კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 „ლენინ ხარა, დენინ ხურა“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მუზეუმში გამოსაფენები


სანამ ჩვენ იმას ვარჩევთ –„მე მიყურე, მხოლოდ მე“, თუ მაინც „ისევ გაშტერდა, მამაო“, ცხინვალში საზეიმო სხდომა გაიმართა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა“ (აბა, ცხინვალში სხვა რა გაიმართებოდა?!).
იმ მარტივი მიზეზით, რომ კომუნისტური პარტია თვით ჩვენთანაც კი არის, ცხადია, სეპარატისტებსაც აქვთ (თუ ჰყავთ – თავში მწყერებთან ერთად). ჰოდა, იმ საზეიმო სხდომაზე „იუჟნაია ოსეტიას“ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გივი გატკოვიც გამოვიდა და გაიხსენა, რომ „სამჯერ განიხილა მეფის რუსეთმა უმაღლეს დონეზე ოსების თავიანთი სამშობლოდან გასახლების საკითხი“.
ბუნებრივია, გაუგებარია, თუ აპირებდა, რა შეუშლიდა ხელს რუსეთის იმპერატორს, გაესახლებინა ოსები (მით უფრო, რომ აფხაზები ფრიად წარმატებით გაასახლა?!), იმას გარდა, რომ სწორედ მეფის რუსეთმა უწყალობა მათ სახელწოდება „სამხრეთ ოსური ოკრუგი“, თუმცა ამ ჩვენი სეპარატისტების სიყვარულიც გასაგებია რუსული კომუნიზმისადმი, რადგან სწორედ ბოლშევიკებმა უწყალობეს მათ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ და სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ყველაზე მძიმე დროს ჩაარტყეს ზურგიდან დანა (და ჯილდოც დაიმსახურეს ავტონომიის სახით).
აი, ულვაშა მურატამ კი (ჯიოევმა, რომელიც ითხოვდა, თამარის ტიპიკონი გადმოგვეცით, იმად, რომ „ეტო სოფსთვენნოსთ იუჟნოი ოსეთიიო“) დაამატა: „რუსეთი სულ უფრო და უფრო მკაფიოდ აცხადებს თავისი სიდიადის შესახებ, ჩვენ კი დიდი ხანია, განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთზე და ვფიქრობ, რომ დიად რუსეთთან ერთად, ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს.“
ჰოდა, რაკი კომუნისტურ-ბოლშევიკური ასე შეყვარებიათ, ვფიქრობ, მათი ადგილი იმ დიად მუზეუმშია, რომელშიც ნაფტალინი მიეყრებათ (მით უფრო, რომ უახლოეს მომავალში რფ მათგან სამუზეუმო ექსპონატებსღა თუ დატოვებს). –
скачать dle 11.3