კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა შემთხვევაში მიგვანიშნებს ბიჭის ფეხები, აინტერესებს თუ არა მას გოგონა და რა ჟესტებს იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 გიორგი გიორგაშვილი რამდენიმე პროფესიას ფლობს და იმავდროულად რამდენიმე წიგნის ავტორია. როგორც თავად ამბობს, მისი ერთ-ერთი წიგნი – „სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება“, წლის ბესტსელერიც გახდა. თუმცა ის ინტერნეტში განსაკუთრებით თავისი ვიდეობით გახდა ცნობილი, სადაც გიორგი ადამიანებს, სხეულის ენის, ჟესტების, მიმიკების ახსნით, გარკვეულ რჩევებს აძლევს.
 გიორგი გიორგაშვილი:
ადრეული ასაკიდანვე დამაინტერესა ადამიანის ფენომენმა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და სკოლაში დავდიოდი, როდესაც ადამიანებს ვაკვირდებოდი. ყველა სხეულის განსხვავებულ ენას, ჟესტებს იყენებს. შემდეგ იურიდიულზე ჩავაბარე და ამერიკაში განვაგრძე სწავლა. ბერკლის უნივერისიტეტის ბიზნესსკოლაში ვსწავლობდი ბიზნესკომუნიკაციას, მარკეტინგს, პოლიტიკას. ასევე, სტენფორდში ვიყავი  მსმენელი რელიგიის, ფილოსოფიის. ნელ-ნელა ამ სფეროს უფრო მეტად ჩავუღრმავდი და როცა  ორი წლის წინ, საქართველოში ჩამოვედი, მაშინ დავინტერესდი, რამდენად იყო ჩვენს ქვეყანაში სხეულის ენა განვითარებული. მთელ მსოფლიოში, ყველა წარმატებული ადამიანი, ამერიკის, სხვა ქვეყნის პრეზიდენტები, იყენებენ სხეულის ენას. საქართველოში ვერანაირი სახელმძღვანელო ვერ მოვიძიე და გადავწყვიტე, თავად დამეწერა წიგნი „სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება“. ერთ წელიწადში ბესტსელერი გახდა. პარალელურად, ყველგან მიწვევდნენ: სკოლებში, უნივერსიტეტებში, ორგანიზაციები, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. სხეულის ენა პირდაპირაა დაკავშირებული აზროვნებასთან. თუ ჩაკეტილ სხეულის ენას გამოვიყენებთ, ვერ ვიაზროვნებთ და ჩვენი გონებაც იკეტება.
– რას გულისხმობ?
– ჩაკეტილი სხეულის ენაა, როცა ხელები, ფეხები ჩაკეტილია, ანუ ფეხები, ხელები გადაჯვარედინებულია, სხეული მოხრილია. თუმცა, შეფასების დროს მხოლოდ ერთ ჟესტს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, უფრო კომპლექსურად უნდა შეაფასოთ. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში, ჩაკეტილი სხეულის ენას იყენებენ და ამბობენ, რომ ასე კომფორტულად გრძნობენ თავს. იმიტომ გრძნობს კომფორტულად თავს, რომ დღის განმავლობაში დაიღალა და არაფრის კეთება აღარ უნდა. როცა სახლში მარტო ვარ, არც მაშინ ვაძლევ თავს უფლებას, ასე ვიჯდე, რადგან ასეთ დროს გონებაც იკეტება, იდეები აღარ მოგდის. ლექციების დროს გამომყავს ადამიანები, ვეუბნები: გადააჯვარედინეთ  ხელები, ფეხები და მომიყევით თქვენ შესახებ. რამდენიმე წამის განმავლობაში ფიქრობენ და ვერაფერს ამბობენ, ან თუ ამბობენ, ძალიან შებოჭილად. გახსნილი და თავისუფალი სხეულით უფრო ადვილად იწყებდენ საუბარს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ კიდევ 5 მილიონი წლის წინ, ადამიანები ვერბალურ კომუნიკაციამდე, ერთმანეთთან ჟესტებით ამყარებდნენ კომუნიკაციას და ეს ჩვენში გენეტიკურადაა ჩადებული. კომუნიკაციის დროს, 55 პროცენტი არავერბალურია: ჟესტები, მიმიკები; 45 პროცენტი ვერბალური და აქედან, 38-ია ხმის ტემბრი, 7 პროცენტი კი – სიტყვები. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 93 პროცენტი ეს არის სხეულის ენა, არავერბალური კომუნიკაცია. სიტყვებზე მეტად სხეული მუშაობს ხოლმე. სამყარო 99 პროცენტი ენერგიისგან შედგება, 1 პროცენტი მატერიისგან. ჩვენი სხეულიც ენერგიაა და როდესაც სხეულში ენერგია სწორად მიიმართება – ხერხემლიდან ტვინისკენ, ადამიანი სწორად ფიქრობს, აზროვნებს.
– საუბრის დროს ხშირად ვიყენებთ მოხრილ ხელს, რომელიც ნიკაპთან მიგვაქვს.
– ეს ნიშნავს ფიქრს, როცა ადამიანი ფიქრობს, მსჯელობს. ყველა მოაზროვნე ადამიანი იყენებს ამ ჟესტს და სტუდენტებს ხშირად ვაჩვენებ ხოლმე, მაკიაველისა და სტივ ჯობსის ფოტოებს, სადაც ისინი სწორედ ამ ჟესტს იყენებენ. სამყარო ხუთი ელემენტისგან შედგება და თითოეული თითი ამ ელემენტს შეესაბამება. როცა თითი ნიკაპს ეხება, ეს ელემენტები გონებას უფრო ააქტიურებს, გვეხმარება. მარჯვენა და მარცხენა ხელის ერთმანეთთან, თითებით დაკავშირებისას კი, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო ერთიანდება – ადამიანი უკეთ ახდენს ენერგიის კონცენტრაციას და ეს არის ლიდერის ჟესტი. მაგალითად, პრეზიდენტები ხშირად იყენებენ გახსნილი სხეულის ენას, იკავებენ დიდ სივრცეს და ასევე, იყენებენ ლიდერის ჟესტს. უმეტეს შემთხვევაში, დოინჯით დგანან და ეს დომინანტობის ნიშანია. რამდენიმე წუთით რომ დადგეთ ასე, წელში გამართული და ამ დროს, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, ან გასაუბრება გინდათ, რომ გაიაროთ, შეატყობთ: ტვინის მუშაობა აქტიურდება და ისეთ რამეს ამბობთ, თავადაც გიკვირთ. ასეთ დროს ტესტოსტერონი გამოიყოფა, რაც ადამიანს აძლიერებს, ნერვიულობას აქრობს და უკეთესად მუშაობს გონება. ასევე, ხელების უკან დადებაც ძალაუფლების ნიშანია. კიდევ ხელის ჩამორთმევით აფასებენ პოლიტიკოსებს ევროპასა და ამერიკაში. როცა ტრმპი ხელს ართმევს, მას ხელის გული ამობრუნებული აქვს და ხელის ჩამორთმევისას თავისკენ ექაჩება. ამით თავის ძალას აჩვენებს სხვას. ასევე, შეხვედრაზე მიდიან წელში გამართულნი, თვალებში უყურებენ ერთმანეთს.
– ამით ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ?
– რა თქმა უნდა. შეიძლება, ადამიანს არ იცნობდე, რამდენიმე მეტრში დაინახო და მასზე შენი სხეულის ენით ზეგავლენა მოახდინო. ასეთ ექსპერიმენტებს ატარებენ ხოლმე მეცნიერები. მეც, როდესაც თავიდან ვიწყებდი ამ საკითხზე მუშაობას, ვატარებდი ექსპერიმენტებს. მაგალითად, ავტობუსით მოძრაობისას ვცდილობდი, სხვისი ყურადღების მიქცევას. ეს შეგიძლია, სუნთქვითაც გააკეთო. ჩავისუნთქავ-ამოვისუნთქავ და შენც სუნთქვაზე გაამახვილებ ყურადღებას, იწყებ სუნთქვაზე დაკვირვებას. მოვხარე ხელი და ორი წამის შემდეგ, შენც იგივეს გააკეთებ. მე მერე ვიმეორებ, ვიმეორებ და უკვე შემიძლია, ჰიპნოზურ მდგომარეობაში შეგიყვანო, რადგან შენს ენერგეტიკაში შემოვდივარ სივრცულად. მე ვაკეთებ და შენ იმეორებ. უბრალოდ, ეს ცოდნა არ უნდა გამოიყენო უარყოფითად. საჩვენებელი თითის ქნევა ნიშნავს მუქარას. როდესაც ადამიანს მიმართავ, შეგიძლია, ოთხივე თითი გაშალო და ისე მიმართო. ეს უკვე ნიშნავს გახსნილობას, გარკვეულ მუქარასაც შეიცავს, მაგრამ უფრო მეტად, დადებით ემოციად აღიქვამენ.
– ქართველ პოლიტიკოსებს ან ბიზნესმენებს თუ მოუმართავთ თქვენთვის – გისწავლებინათ სხეულის ენა?
– ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვუტარებდი ლექციებს, კონსულტაციებს. ახლახან დავბრუნდი მექსიკიდან, სადაც მექსიკის განათლების სამინისტროს მიწვევით ვიმყოფებოდი 4 თვის განმავლობაში. სკოლებში, უნივერსიტეტებში ვკითხულობდი ლექციებს, როგორც სხეულის ენის, ასევე ფენ-შუის შესახებ. დიდი დაინტერესება იყო, კონსულტაციებს ვუწევდი პოლიტიკოსებს და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ვკითხულობდი ლექციებს, ასევე, პილოტებისთვის, სტიუარდესებისთვის. საქართველოში ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საკითხს, ახლა უფრო მეტი ინტერესია.
– სხეულის ენის დახმარებით, როგორ უნდა მიხვდეს ბიჭი, რომ გოგონას მოსწონს, ან – პირიქით?
– ასეთ დროს თვალებში უნდა უყურო გოგონას, თუ ქვემოთ დაიხედავს, ესე იგი, მოსწონხარ. მაგრამ, თუ გვერდით, ან ზემოთ გაიხედა, ესე იგი, არ აინტერესებ და მისი მოხიბვლა ძნელია. თუმცა, პიროვნებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, შეიძლება, მორცხვია და თვალებში ვერ გიყურებს. ამიტომ ერთი ჟესტით ვერ განსაზღვრავ, კომპლექსურად უნდა შეისწავლო. მემარცხენეებში და მემარჯვენეებშიც სხვადასხვანაირადაც არის. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ, როცა ადამიანი საუბრის დროს მარჯვნივ იხედება, ის სიმართლეს ამბობს, მაგრამ თუ მარცხნივ გაიხედა, ესე იგი, ტყუის. ცაციებისთვის პირიქით არის, როცა მარცხნივ იხედება, სიმართლეს ამბობს, ხოლო მარჯვნივ – იტყუება. ეს რომ გაიგო, ჯერ მარტივი კითხვები უნდა დაუსვა, რომ სიმართლე გითხრას და მიხვდე, საით გაიხედავს. რაღაცას რომ აწვდი, რომელი ხელით გამოგართმევს, რომ გაიგო ცაციაა თუ არა. ზოგადად, ადამიანს მანამდე უნდა უყურო თვალებში, სანამ მისი თვალის ფერს არ შეამჩნევ. შემდეგ დადებით შთაბეჭდილებას ტოვებ, დადებითად აღიქმები და ამას ხშირად იყენებენ ამერიკელები. როცა გოგონას ან ბიჭს მოსწოხარ – თვალებში უყურებ, ამ დროს ყველაზე შესამჩნევია თვალის გუგების გაფართოება. თვალის გუგები ფართოვდება შიშზე, სიბნელეზეც. თუ სიბნელეში სხედხართ და გოგონას თვალის გუგები გაუფართოვდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას მოსწოხარ, უბრალოდ, ეშინია.
– კიდევ რომელი ჟესტითაა შესაძლებელი გაიგო, ადამიანს მოსწონხარ თუ არა?
– მაგალითად, გოგონა აქნევს თმას აქეთ-იქით, ესეც ნიშნავს, რომ მოსწონხარ. მე მინახავს გოგონა, რომელსაც ბიჭი მოსწონს, თმა არ აქვს გრძელი, მაგრამ მაინც აქნევს თავს. გოგონა, რომელსაც შეყვარებული არ ჰყავს, უმეტეს შემთხვევაში, თმას იწევს ზემოთ. ცნობილია, რომ ადამიანი კისრიდან აგზავნის ფერმონებს. ამიტომ, გოგონაც გაუცნობიერებლად, რომ მამაკაცი მიიზიდოს, თმას იწევს ზემოთ. ასევე, გაუცნობიერებლად აჩვენებენ გოგონები ბიჭებს მაჯებს. პოლიტიკოსები ხელის ჩამორთმევისას მაჯებს მალავენ, რადგან ეს სისუსტესთან ასოცირდება. როცა გოგო გესაუბრება, მაჯებს წევს, გიჩვენებს, ნიშნავს, რომ მოსწონხარ, ან თავისუფალია. ასევე, თუ ესაუბრები და მუხლები, იდაყვები შენკენაა მომართული, მაშინაც მოსწონხარ. როდესაც ბიჭს გოგონა მოსწონს, თმას, ქამარს ისწორებს, წელში სწორდება, ცდილობს, შეგეხოს. ადამიანის წაკითხვა მარტივია ფეხებით. თუ გვერდით მიზის გოგონა და მისკენ გადავიდებ ფეხს, ესე იგი, მომწონს და მასაც, თუ ჩემკენ აქვს გადმოჯვარედინებული ფეხები, მასაც მოვწონვარ. თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში არ შეიძლება, მოწონებას ნიშნავდეს. მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს უგებენ, საერთო ინტერესები აქვთ და სხედან, ერთმანეთის მხარეს აქვთ ფეხები გადადებული. ასევე, საუბრისას მოძრაობებს იმეორებენ, რადგან ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს, აინტერესებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხდება გაუცნობიერებლად. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ, ისე ვჯდები, რომ იმ ადამიანის ფეხები დავინახო. თუ დააკვირდებით, პოლიტიკოსები ჟურნალისტებს რომ ესაუბრებიან, ფეხები გაშლილად და მყარად უდგათ. თუმცა, ზოგჯერ ახლოსაც უდგათ – ტერფები გადაჯვარედინებული და წვერებზე აწეული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის მყარი და რასაც ამბობს, იმაში არ არის დარწმუნებული. მაგალითად, გეუბნებიან, რომ ის თავის ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებს. ამ დროს კი, ასე უდგას ფეხი და ხვდები, რომ ჯობია, გაერიდო ან დაცვის მექანიზი გამოიყენო. ადამიანს შეუძლია, სხეულის ზედა ნაწილი აკონტროლოს, მაგრამ ძნელია, ორივე ერთად აკონტროლო. ამიტომ, ფეხები არ ტყუის, გარბის და შეიძლება, ვერ აკონტროლო. ამას კარგად იყენებენ სპეცსამსახურები, სხეულის ენის სპეციალისტები. მაგალითად, ადამიანს ეჩქარება, მაგრამ ამას არ გეუბნება. ეს როგორ უნდა ამოიცნო? თუ მისი ფეხები კარისკენაა მიმართული, ეს ნიშნავს, რომ ეჩქარება. ან იმყოფები რაღაც შემხვედრაზე, კონფერენციაზე, ადამიანები საუბრობენ და გინდა, შენც ჩაერთო. როცა მიხვალ და ისინი ტორსით შემოტრიალდებიან შენკენ, ეს ნიშნავს, არ უნდათ მათ საუბარში ჩაერთო. მაგრამ თუ ფეხის წვერსაც შემოაბრუნებენ, ის ქვეცნობიერად გეუბნება, რომ გახსნილია და შეგიძლია, საუბარში ჩაერთო.
– სოციალურ ქსელში შენმა ვიდეოებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი აზიარებდა, ხუმრობდნენ, იცინოდნენ.
როდესაც სერიოზულ თემებზე დავიწყე საუბარი, ძალიან ცოტა ხალხი ნახულობდა, დაბალი იყო ინტერესი. რომ ჩავწერე ვიდეო: მოწონების ნიშნები, როგორ გავიგოთ, გოგოს მოსწონხარ თუ არა – ძალიან ბევრი მოწონება ჰქონდა. ანუ, თუ რაღაც ინტრიგა არ დევს, არ ინტერესდებიან. ფილოსოფია მიყვარს, რელიგიებია, ამ თემებზეც ჩავწერე ვიდეოები და ასი, ორასი ნახვა ჰქონდა. ახლა ამ თემებზე რომ ვსაუბრობ, იმდენი გაზიარება და მოწონება აქვს, ინტერნეტი ჭედავს ხოლმე. წერენ: რას ამბობს, ეს სულელი, ამას ხომ გოგონებიც ნახავენო. იმდენად სულელი ვარ, რომ ამას ვერ მივხვდე?! მე ერთი კომენტარიც არ დამიწერია და არავისთვის მითქვამს: რატომ წერ-მეთქი. დაწერონ, რაც უნდათ. მე არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვიან, არც პოპულარობის მომენტი მაქვს. თუ  გინდა, რომ ისწავლო, უფრო მეტი უნდა გასცე.

скачать dle 11.3