კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 გამოშტერებულთა მიშტერება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სერიიდან: „ნადირობა კუდიანებზე”


რთული სათქმელია, „ჰოლივუდში“ აგორებული სკანდალის გამო (ლამის ყველა მსახიობმა ქალმა დაიჩივლა, რომ გზა „ოსკარისკენ“ მხოლოდ და მხოლოდ ლოგინზე გადიოდა), თუ სხვა რამ მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჩვენს ქვეყანაშიც მოითხოვეს ქალების დაცვა მამაკაცთა დაჟინებული მზერისგან (ანუ „მიცქირე თვალში. შენ დადუმდი? იგრძენი განა?!” რომ გაისკვანჩები?!).
ოღონდ პეტიციას ისე ეტყობა, რომ ქალებს კვლავ რჩებათ მამაკაცებზე მიშტერების უფლება და სანამ ჩვენ იმას ვარკვევთ, მხოლოდ ქალები უნდა დავიცვათ მამაკაცთა ოხვრა-სტვენისგან, თუ მამაკაცებიც ქალების მხრიდან სექსუალური შევიწროებისგან, მერაია ქერის ყოფილმა პირადმა მცველმა ეს ჩვენი მერაია სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
მაიკლ ანელო (სექსუალურად შევიწროებული) აცხადებს, რომ მომღერალი მის წინაშე ჩახსნილი და გამჭვირვალე პენუარით წარსდგებოდა ხოლმე (მეორე მხრივ, თუ გამჭვირვალე იყო, ჩახსნა რაღად სჭირდებოდა?!) და, ზედაც, ნაცისტს უწოდებდა.
აქვე გეტყვით, რომ ხსენებული პირადი მცველი ქერის ორი წლის განმავლობაში იცავდა, თუმცა ის ყოფილ დამქირავებელს მხოლოდ სექსუალურ ზეწოლაში არ სდებს ბრალს, არამედ ანაზღაურებასაც ედავება (მომღერალს დაცვის სამსახურის 221 000 აშშ დოლარი ჰმართებს, თურმე). ოღონდ დაზარალებულს (ანუ შეცდენილს) ჯერჯერობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს (მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობსო).
ჩვენ არ ვიცით, ცილს სწამებს თუ მართლაც ავიწროებდა ჯანიან მცველს ეს ჩვენი პოპდივა, თუმცა აშკარაა, რომ სექსუალური შევიწროების კანონს მამაკაცები მეტად სარგებლიანადაც გამოიყენებენ (თუ მიშტერება დაისჯება, ვითომ მისაშტერებლად გამოწყობას რატომ ასცდება კანონის მსახვრალი ხელი?!).
ასეა თუ ისე, ისევ ჩვენს ბედკრულ სამშობლოსა და ჩვენებურ უფლებადამცველებს რომ დავუბრუნდეთ, პეტიცია (გამოშტერებულთა მიშტერებაზე) კუდიანებზე ნადირობას წააგავს (აი – შუა საუკენეებში ლამაზ ქალებს წმიდა ინკვიზიცია რომ კოცონზე წვავდა, მამაკაცებს აჯადოებენო), იმ განსხვავებით, რომ აწ უკვე (ყოველ შემთხვევაში, ჩვენში) მამაკაცებს მოუწევთ კოცონზე შებრაწვა (ქალთა უფლებადამცველების ხელით). –
скачать dle 11.3