კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა წერია საიდუმლო არქივებში შენახულ ჰიტლერის დღიურებში სტალინზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი არაერთ გამოჩენილ, ცნობილ პიროვნებას შეუფასებია, მათ შორის, ჰიტლერსაც და ძალიან საინტერესოა, თუ რას ფიქრობდა ფაშისტი ფიურერი საბჭოთა ბელადზე. ისტორიის დოქტორი ანდრე კოვალიოვი წერს: „1945 წლის მაისში ბერლინში, რაიხსკანცელარიის ბუნკერში შესულმა საბჭოთა სამხედრო დაზვერვის, „სმერშის“ (სიკვდილი ჯაშუშებს) სპეცჯგუფმა, ნახევრად დამწვარ საიდუმლო საბუთებში, ჰიტლერის დღიურების მნიშვნელოვან ნაწილს მიაგნო. ეს აღმოჩენა მაშინვე თავის უფროსს, გენერალ ვიქტორ აბაკუმოვს მიუტანეს, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა გერმანულ ენას  და ფიურერის ნაწერებს გაეცნო. მოგვიანებით, უკვე ლეფორტოვოს ციხეში გამომწყვდეული აბაკუმოვი, რომელიც დახვრეტას ელოდა, თავის დღიურებში წერდა: „ადოლფ ჰიტლერის დღიურები სპეციალური ქაღალდისგან დამზადებულ ბლოკნოტში ეწერა. მას კარგად დამუშავებული ტყავი ჰქონდა გადაკრული. ზედ ფაშისტური, წრეში ჩასმული სვასტიკა ეხატა და ჰიტლერის ხელმოწერა იყო ამოშტამპული. სულ 68 ცალი ბლოკნოტი იყო. თითეული 100 გვერდისგან შედგებოდა და გერმანული პედანტურობით გახლდათ დანომრილ-დათარიღებული. საკმაოდ ლამაზი და გამართული იყო ჰიტლერის კალიგრაფიაც. ყველაზე საგულისხმო და საინტერესო ის იყო, რომ ფიურერი თავის ნაწერებში ამხანაგ სტალინის შეფასებებს აკეთებდა. ეს შეფასებები თითქმის ასი პროცენტით დადებითი იყო და გამიკვირდა. ეჭვიც კი შემეპარა მის ნამდვილობაში და ლაბორატორიაში გრაფოლოგიური ექსპერტიზა ჩავატარებინე. ჩემდა გასაოცრად, დადებითი პასუხი მივიღე. დადასტურდა, რომ დღიურები ნამდვილად ადოლფ ჰიტლერის ხელით იყო დაწერილი და მხოლოდ ამის მერე, პირადად გადავეცი ამხანაგ სტალინს“.
აბაკუმოვმა სტალინს ჰიტლერის დღიურები 1945 წლის 23 ივნისს, გამარჯვების პარადის წინა დღეს გადასცა კრემლში, ბელადის კაბინეტში.
სტალინის მდივანი პოსკრებიშევი იხსენებდა: „აბაკუმოვმა 22 ივნისს დამირეკა და მითხრა:
– ალექსანდრ ნიკოლაევიჩ, სასწრაფოდ ამხანაგ სტალინთან მინდა შეხვედრა:
– ასეთი რა სასწრაფოობაა – ვკითხე „სმერშის“ უფროსს.
– რაღაც უნდა გადავცე პირადად.
მე უკვე აღარ მიკითხავს, თუ რა უნდა გადაეცა აბაკუმოვს სტალინისთვის პირადად. სტალინთან მეცნიერები იყვნენ შეკრებილები. შეხვედრა რომ მორჩა, ბელადს აბაკუმოვის თხოვნა გადავეცი. მან მითხრა:
– დილით მოვიდეს „შპიონების რისხვა“. ცხრა საათზე ველოდები აქ და ვნახოთ, რა უნდა გადმომცესო.
სტალინის სიტყვები აბაკუმოვს ტელეფონით გადავეცი და მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე „სმერშის“ უფროსი, მოზრდილი პაკეტით შემოვიდა ჩემს მისაღებში. მე მას სტალინთან შევუძეხი და უკან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ სტალინმა მითხრა:
– დარჩი, ვნახოთ ერთი, რა ძღვენი მომიტანა „შპიონების რისხვამ“.
ისე მომეჩვენა, რომ სტალინმა უკვე წინასწარ იცოდა, რა მოიტანა აბაკუმოვმა. შემდგომში კი დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი.  ბერიას თავისი წყაროებით გაუგია ჰიტლერის დღიურებზე და პირველს მოუხსენებია სტალინისთვის ამის შესახებ.
– აბა, ვიქტორ სემიონოვიჩ, რით გაგვახარებთ, – ღიმილით უთხრა სტალინმა აბაკუმოვს.
– ამხანაგო სტალინ! აქ ჰიტლერის დღიურების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განადგურებას გადაურჩა და ჩემმა ბიჭებმა რაიხსკანცელარიის ბუნკერში იპოვეს, – უთხრა აბაკუმოვმა სტალინს და ხვეულზე მიუთითა.
– გახსენი, – თქვა სტალინმა.
აბაკუმოვმა ხვეული გახსნა და ბელადს გამოეჯგიმა.
სტალინმა ერთი ბლოკნოტი აიღო, შეათვალიერა და თქვა:
– ძვირფასი ნაკეთობაა. იციან გერმანელებმა ხარისხიანი ნივთების კეთება, – შემდეგ დღიური შუაზე გადაშალა და დაამატა, – ხომ ნამდვილად ჰიტლერის ნაწერებია?
– დიახ, ამხანაგო სტალინ! გრაფოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადასტურებულია, რომ ამ ბლოკნოტებში ჰიტლერი წერდა, – მოახსენა აბაკუმოვმა ბელადს.
– ლამაზი კალიგრაფია  ჰქონია იმ კაცთმოძულეს. ამის შემხედვარე ვერ იტყვი, რომ მილიონობით ადამიანი ჰყავს დახოცილი, – თქვა სტალინმა, შემდეგ კი  აბაკუმოვს ჰკითხა:
– გაეცანით ამ ნაწერებს?
– დიახ! – თქვა აბაკუმოვმა.
– მაინც, რას წერს ფიურერი?
– თქვენ გაქებთ.
– მაქებს? – გაიმეორა სტალინმა.
– დიახ, გაქებთ. ასე წერს: – სტალინთან შეტაკება ჩემი უდიდესი შეცდომა იყოო.
– გასაგებია, საინტერესოა. ამას მე თვითონ გავეცნობი. თქვენ კი გმადლობთ, – თქვა სტალინმა. აბაკუმოვს ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოისტუმრა“.
ჰიტლერის დღიურები დღესდღეობით რუსეთის ფედერაციის საიდუმლო არქივშია შენახული და მას გრიფი „საიდუმლო“ ადევს. მისი სრული შინაარსი, სავარაუდოდ, ორი-სამი ადამიანისთვისაა დღეს ცნობილი. გასული საუკუნის ორმოციან წლებში კი, მისი შინაარსი სტალინისა და აბაკუმოვის გარდა, იცოდნენ ბერიამ და მოლოტოვმა. ამ უკანასკნელს ბელადმა პირადად დაავალა ჰიტლერის დღიურების გაცნობა, რომ შემდგომ მისი აზრი მოესმინა. „პერესტროიკის“ დროს, უკვე ღრმად მოხუცებული მოლოტოვი ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტს უყვებოდა: „სტალინმა პირადად წამაკითხა ჰიტლერის დღიურები. როდესაც უკან დავუბრუნე, მკითხა:
– რა აზრის ხარ მასზე?
– აქედან ჩანს, რომ ჰიტლერი არც თუ ისე უგუნური ყოფილა, როგორსაც მას ახლა წარმოაჩენენ, – ღიმილით ვთქვი მე.
– ის სულაც არ იყო უგუნური. უბრალოდ, თავის ამბიციებს ვერ სძლია. დაგვეტაკა და განადგურდა, – მითხრა სტალინმა.
– ჰიტლერი ამას ხომ თავადაც აღიარებს. თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე – 29 აპრილს წერს, – სტალინთან დაპირისპირება ჩემი უდიდესი შეცდომა იყოო.
– გვიან მიხვდა ამას, – ჩაეცინა სტალინს.
– შენ კი ძალიან გაქებს. მეტიც, ვიტყვი, რომ აღფრთოვანებულია შენით და დიდ საბჭოთა ბელადს გიწოდებს.
ჩემს სიტყევბზე სტალინს გაეცინა. ჩაფიქრდა და მითხრა:
– ჰიტლერი, სისხლიანი ჯორდანო ბრუნო იყო. თავისაზე ჯიუტად იდგა. ასე ეგონა, რომ მართალი იყო. დაგვეჯახა და განადგურდა, არა და იცოდა, რომ დაიწვებოდა. მანამდე კი მილიონების სისხლი დაღვარა და ჩვენც დაგვაღვრევინა.
– ბრუნო ხომ მართალი იყო. ჰიტლერი კი – მტყუანი და რატომ იყო ჰიტლერი ბრუნო? – შევეკამათე სტალინს.
– ორივე ჯიუტი იყო და ორივე იდეას შეეწირა. ბრუნო თუ მართალი იყო, ჰიტლერს ეგონა, რომ მართალი იყო. ეს კი ერთი და იგივეა, – მითხრა სტალინმა“.
როდის განსაიდუმლოვდება ჰიტლერის დღიურები, ალბათ, ღმერთმა უწყის და მათში, სავარაუდოდ მრავალი საინტერესო ინფორმაცია იქნება, რომელიც მრავალ ისტორიულ ფაქტს მოჰფენს ნათელს. ფართო საზოგადოებრიობა კი, სრულად გაეცნობა სტალინის ჰიტლერულ შეფასებას.”
скачать dle 11.3