№46 გამოიყენეთ კარალიოკის სეზონი თქვენი ჯანმრთელობისთვის
კარალიოკი რკინის მდიდარი წყაროა. შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც ტვინის კვებისთვისაა საჭირო: თუთიას, კობალტს, ფოსფორს, ასევე, ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ბეტა-კაროტინი კი, რომელიც მასში მეტია, ვიდრე გოგრასა და ტკბილ წიწაკაში, კარგი ხელშემწყობია მხედველობის პრობლემების თავიდან აცილებაში. სასარგებლოა გულის მანკით დაავადებულებისთვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს, რადგან საკმაო რაოდენობის იოდს შეიცავს. ბეტა-კაროტინის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. ამიტომ ეს ხილი ნამდვილი განძია მწეველებისთვის. ამის გარდა, კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ-მამოძრავებელი დაავადებების, ანემიისა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. კარალიოკის გამოყენება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში. კარალიოკი შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებებისგან გათავისუფლებას. დიარეისა და ნაწლავების ინფექციების დროს კი, ის უზრუნველყოფს მაღალ ბაქტერიოციდულ ეფექტს.
კარალიოკი, ასევე, სასარგებლოა გაციების დროს, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ერთი კარალიოკის წვენი 3-4 სადილის კოვზ თბილ წყალს შეურიეთ და ყელში გამოივლეთ.
მას აქვს, ასევე, შემბერავი ეფექტი და მისი ნორმაზე მეტის ჭამა არაფრით არ შეიძლება – ამას მოჰყვება ყაბზობა და ნაწლავების სხვა პრობლემებიც. ამიტომ, დაიცავით ზომიერება.
ზღმარტლის განსაკუთრებული თვისებები
ზღმარტლი საოცარი მცენარეა. მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია. ზღმარტლი სავსეა ისეთი იშვიათი
ვიტამინებით, რომელიც ბევრი ხილის შემადგენლობაში არ შედის.
ის მდიდარია ცილებით, ლიპიდებით, ნახშირწყლებით და A, B1, B2, C ვიტამინებით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალებს – კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, იოდს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, სელენს, თუთიას და სხვა. ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ზღმარტლის შემადგენლობაში ძირითად ნივთიერებას თიამინი წარმოადგენს, რომელიც გულის, კუნთებისა და ნერვული სისტემის სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა.
ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.
ზღმარტლის რეგულარული მიღება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის, ტენიანობის შესანარჩუნებლად და ტოქსინების გამოსადევნად. ის, ასევე, იცავს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს დაზიანებისაგან და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
მდიდარია ასკორბინის მჟავით, რომელიც მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ზღმარტლის ნაყოფი მდიდარია მრავალი საჭირო ელემენტით – რკინით, სპილენძით, კალციუმითა და მაგნიუმით, ფოთლებს აქვს კუჭის შემკვრელი მოქმედება ხოლო ქერქს – ანთების საწინააღმდეგო.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.
გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.
გაითვალისწინეთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
რატომ არ უნდა გადაყაროთ ხახვის ფურცლები
ხახვის ფურცელი შეიცავს მრავალ სასარგებლო, ბოილოგიურად აქტიურ და მინერალურ ნივთიერებებს, ფლავონოიდურ გლუკოზიდებს, კაროტინს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს… აგრეთვე B, C, E, PP ვიტამინებს. ეს კი ატონიზირებს გულის მუშაობას, აძლიერებენ იმუნიტეტს, გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და სპაზმოლიტური მოქმედებები.
ხახვის ფურცლის ნახარშს იყენებენ მწვავე ბრონქიტისა და, ასევე, ძლიერი ხველისაგან გასათავისუფლებლად. ნახარშისგან აკეთებენ კომპრესებს: 1 ჭიქა ფურცელს დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 15 წუთი, შემდეგ გადაიტანეთ დოლბანდში და გაწურეთ. ასეთი კომპრესი დაიდეთ 3-ჯერ დღეში ნახევარი საათით. ეფექტურია ხახვის გამოყენება გაციების დროს. ხახვი ზამთარში ამაღლებს იმუნიტეტს და ორგანიზმს უფრო ძლიერს ხდის. ამისთვის, გახეხეთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი და მიღებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ. სასარგებლოა ხახვის გამოყენება ინჰალაციისთვის. ოთხ სადილის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში, მერე გაწურეთ. მიღებულ ცხელ ნაყენს ჩაუმატეთ ორი სადილის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. შემდეგ შეგიძლიათ თავზე პირსახოცი გადაიფაროთ და ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი შეისუნთქოთ.
თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების შემთხვევაში – 3 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფურცელს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთის შემდეგ წამალი მზადაა. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში. სტომატიტის დროს გამოივლეთ ფურცლის ნახარში პირის ღრუში. ხახვის ფურცლების ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ეს შეუცვლელი პროფილაქტიკაა ასევე, სხვა ბევრი დაავადების დროსაც. ფურუნკული თუ გაქვთ, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი და მრავალძარღვას ფოთლები (1:1), დაამატეთ თაფლი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის კვერი დაიდეთ ფურუნკულზე (ან დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე), დაიმაგრეთ ლეიკოპლასტირით. გააჩერეთ 1-2 დღე. შემდეგ კანი გაიწმინდეთ სპირტით. ამ კვერით შეიძლება, დახეთქილი ფეხის ქუსლების მკურნალობა. ფეხის შეშუპებისა და ვარიკოზული ვენების დროს ცოტა დაქუცმაცებულ ხახვის ფურცელს შეურიეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და დააყოვნეთ ნარევი 10 დღე. მიიღებთ შესანიშნავ საშუალებას, რომლითაც შეძლებთ ფეხებზე მასაჟი გაიკეთოთ.
მეჭეჭების, სოკოს, მცირე ჭრილობების, დერმატიტისგან გათავისუფლებაში, ვაზელინთან ან ცხიმიან მალამოსთან, პროპორციით 2:3 შერეული, დაქუცმაცებული ხახვის ფურცლები დაგეხმარებათ. მალამო დღეში 2-ჯერ წაისვით დაზიანებულ კანზე. შეინახეთ ცივ ადგილას.
აიღეთ ხახვის კანი, მოხარშეთ წყალში, გაწურეთ და მიირთვით სითხე ყოველდღიურად. გირჩევთ, მიიღოთ ძილის წინ.
ხახვის ფურცლები შეიცავს უხსნად ბოჭკოებს, რომელიც განდევნის ტოქსიკურ ნარჩენებს მსხვილ ნაწლავში და დააბალანსებს მის დონეს ნაწლავებში. ბოჭკოვანი ნივთიერებები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამცირებს გარკვეული პრობლემების რისკს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს წარმოქმნის ალბათობას, მოგაცილებთ ჭარბ წონას და შაქრიანი დიაბეტი ორის ტიპს.
ადვილად გაუმკლავდება ხახვის ფურცელი როგორც ალერგიულ, ასევე გაციებით გამოწვეულ სურდოს. სამკურნალო საშუალების მისაღებად ჩაყარეთ 4 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფურცელი მდუღარე წყალში და ისუნთქეთ ორთქლი 3-5 წუთის განმავლობაში.
წარმატებით გამოიყენება ის ართრიტების, რევმატიზმის, წითელი ქარის, წყლულოვანი კოლიტისა და სხვა ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ. 1 ჩაის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ხახვის ფურცლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თბილი ჩაი ყოველდღე ძილის წინ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
კანის დაავადების დროს დაქუცმაცებულ ფურცლებს შეურიეთ ვაზელინი 2:3 პროპორციით. მიღებული მალამო დღეში ორჯერ წაისვით დაზიანებულ ადგილას. მალამო შეინახეთ მაცივარში. გრიპის დროს 4 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფურცელი ჩაყარეთ 3-5 წუთით ადუღებულ წყალში და მიღებული ნაზავი შეისუნთქეთ, რაც შეიძლება, ღრმად. ეს დაგეხმარებათ თავისუფლად ისუნთქოთ.
ფეხის სოკოს მკურნალობა
დღესდღეობით ძალიან ბევრს აწუხებს ფეხის სოკო. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს ვიწრო ფეხსაცმელი, სიცხეში დიდხანს ყოფნა, ნებისმიერი სახის კანის დაზიანება, ძალიან დაბალი იმუნიტეტი და ასე შემდეგ. საჭიროა, ჰიგიენის მუდმივად დაცვა.
დერმატოლოგები გვირჩევენ, გავიკეთოთ ძმრის აბაზანები სოკოს წინააღმდეგ და პროფილაქტიკის მიზნით. სოდა კარგად ანეიტრალებს მჟავას, რასაც ნორმაში მოჰყავს მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. დღეში 2-ჯერ, სოკოს წინააღმდეგ, ამ საშუალების გამოყენებით, თქვენ მთლიანად განიკურნებით. ასევე კარგია, ძმრის აბაზანა: აიღეთ ძმარი, მაგრამ არა ძმრის ესენცია. მოამზადეთ მსუბუქი ნარევი, ანუ ერთი სადილის კოვზი ძმარი გაურიეთ ერთ ჭიქა წყალში. თუ ტერფის კანი განსაკუთრებით უხეშია, შესაძლოა, ოდნავ ძლიერი ნარევის მომზადებაც. პროცედურის დაწყებამდე ტერფები თბილ წყალში დაალბეთ, შემდეგ კანის ზედა ფენა მოიცილეთ. შემდეგ, მომზადებული ნარევით კარგად გაიწმინდეთ კანი თითებშორის. ეს პროცედურა ორი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით გაიმეორეთ.
გამოიყენეთ რეცეპტი: 1 სადილის კოვზ საკვებ სოდას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი მარილი. გახსენით ჩვეულებრივ წყალში და ჩაალბეთ ფეხები. 15-20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგვიძლია შემოგთავაზოთ კიდევ ერთი რეცეპტი: აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კალიუმპერმანგანატი
(„მარგანცოვკა“), 1 სადილის კოვზი სოდა, გახეხილი საპონი, 2 სადილის კოვზი მშრალი მდოგვი და გახსენით 5 ლიტრ წყალში. სოკოს დროს საჭიროა, რეგულარულად, ძილის წინ, გაიკეთოთ აბაზანები.
აიღეთ გლიცერინის ქილა და შეავსეთ ის სახურავამდე 70%-იანი ძმრით. ფეხები დაითბილეთ მარილითა და სოდით გაზავებული ცხელი წყლის (ერთი სადილის კოვზი მარილი და საჭმელი სოდა ერთ ლიტრ წყალზე) აბაზანით. დათბილული ტერფები დაიმუშავეთ პემზის ქვით. გაიმშრალეთ. ფრჩხილების მოსავლელი სპეციალური სქელი ქლიბით მოიხსენით ფრჩხილის საფარი და წაისვით დამზადებული ნაზავი, როგორც ფრჩხილებზე, ასევე ტერფებზე.
გაშრობის შემდეგ, ფრჩხილებზე წაისვით იოდი, შემდეგ კი ლაკი. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 დღეში, გაზრდილი ფრჩხილი მოიჭერით, მაგრამ ქლიბი გამოიყენეთ მხოლოდ ფრჩხილის ძველი საფარის მოსახსნელად. შეეცადეთ, ახლადამოსული ფრჩხილი არ დააზიანოთ ქლიბის საშუალებით. ფრჩხილის საფარის სრული შეცვლის შემდეგ, პროფილაქტიკის მიზნით, ფეხების დაბანის შემდეგ ტერფებზე შეიზილეთ გლიცერინისა და ძმრის ნაზავი 3-4 თვის განმავლობაში.