კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 დავით ჭიჭინაძის წარმატების გზა ქართულ პოლიტიკაში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს და ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს – დავით ჭიჭინაძეს, ქართულ პოლიტიკაში  მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კარგად იცის საკუთარი რაიონის პრობლემები და აქტიურად მუშაობს მათ მოსაგვარებლად. საპარლამენტო საქმიანობის მიღმა, არის ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელთა პრობლემების გადაჭრა მისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ძირითადად, რა მოთხოვნები აქვს მისი რაიონის მოსახლეობას, რა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს და რას ფიქრობს ქალაქის ახალი მერის შესახებ, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, თავად დავით ჭიჭინაძე გვესაუბრა.
დავით ჭიჭინაძე:
  პირველად დეპუტატი 18 წლის წინ გავხდი, საერთო ჯამში, 20 წელზე მეტია, პოლიტიკაში ვარ, რეალურად, იმ პერიოდიდან, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს. მეტ-ნაკლებად  ყველა მთავრობას ჰქონდა მმართველობის წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები მსხვერპლად შეეწირა ჩვენს დამოუკიდებლობას. მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.
– როგორია თქვენი მუშაობა პარლამენტში და პარლამენტს გარეთ?
– მაჟორიტარი დეპუტატის მუშაობა პარლამენტს გარეთ ბევრად უფრო დიდ დროს მოითხოვს. მე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ჩვენი რაიონის მოსახლეობასთან, მათი პრობლემებისა და მოთხოვნების მოსმენა და გათვალისწინება, ჩემი მთავარი მოვალეობა და მიზანია. მოსახლეობა ჩვენ აღგვიქვამს როგორც შუამავალ რგოლს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მათ შორის და მეტი ყურადღება სჭირდებათ მათ ჩვენგან. მეორე მხრივ, არის საპარლამენტო საქმიანობა, რაც, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავთ თქვენი რაიონის მოსახლეობა?
– მოგეხსენებათ, ჩვენი რაიონი ძველი თბილისია და საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს. მაგალითად, როგორიცაა: ამორტიზებული საბინაო ფონდი, საკმაოდ ცუდი მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც პრაქტიკულად, ყოველდღე ზიანდება. ეს კი შემდეგ იწვევს შენობების დაზიანებას... ბევრად მარტივი მოსაგვარებელია ის პრობლემები,  რაც უშუალოდ ჩვენი მხრიდან წყდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არის მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ეხება მაგალითად, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, გაზმომარაგებას. ესენი კერძო კომპანიებია  და იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩარევა ნაკლებად ხდება. კერძო კომპანიებისა და მოსახლეობის ინტერესები ხშირად ვერ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში და ამ შემთხვევაშია, ძირითადად, პრობლემები.  ჩვენ მაქსიმალურად ვუდგავართ მოსახლეობას მხარში. ამ რაიონში დავიბადე და გავიზარდე. ჩემსა და მოსახლეობას შორის ბევრად უფრო ახლო და მეგობრული ურთიერთობაა, ვოდრე უბრალო, დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის.
– თქვენი რაიონის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა იყო გზები, ახლა როგორი ვითარებაა ამ მხრივ?
– ამ მხრივ განვახორციელეთ რიგი სამუშაოები და ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, ის კატასტროფული ვითარება, რაც გზებთან მიმართებით იყო, მაქსიმალურად გამოვასწოროთ. თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები გზებთან დაკავშირებით, მაგალითად, მეტრომშენის დასახლებაში. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი მერიისა და გამგეობის წინაშე დაყენებული მთავარი საკითხი ჩვენი რაიონის მხრიდან.
რას იტყვით, ქალაქის ახალ მერზე. როგორი მოლოდინები გაქვთ მასთან დაკავშირებით?
ბატონი კახი გახლავთ ძალიან მონდომებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანი. ამიტომ, ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს და დარწმუნებული ვარ, ის გაამართლებს თავისი ამომრჩევლის იმედებს. ისეთივე ღირსეული მერი იქნება, როგორიც იყო ყველა იმ საქმეში, რასაც ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა. სადაც არ უნდა იყოს, ყველა საქმეში დებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. არის საოცრად მოწესრიგებული, მიზანსწრაფული და ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. მჯერა, ეს ადამიანი თავისი მერობის პერიოდს კიდევ ერთ ნათელ წერტილად აქცევს თავის ცხოვრებასა და კარიერაში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ძალიან კარგი რეპუტაცია კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და ის აუცილებლად დადებს ერთ დიდ ლოდს თავის წარმატებულ კარიერაში.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლო გეგმა ბევრია, რადგან ჩვენს უბანში, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს განსახორციელებელი. ვაპირებთ, ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს საბაგირო გზით ტურისტული მარშუტის დაგრძელებას სამების ეკლესიიდან მახათას მთისკენ. იცით, რომ მახათას მთაზე კეთდება პანთეონიც და ამ გზით, ხელს შევუწყობთ, ახალი, ტურისტულად ძალიან მიმზიდველი უბნის ჩამოყალიბებას, რაც მოსახლეობას დაეხმარება, თვითდასაქმებაში. სადაც ტურისტები აქტიურად მოძრაობენ, იქ ჩნდება სასტუმროების, მაღაზიების, კაფე-რესტორნების არსებობის აუცილებლობაც. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩემი რაიონის მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას.
P.S. ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და, შედეგი ყველას გვეჩქარება, მაგრამ გვმართებს მოთმინება. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა და სირთულე გვაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყელაფერს წარმატებით გავართმევთ თავს და უახლოეს მომავალში, აუცილებლად ვიქნებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში.
скачать dle 11.3