კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 გიორგი გურგულიას ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ახალგათხოვილ გოგოს ურეკავს დედა:
– აბა, როგორ ხარ, შვილო?
– კარგად.
– დაალაგე სახლი?
– კი, დედი. ისე მივაწკრიალე, ფაროსანამ შემოსვლისას ფეხზე გაიხადა.
***
გურული ექიმი გამოიძახეს ბინაზე. მივიდა, გასინჯა პაციენტი და თავი გადააქნია.
– ჰა, ექიმო, რა წამალი უშველის, რა გავაკეთოთ, გვითხარით, გვირჩიეთ?!
– წამალი არ არის საჭირო, დიდი  „ლამფუჩკა“ მეიტანეთ.
– ეგ უშველის?
– ამას არ უშველის, მარა ზალას კი გაანათებს.
***
ეჭვიანი ქმარი ცოლს მივარდა და ლანძღავს:
– მღალატობ ხომ? აღიარე ახლავე!
– აბა, დაფიქრდი, რანაირად გღალატობ? დილით ერთად ვიღვიძებთ, მერე სამსახურში შენ მიგყავარ, სამსახურის მერე გამომივლი და უკან, სახლში მოგყავარ. მერე ვამზადებ საჭმელს, ვალაგებ, ვაუთოებ, ბავშვებს ვუვლი და სადღა მაქვს მაგის დრო?
– კი, მაგრამ, მაგ საქმეს სულ 2 წუთი უნდა.
– ოხ, 2 წუთი შენთან უნდა, თორემ...
***
ბიზნესმენის კაბინეტში, აკვარიუმს აკვირდება თანამშრომელი.
– რას მიშტერებიხარ მაგ თევზს?
– ლამაზი კია, მაგრამ რად გინდათ კაბინეტში?
– მოიცა, თუ ძმა ხარ... მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.
***
ტრავმატოლოგთან შედის პროქტოლოგი, რომელსაც მარჯვენა ხელი გაეჭედა პაციენტის უკანალში. შეხედა ტრავმატოლოგმა და აღშფოთებულმა მიაძახა:
– ახლავე დატოვეთ კაბინეტი! აქ ტრავმატოლოგიურია, თოჯინების თეატრი კი არა!
***
ყრუ-მუნჯი ყვება:
– გუშინ, ძმაკაცის ქორწილში ვიყავი და იმდენი ვიმღერე, იმდენი ვიმღერე, რომ ხელები მტკივა.
***
ტიპი შევიდა რესტორანში და მოითხოვა: მწვადი, ქაბაბი, ხინკალი, ხაჭაპური, ლუდი და არაყი. რომ მიირთვა, დაუძახა  მიმტან ბიჭს და ანგარიში მოსთხოვა.
– თქვენზე, 1 თეთრია.
– რას ამბობ, კაცო, რა 1 თეთრი, ამდენი რამე მოგატანინე.
– გასაგებია, მაგრამ სულ 1 თეთრია გადასახადი.
– კი მაგრამ, მე მომწონს, რასაც მეუბნებით და მაწყობს, მაგრამ ამ ბარის მფლობელი ვინ არის?
– ახლა ვერ გაგაცნობთ, ჩემს ცოლთან ერთადაა ჩაკეტილი კაბინეტში.
– ჩაკეტილ ოთახში, თქვენს ცოლთან ერთად რას აკეთებს?
– რასაც მე მის ბიზნესთან!скачать dle 11.3