№45 რაში იშოვით ფულს
ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, გაზარდოს თავისი შემოსავლები. თუმცა, არ იცის, სად გაუმართლებს და რაში მოსინჯოს ძალები. იქნებ მოღვაწეობის სფერო არასწორად აირჩია? – ამ კითხვაზე პასუხს ეს ტესტი გაგცემთ.
1. შეარჩიეთ გამოთქმა, რომელიც უკეთ ახასიათებს თქვენს დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ:
ა) ბავშვები – ჩვენი ცხოვრების ყვავილებია;
ბ) ბავშვები – ჩვენი მომავალია;
გ) ვგიჟდები სხვის ბავშვებზე.
2. როგორ გრძნობთ თავს, როცა რაიმე ოფიციალური წერილის დაწერა გიწევთ:
ა) ძალიან მიჭირს სიტყვების შერჩევა. დაწერილს რამდენჯერმე ვასწორებ;
ბ) ვეძებ ინტერნეტში მზა ფორმას და შაბლონად ვიყენებ;
გ) ველოდები ბოლო დღეს და მერე იძულებით ვწერ.
3. შემთხვევით გახიეთ ყველაზე საყვარელი პერანგი. როგორ მოიქცევით?
ა) რამენაირად შევნიღბავ იმ ადგილს. აპლიკაციას დავაკერებ, დავქარგავ;
ბ) გადავაგდებ და ახალს ვიყიდი;
გ) გავკერავ და ვინმეს ვაჩუქებ.
4. როცა არც ისე ნაცნობი ადამიანების წრეში თავს უხერხულად გრძნობთ, რით ავსებთ „პაუზას“?
ა) ვცდილობ, საყვარელ კერძებზე დავიწყო ლაპარაკი;
ბ) ჩუმად ხალხს ვათვალიერებ;
გ) რამე მხიარულ ისტორიას მოვყვები.
5. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად რისი გაკეთება გიყვართ?
ა) ოჯახში რაღაცებს ვაკეთებ – ვხელმარჯვეობ;
ბ) ვკითხულობ საინტერესო წიგნებს;
გ) ვუყურებ ახალ ფილმებს.
6. სასკოლო ისტორიების გახსენება თქვენში იწვევს:
ა) უსიამოვნო განცდებს და ვცდილობ, არ გავიხსენო;
ბ) სასიამოვნო მოგონებები მაქვს;
გ) სევდას... წლები ხომ გავიდა.
ნახეთ შედეგები:
თუ პასუხების უმეტესობა არის „ა“ ვარიანტი: ძალიან კარგი შემოქმედებითი პოტენციალი გაქვთ. შეგიძლიათ, შექმნათ საკუთარი სტილი. დაკავდეთ „ჰენდ მეიდით“, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადი და კარგად ანაზღაურებადია. აქციეთ ხელგარჯილობა თქვენს საქმედ და ეს ფულს მოგიტანთ:
პასუხებში ჭარბობს „ბ“: გონებაგახსნილი ხართ და გაქვთ გადმოცემის კარგი უნარი. დაფიქრდით, რაში გამოიყენებთ ამ უპირატესობას. თუ მოსწავლეებს აიყვანთ და რამე კონკრეტულს შეასწავლით, ისინი წარმატებას მიაღწევენ, თქვენც კმაყოფილი იქნებით.
პასუხების უმრავლესობაა „გ“: თქვენგან კარგი ბლოგერი დადგება. წერა გეხერხებათ და სხარტადაც აზროვნებთ. სადაც ეს უნარები კარგად „იყიდება“, იმ სფეროში წარმატება გარანტირებული გაქვთ. ფულსაც იშოვით.