა ინგლისური ქალაქი ქოვენთრი.
15 ნოემბერი
1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა თავის დღიურში პირველად აღწერა თამბაქო, რომელსაც ინდიელები ცხვირით ყნოსავდნენ.
1904 – ამერიკელმა კინგ კემპ ჟილეტმა დააპატენტა უსაფრთხო საპარსი გამოსაცვლელი თავით.
1932 – ლენინგრადში, ყაზანის ტაძარში, გაიხსნა ათეიზმის მუზეუმი.
16 ნოემბერი
1532 – ესპანელმა კონკისტადორებმა, ფრანსისკო პისაროს მეთაურობით, ხელთ იგდეს ინკების იმპერატორი ატაჰუალპა.
1972 – საბჭოთა კავშირში პირველად გამოჩნდა „პეპსი-კოლა“. ხოლო ამერიკაში არაყი „რუსკაია ვოდკა“.
17 ნოემბერი
1855 – დევიდ ლივინგსტონმა პირველმა ევროპელთაგან, იხილა ვიქტორიას ჩანჩქერი.
1869 – ოფიციალურად გაიხსნა სუეცის არხი.
1948 – კრეისერი „ავრორა“ მუზეუმად გადააკეთეს.
18 ნოემბერი
1820 – ამერიკელმა კაპიტანმა ნათანიელ პალმერმა აღმოაჩინა ანტარქტიდის კონტინენტი.
1928 – მიკი მაუსის „დაბადების“ დღე.
19 ნოემბერი
1891 – გერმანიაში, მაღაზიებში გასაყიდად გამოუშვეს პირველი სათამაშო რკინიგზა.
1985 – ჟენევაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ რეიგანი და გორბაჩოვი.