კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 თენგიზ ჯიქია: მშენებლობის იდეებით დავიბადე და გავიზარდე!

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

დღეს, როცა საქართველოში სამშენებლო ბიზნესის ბუმია, ახალშექმნილი, გამოუცდელი კომპანიების მიმართ საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია და ყველა ეჭვის თვალით უყურებს მათ პროფესიონალიზმს. თუმცა, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ კიდევ შემორჩნენ გამოცდილი და კვალიფიციური მშენებლები, რომელთა განათლებას და მრავალწლიან გამოცდილებას, თამამად შეგვიძლია, ვენდოთ. დღეს ერთ-ერთ ასეთ მშენებელზე გიამბობთ, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა და სხვა პროფესიის არჩევაზე არც უფიქრია.
თენგიზ ჯიქია:
მშენებლობა ჩემთვის ის პროფესიაა, რომლის გარეშე ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია. მიყვარს ეს საქმე და  ვფიქრობ, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც საყვარელ საქმეს იპოვის ცხოვრებაში.
– თქვენი განათლებისა და გამოცდილების შესახებ გვიამბეთ.
– წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და  რკინაბეტონის კონსტრუქციების განხრით დავიცავი დიპლომი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, მუშაობა დავიწყე მშენებლობის სამინისტროს ¹1 სამშენებლო ტრესტში. თავდაპირველად ვმუშაობდი ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად. ვმუშაობდი აგრეთვე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აგლოფაბრიკის მშენებლობაზე და ბრძმედის რეკონსტრუქციაზე. აღნიშნულ ობიექტებზე მუშაობამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა – როგორც მშენებლის ჩამოყალიბებაში. ასევე, აქტიურად ვმონაწილეობდი ქიმიური ქარხნის, კაპროლაქტამის, ქიმბოჭკოს, ამწემშენებელი ქარხნის მშენებლობა-რეკონსტუქციაში. გარკვეული წვლილი  მაქვს შეტანილი ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო-სამედიცინო ობიექტების მშენებლობაშიც. შემდეგ, „საქკურორტში” სამშენებლო-საპროექტო-სარემონტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი. 5 წელი გახლდით შპს ,,დავით აღმაშენებლის” გენერალური დირექტორი. შემდეგ დავაფუძნე საკუთარი სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი თეჯი”.
– რამდენი ხანია, რაც „ქართუ ჯგუფში” მუშაობთ?
– 11 წელია, რაც „ქართუ ჯგუფში” ვმუშაობ და მის საკუთრებაში არსებული კომპანიების: შპს „ატუს” და შპს „ბურჯის” ტექნიკური დირექტორი გახლავართ.
– როგორც ვიცით, შპს „ატუ” და „ბურჯი” ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია და სწორედ მისი ფინანსური მხარდაჭერით, ამ კომპანიებმა ქვეყნის მასშტაბით  არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტი შეასრულეს,  რომლებშიც თქვენც მონაწილეობდით. რა პროექტები შეგიძლიათ, გამოყოთ?
– ასოციაცია „ატუ” არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ყველა პროექტის ჩამოთვლა, რაც ამ კომპანიებმა შეასრულა და  სადაც უშუალოდ მე ვმონაწილეობდი,  თითქმის შეუძლებელია. გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმე მათგანს. საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში, ასევე სასტუმრო „პარაგრაფი”. ჩვენ განვახორციელეთ ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სრული რეკონსტრუქცია; ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სრული რესტავრაცია; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსს ჩავუტარეთ სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც მთავარი დარბაზი პირვანდელი სახით აღდგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. რეგიონებში აშენდა, შეკეთდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ათობით სკოლას. ბათუმში ძველი დელფინარიუმის ადგილას აშენდა ახალი, 700 მაყურებელზე გათვლილი დელფინარიუმი. გავაკეთეთ არაერთი გზა და ხიდი ქვეყნის მასშტაბით.
– ოჯახზე მოგვიყევით. როგორც ვიცით, თქვენი შვილებიც საკმაოდ წარმატებულები არიან.
– დავიბადე ჩხოროწყუს რაიონში – სოფელ ახუთში და გავიზარდე ლესიჭინეში. დღესაც გვაქვს მშობლიური სახლი. ინსტიტუტში ჩაბარებისთანავე მე და ჩემი ძმა ვლადიმერ ჯიქია საცხოვრებლად გადმოვედით თბილისში.  ორივე მშენებლობით ვიყავით დაინტერესებულები და ამ სფეროში ვართ დღესაც. დღეს ის შპს „ტრასნპროექტში”  მუშაობს და თავისი საქმის პროფესიონალია.
მყავს მეუღლე – დარეჯან შუკაკიძე და შვილები  – დავით და სოფო ჯიქიები. დავითი რუსთავის პირველი არჩეული მერი გახლავთ. სოფო პროფესიით ჟურნალისტია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სათავეში ედგა ჩემს საკუთრებაში არსებულ სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელ თეჯის”, რომელიც  სწორედ დავითის მერობის პერიოდში გავაჩერეთ და სრულიად უფუნქციო გახდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა ვინმეს დავითის თანამდებობასთან არ დაეკავშირებინა და არ გამხდარიყო არასწორი ინფორმაციების გავრცელების მიზეზი.
– დღეს საქართველოში მშენებლობის ბუმია და თქვენი აზრით, რამდენადაა დაცული სამშენებლო ნორმები?
– ხშირ შემთხვევაში, მშენებლები გარდა ცალკეული კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიებისა, არ ემორჩილებიან არსებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. ყველა მშენებელი ვალდებულია, მაქსიმალურად დაიცვას მშენებლობის ნორმები და წესები.
– ვიცით, რომ გამოირჩევით ქველმოქმედების სიყვარულით. ხშირად მონაწილეობთ სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში და თქვენი ხელფასიდან გარკვეულ თანხას, სწორედ ამ მიზნით ხარჯავთ.
– ქველმოქმედება სწორედ იმიტომაა ქველმოქმედება, რომ მასზე არ უნდა ისაუბრო. უფრო სხვა თემაზე მინდა, ყურადღება გავამახვილო. დღეს ჩვენს კომპანიაში არაერთი საინტერესო და კრეატიული ახალგაზრდა მუშაობს. პირადად მე, ყველაზე დიდ ქველმოქმედებად, სწორედ ამ ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბება მიმაჩნია. ამ კუთხით, სულ ვცდილობ, ახალგაზრდებს, რომლებშიც გარკვეულ პოტენციალს ვხედავ, დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო. თუ შევძლებთ, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთი საქმის პროფესიონალებად ჩამოვაყალიბოთ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე იქნება.
скачать dle 11.3