კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?
პასუხი:
მირონცხება – ეს არის ერთ-ერთი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლოთაგანი. ის გაერთიანებულია წმიდა ნათლობასთან და ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ამ საიდუმლოს აღსრულებისას სულიწმიდის ბეჭედი ენიჭება მორწმუნეს, რაც მას ქრისტეს მცნებათა განუხრელად დაცვაში ეხმარება. მირონცხებული გახლდათ ხელმწიფეც – რათა მას სვიანად ემართა თავისი ხალხი.
კითხვა: ჯვარცმის წინაშე მხოლოდ მიცვალებულებისთვის უნდა დავანთოთ სანთლები?
პასუხი:
ჯვარცმის წინ ნებისმიერ დროს შეიძლება სანთლის დანთება. რატომღაც არასწორად დამკვიდრდა, რომ თითქოს ჯვარცმა ეკუთვნის მხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნას. ჯვარცმით არა მხოლოდ მიცვალებულთა სულები იყვნენ დახსნილი ჯოჯოხეთისგან, არამედ ცოცხლებიც სასოებენ ხსნას უფლისგან.
კითხვა: სასარგებლოა თუ არა „ფსალმუნების“ ხშირად წაკითხვა მორწმუნეთათვის?
პასუხი:
„ფსალმუნების“ წაკითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდის ჩაასახლებს. გიორგი ზადონელი ასე გვმოძღვრავს: „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით, სული განიწმინდება ცოდვებისგან“.
კითხვა: ეკლესიურად თუ არის მიღებული გარდაცვლილისთვის ქელეხის გადახდა?
პასუხი:
მართლმადიდებლებისთვის მისაღებია გარდაცვლილთა მოსახსენებელი აღაპის გადახდა.  წმიდა პეტრესა და პავლეს განწესებაში ნათქვამია: „გარდაცვლილთა მოსახსენებლად გამართული სუფრა კეთილწესიერებით და ღვთის შიშით უნდა ჩატარდეს, რომ გარდაცვლილის მეოხება შეძლონ“.
კითხვა: უნდა ვაკურთხებინოთ თუ არა კომპიუტერი, ტელევიზორი და ასე შემდეგ, ისე, როგორც ვაკურთხებთ, მაგალითად, ავტომანქანას?
პასუხი
: ცოდვა თვითონ საგანში კი არ არის ჩადებული, არამედ იმაში, როგორ და რა მიზნით გამოიყენებთ – კეთილად თუ ავად. მაგალითად, კომპიუტერი შეიძლება სათამაშოდაც ვაქციოთ და შეიძლება, საღვთო წიგნებიც ვბეჭდოთ მისი საშუალებით. ასევეა, სხვა ნივთების შემთხვევაშიც. ამრიგად, თუ ესა თუ ის საგანი ან ნივთი გამოიყენება არა ცოდვის ჩადენის, არამედ კეთილი საქმისთვის, მისი კურთხევაც შეიძლება.
კითხვა: უსახსრობის გამო, ხშირად წირვის წინ ვერ ვყიდულობ სეფისკვერსა და სანთელს. ხომ არ ვაკლებ ამით რამეს ჩემს მოსახსენებელ ახლობლებს?
პასუხი
: თუკი ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, საკურთხეველში შეგზავნილ მოსახსენებელს სეფისკვერიც შეაყოლოს, არ არის დიდი დანაშაული. უფალმა კარგად იცის ჩვენი გული და ჩვენი ოჯახის შესაძლებლობები. თუკი ამის უკან სიხარბე არ იმალება, ადამიანის მხურვალე ლოცვა უფლის მიერ შეწირული იქნება.
კითხვა: როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს, შეიძლება თუ არა მარხვის შემსუბუქება?
პასუხი: თქვენს მოძღვართან შეთანხმებით შესაძლებელია, მარხვა შეგიმსუბუქდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.скачать dle 11.3