კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 არავითარი დეპრესია

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ამბობენ, რომ ქალბატონები, რომლებიც მხოლოდ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული, გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს. მათ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა და ხშირად  არიან დეპრესიაში. რეალიზებული და დასაქმებული დედა, მართალია, სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება, მაგრამ შვილებთან შეხვედრის მოლოდინი ახარებს.  შესაბამისად, უფრო  ენერგიულია. ასეთი დედები ცდილობენ საზოგადოებრივ და საოჯახო საქმეებს თანაბრად გაართვან თავი  და მათ ეს  კმაყოფილებას ანიჭებთ.    საქმიანი  ქალები  თითოეულ წამს უფთხილდებიან. ცდილობენ ნაყოფიერად გამოიყენონ დრო.
სახლში დამჯდარ დედებს ნამდვილად ემუქრებათ დეპრესია, რადგან ადამიანი შექმნილია ბედნიერებისთვის. წარმატება და ბედნიერება კი ოცნებების რეალიზებით მიიღწევა. დედებმა არ უნდა თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე და ეცადონ, როგორმე აიხდინონ ისინი. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, რომელიც საყვარელ საქმეს აკეთებს და საზოგადოებრივ საქმიანობაშია ჩართული, თავისუფალია ყოველგვარი კომპლექსებისგან. აქვს კარგი განწყობა და შესაბამისად, ეს ყველაფერი გადადის მის შვილებზე. ასეთ ქალებს სიარულიც კი უფრო თავდაჯერებული აქვთ. თვალებიც უბრწყინავთ და ბედნიერებით  აჯილდოებენ ოჯახის წევრებს, ახლობლებს. საკუთარი მაგალითით ასწავლიან   შვილებს, როგორ იცხოვრონ სწორად, როგორ შექმნან მომავალი და ჰქონდეთ სავსე ცხოვრება.
ჩვენ უნდა შევძლოთ, ყოველთვის ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ და არასდროს დავყაროთ ფარ-ხმალი. ძალიან კარგია, როცა ბავშვები მშობლების გვერდით თავს ლაღად და უსაფრთხოდ გრძნობენ.    მშობლებთან ნაყოფიერად გატარებული წუთები ეხმარებათ, გადალახონ მომავალში ნებისმიერი  სირთულე თუ ცხოვრებისეული დაბრკოლება.

როგორ დავმალოთ
 და აღმოვაჩინოთ
 ტყუილი


მიჩნეულია, რომ თუ ადამიანი თვალებს აცეცებს ეს არაკეთილსინდისიერების მანიშნებელია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ყველაზე თავზეხელაღებულ ავაზაკებს შეუძლიათ, მშვიდად გიყურონ სახეში.
ჩვენს ცხოვრებას თან სდევს ტყუილი, გვინდა ეს თუ არა. გვატყუებენ, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლადაც. თუმცა, ცოტა რამ ვიცით ტყუილის შესახებ.
ტყუილი – ეს არის ქმედება, რომლის მეშვეობითაც ერთ ადამიანს მეორე – შეცდომაში შეჰყავს, თან ამას აკეთებს შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე. მსხვერპლი კი სიმართლის გარკვევას არ ითხოვს. იმიტომ რომ,  ვერაფერს ხვდება.
ამბობენ, თანამედროვე ადამიანი 10-წუთიანი მონოლოგის განმავლობაში, საშუალოდ სამჯერ იტყუება.
როგორც წესი, მატყუარები ყურადღებით მალავენ და აკონტროლებენ თავის საქციელს. მაგრამ საბოლოოდ, ყველაფრის დამალვა შეუძლებელია.  დააკვირდით მოსაუბრეს – მატყუარა ადამიანი განსაკუთრებით ყურადღებით არჩევს სიტყვებს. სიტყვების მეშვეობით მოტყუება ყველაზე მარტივია, რადგან ტექსტის მომზადება და დამახსოვრება წინასწარ შეიძლება. მაგრამ, მატყუარებს ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიტყვები გასცემს – გაუაზრებელი გამონათქვამები, როდესაც ვერ ახერხებენ საჭირო სიტყვების მოძებნას; ნათქვამის ხშირი ცვლა ან მისი მალევე გადაკეთების მცდელობა.
ანუ, მატყუარას ხშირად თავისივე ქცევები ამხელს, რადგან რთულია გაკონტროლება. ბევრად უფრო რთულია ბრაზის დამალვა. ის, რაც ტყულს ამხელს:
სახე
სახეზე უამრავი ემოციის ამოკითხვა შეიძლება, მისი კონტროლი ძალიან რთულია. ადამიანი შეიძლება ერთს ამბობდეს, მაგრამ სრულიად სხვას გამოხატავდეს მისი სახე. საუკეთესო ნიღაბი – ყალბი ემოციებია. მატყუარა ადამიანები ტყუილის დასაფარად, ღიმილს იყენებენ. თუმცა, არაბუნებრივი, ხანგრძლივი ღიმილი სიყალბეს მალევე ამჟღავნებს.
ხმა
ხმა, როგორც ადამიანის სახე, დაკავშირებულია ტვინთან, რომელიც აკონტროლებს ჩვენს ემოციებს.  ყურადღება უნდა მივაქციოთ საუბრის დროს პაუზებს. სიცრუის დროს ისინი შეიძლება იყოს ზედმეტად გახანგრძლივებული ან – ხშირი
ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობები, რომლებიც არ შეესაბამება არც სახის გამომეტყველებას, არც ხმის ტემბრს და არც საუბრის შინაარსს. მოძრაობების კონტროლი რთულია, ბევრ ადამიანს საერთოდ არ გამოსდის მისი კონტროლი ტყუილის დროს, რადგან ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი, საკმაოდ რთულია.
ანუ, იყავით ყურადღებით და ნუ მისცემთ საშუალებას ადამიანებს, მოგატყუონ.

როცა...  კაცი
 ლამაზია

ქალბატონების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუ მამაკაცს კარგი გარეგნობა აქვს, ანუ, თუ ის ლამაზია, ერთგული ვერაფრით იქნება. თითქოს გარეგნობა უკვე იყოს მოტივაცია ღალატისა. არ არსებობს კანონზომიერება და აქედან გამომდინარე, არც სილამაზესა და ერთგულებას შორის. სულ ტყუილად ეტყვით მამაკაცს ცოლობაზე უარს, თუ ის ლამაზია და გეშინიათ, რომ აუცილებლად შეგეცილებიან მასში – არანაირად. სხვათა შორის, სოციოლოგებიც დაინტერესდნენ ამ თემით და გამოჰკითხეს რამდენიმე ასეული წყვილი. აღმოჩნდა, რომ ლამაზი, ძალიან სიმპათიური მამაკაცები სანიმუშოდ ერთგული ქმრები არიან. ასეთების გვერდით ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ – ღალატში უფრო ხშირად ის მამაკაცები არიან შემჩნეულნი, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავთ. ლამაზი მამაკაცი კი, დარმწუნებულია საკუთარ თავში. შესაბამისად, იშვიათად აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორიც დეპრესია, ეჭვიანობის განცდა, ეგოიზმი და ხასიათის მკვეთრი ცვლილებებია.
რაც შეეხება უშნო გარეგნობის მამაკაცებს, რომლებსაც ისღა დარჩენიათ, ხასიათი მაინც ჰქონდეთ კარგი, მათთან ქორწინებაში ქალები განსაკუთრებით ბედნიერები არ არიან. ისედაც, გარეგნობას ძალიან ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმ საქმეში, რასაც ორი ადამიანის ურთიერთობა ჰქვია.скачать dle 11.3