კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რამდენი ავტომანქანა ჰყავს ენერგეტიკის მინისტრის აპარატის უფროს ნათია ჭელიძეს და როგორ შეიცვალა მისი ქონება სამინისტროში მუშაობის ოთხ წელიწადში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის აპარატის უფროსი ნათია ჭელიძე 1980 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო (1997-2001 წლებში); 2001-2003 წლებში იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა მაგისტრატურაში; 2003-2006 წლებში უნგრეთში, ასპირანტებისთვის HESP-ის საერთაშორისო სამწლიანი სასემინარო პროგრამა გაიარა („მიგრაციული პროცესების რეგულირების თეორია, მეთოდები და პრაქტიკა“); ამის პარალელურად, 2003-2006 წლებშივე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურაშიც სწავლობდა.
ნათია ჭელიძის სამუშაო გამოცდილება 2002 წელს დაიწყო, თქვენ წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში, ინსპექტორად და 2005 წლამდე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტიც გახდა. ამის პარალელურად, 2004 წლიდან დღემდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 2005-2006 წლებში   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაინაცვლა და მუშაობდა შრომითი მიგრაციის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2006 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორია; 2011 წლიდან დღემდე – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი. ამასობაში კი, 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად, ხოლო 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის უფროსია.
ნათია ჭელიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ენერგეტიკის მინისტრის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1981 წელს დაბადებული მეუღლე ლაშა თაბაგარი, 2010 წელს დაბადებული შვილი თათია და 1960 წელს დაბადებული დედამთილი, მარინე ბიწაძე.
იმხანად ნათია ჭელიძის საკუთრება იყო ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, (29 კვ. მ.) და იქვე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (6 კვ. მ.), ლაშა თაბაგარისა და მარინე ბიწაძის კი – ბინა თბილისში, დიღმის მასივში (72 კვ. მ.). ასევე, ნათია ჭელიძეს ჰყავდა მსუბუქი ავტომანქანა AUDI, ლაშა თაბაგარს კი – TOYOTA RAV4.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ნათია ჭელიძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის წამყვანმა სპეციალისტმა, 16 600 ლარი აიღო, როგორც ევროპის განათლების ფონდის ექსპერტმა, 5 400 ევრო, როგორც საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 750 ლარი; ხოლო ლაშა თაბაგარმა, როგორც აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, 10 000 ლარი.
ნათია ჭელიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ენერგეტიკის მინისტრის აპარატის უფროსმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა. მაგრამ, ცვლილებაა უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობაში. ზემოჩამოთვლილს დაემატა ორი ბინა (რომელთა მესაკუთრე ნათია ჭელიძეა) – ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში და ხორავას ქუჩაზე. ამჟამად ნათია ჭელიძეს ჰყავს სამი ავტომანქანა: ზემოთ ნახსენები „აუდი“, LEXUS და NISSAN X-TERRA.
2016 წლის განმავლობაში ნათია ჭელიძემ, როგორც საპატრიარქოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 765 ლარი აიღო, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის უფროსმა, 51 735 ლარი, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიწვეული ლექტორმა, 4 050 ლარი, როგორც ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ევროკომიისიის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთისა და კვლევით ცენტრ „ეი სი თის“ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონსულტანტმა, 6 400 ლარი; ხოლო ლაშა თაბაგარმა, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, 36 050  ლარი.
2016 წელს ნათია ჭელიძემ ბინის შესაძენად „საქართველოს ბანკიდან“ იპოთეკური სესხი მიიღო, რომლის მომსახურებაც 10 595 აშშ დოლარი დაუჯდა, ლაშა თაბაგარმა კი სამომხმარებლო სესხის მომსახურებაში 18 000 ლარი გადაიხადა.
скачать dle 11.3