კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ იპარავდნენ საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონები რადიომიმღებებს ოლიმპიური სოფლიდან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

 1972 წელს, მიუნხენში რომ საბჭოთა კალათბურთელებმა ოლიმპიადა მოიგეს, ჩემპიონებს შორის ორი ქართველი – ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია იყვნენ.
ხუმრობა ხომ არ იყო, დაუმარცხებელ ამერიკელებს ბოლო სამ წამში გამოსტაცეს ოქრო და საბჭოთა სპორტსმენები ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ. პატარა ბავშვებივით დახტოდნენ სიხარულისგან და მხიარულობდნენ. არანაკლებად ხალისობდნენ ქორქია და საკანდელიძეც და ჩემპიონ კოლეგებს სხვადასხვა „შტუკებს“ უწყობდნენ.
ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ, ყოველ ნომერში „გრუნდიკის“ ფირმის ძვირფასი, კომპაქტური რადიომიმღები იდგა. ზურაბმა და მიხომ ზუსტად ასეთი რადიომიმღებები მაღაზიაში იყიდეს და სამშობლოში რომ ბრუნდებოდნენ, ავტობუსში გახსნილი აიტანეს, რომ გზაში მოესმინათ.
– ეს „გრუნდიკები“ საიდან? – ჰკითხა თურმე ქართველ კოლეგებს ოლიმპიადის გმირმა ივან ედეშკომ.
– რა საიდან, – გაიკვირვა საკანდელიძემ, – ჩვენი ნომრებიდან. არ იცით, რომ მასპინძლებმა გვაჩუქეს და შეგეძლოთ, წამოგეღოთო.
ზურაბს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საბჭოთა გიგანტი სპორტსმენები თავ-თავიანთ ნომრებში დაბრუნდნენ „ნაჩუქარი“ რადიომიმღებების წამოსაღებად. მაგრამ, აბა, ვინ გამოატანდა მათ ამ ძვირფას „გრუნდიკებს.“ ისეთი ამბავი ატყდა, სანამ პოლიცია არ ჩაერია საქმეში, საბჭოთა გიგანტები ვერ დააშოშმინეს.
ავტობუსში დაბრუნებულ, შერცხვენილ ჩემპიონებს ხმა არ ამოუღიათ. ქორქიასა და საკანდელიძეს გვერდით ჩაუარეს და თავ-თავიანთ ადგილებზე უხმოდ დაბრუნდნენ – ქართველებს გაებუტნენ. ავტობუსი რომ დაიძრა, მიხომ წინასწარ მომზადებული, ძვირფასი სამლიტრიანი შამპანურის ბოთლი გააძრო, აანჯღრია და გაბუტულ ჩემპიონებს გაწუწვა დაუწყო. „შხაპმა” „უგრუნდიკოებს“ ამაღლებული საჩემპიონო განწყობა დაუბრუნა და ისინი ქართველებს შეურიგდნენ.
скачать dle 11.3