კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ბრძნული აზრები

ნიცშე: კეთილ სულს ეგოიზმი ახასიათებს.
იუნგი: ყველაფერი, რაც სხვა ადამიანში გაღიზიანებს, გეხმარება შენი პიროვნების შეცნობაში.
ჩაპეკი: გინდა, იცხოვრო ბედნიერად? განსაზღვრე, რა არის ზედმეტი და არასდროს იზრუნო მისთვის.
ებნერ-ეშენბახი: გარდასულ დღეთა მოგონება თუ სინანულს იწვევს, მომავალში სწორად იცხოვრებ.
რუსო: ახალგაზრდობა ძალაა სიბრძნის გარეშე, სიბერე კი – სიბრძნეა ძალის გარეშე.
როლანი: სუსტი შეიძლება, გაძლიერდეს, ზარმაცი არასდროს.
ვაცლავ ჰაველი: ხშირად ყველაზე ღრმა ეჭვები ჭეშმარიტებას ბადებს.
შამფორი: სიზარმაცე და დეპრესია ნიშანია იმისა, რომ საკუთარი ცხოვრება არ გაქვთ.
ტვენი: როცა ლაპარაკობ, რასაც ფიქრობ – დაფიქრდი, რას ლაპარაკობ.
შოუ: კარგი ადამიანის გაბრაზებაც სასიამოვნოა.
უაილდი: მე შემეძლო, უკეთესად გამეკეთებინა, მაგრამ მეხმარებოდნენ.
როკფელერი: ყოველთვის ვცდილობდი, ყველანაირი  კატასტროფა შესაძლებლობად მექცია.
ვოლტერი: თქვენი ხედვა ნათელი იქნება მაშინ, როცა საკუთარ სულში ჩახედვას შეძლებთ.
ვოვენარგი: არცერთი წიგნი არ გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ. წიგნები გვასწავლიან, როგორ არ უნდა ვიცხოვროთ.
ლებოკი: ზნეობა მაღალია ან დაბალი იმის მიხედვით, სად ბუდობს ის –  გულში თუ კუჭში.
მარენი: სისულელის მთქმელი, პასუხის გამცემზე ნაკლებ სულელია.
ნაპოლეონი: სხვისი არაფერი გვჭირდება, მაგრამ საკუთარს ჩვენ მაინც წავიღებთ, ვისიც არ უნდა იყოს ის.
ლესინგი: საკუთარი თავის შექმნა შეუძლებელია, ის უნდა იპოვო.
პოლ ვალერი: ღმერთმა შექმნა კაცი და რაკი ვერ დარწმუნდა, რომ ის საკმარისად მარტოა, სამეგობროდ შეუქმნა ქალი, რათა კაცს უკეთ ეგრძნო თავისი მარტოობა.
სენეკა: ოქროს ცეცხლით აკეთილშობილებენ, ქალს – ოქროთი, ხოლო მამაკაცს – ქალით.скачать dle 11.3