კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა არ ეპატიებათ სასულიერო პირებს და რით ჰგვანან თანამედროვე მოძღვრები პირველი საუკუნის ფარისევლებს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

დღეს არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ქრისტიანებს აპოკალიფსის წინა პერიოდში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული თითქმის აღარ აქვთ, ეს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში იგრძნობა. მათ არა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული დაკარგეს, დაკარგეს ქრისტეც. ამის მიზეზად კი ხშირად ქვეყანაში, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს იშველიებენ. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ქმნილებათა შორის ანგელოზი და ადამიანია გონიერი. ეკლესიური სწავლებით, ადამიანში სული მისი გონებაა. თუ ადამიანი გონიერი არსებაა, მას უნდა ჰქონდეს გონიერი სული. ის უნდა მართავდეს ნებას გონიერებით და შემდეგ მართული ნებით, მართავდეს თავის ვნებებს. თუ ადამიანი არ სასოებს ღმერთს, არ სწამს ღმერთის, არ გააჩნია სიყვარული, ის უგუნური არსებაა. არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ვიყოთ გონიერი ან უგუნური. ყველას გვინდა, რომ გონიერები ვიყოთ. გონიერი არსება კი არის ის სულიერი პიროვნება, რომელსაც პირდაპირი, განახლებული კავშირი აქვს ღმერთთან და ეს არის რელიგია. ჩვენში უნდა იყოს საწყისი სასუფევლის ძიებისა. ზოგს ჰგონია, რომ უკვე სასუფეველშია: რამდენჯერმე ეზიარა და უკვე კარგად არის. სასუფეველი ამჟამად ჩვენთვის არ არის გახსნილი. ადამიანი, რომელიც იცხოვრებს სწორად, რწმენითა და იმედით, ის დაიმკვიდრებს სასუფეველს ცათა. ჩვენ დავკარგეთ სამოთხე, მაგრამ მივიღეთ უფრო მეტი – სასუფეველი ცათა. თანამედროვე ადამიანს უნდა მატერიალური, ამსოფლიური ნუგეში და სურს, რომ სხვებმა ანუგეშონ. ამ ოცნებაში ცხოვრობს ხალხი. ვინც ვისზე სასოებს, იმაზეა დამოკიდებული. ქრისტიანი უნდა სასოებდეს იესო ქრისტეზე და არა კონკრეტულ ადამიანზე.
– საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია უიმედო მდგომარეობაში. გაჭირვებამ, რთულმა სოციალურმა პირობებმა რთულ სიტუაციაში ჩააგდო და ნელ-ნელა ღმერთსაც კარგავენ. აღარ სწამთ, აღარ სჯერათ.
– რომელი ღმერთი დაკარგეს – ასე დავსვამ კითხვას. როდესაც იესო ქრისტემ უდაბნოში ორი პური და 5 თევზი აკურთხა, ძალიან ბევრი ადამიანი გაჰყვა მას. ქრისტემ უთხრა მათ: რატომ გამომყევით, იმიტომ რომ, დაპურდით. მაგრამ, როდესაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ იესო ქრისტე უნდა ეწამოს და მესამე დღეს უნდა აღდგეს, ძალიან ცოტა დარჩა მის გვერდით. დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ „ციანიდის საქმის“, ზოგიერთი მოძღვრის ძვირფასი ავტომობილის გამო, ადამიანები დაბრკოლდნენ. ვისაც იესო ქრისტე უყვარს, მას ვერც მღვდლის ურცხვი საქციელი დააბრკოლებს და ვერც „ციანიდის საქმე“. თუ შენს გულში გყავს იესო ქრისტე, სულის ცხონება გინდა, მოძებნი ღარიბ მღვდელს, რომელსაც არ ჰყავს ძვირფასი მანქანა და არ არის შემჩნეული უკეთურ საქციელში. მე თუ სარწმუნოება მქონდა და მაქვს, ამ სარწმუნოებაზე ვერაფერი იმოქმედებს.  დიდი ქარიშხალი დაატყდა ეკლესიას და როცა ეკლესიას ებრძვიან, მაშინ უფრო ძლიერდება ის. ქილიკი და განკითხვა კი არ უნდა დაიწყონ ეკლესიის მსახურების, არამედ დადგნენ ეკლესიაში და გაიგონ, როგორი მღვდლები და მრევლი გვყავს. სოციალურ ქსელში პოსტების დადება, გალანძღვა, ძალიან ადვილია. მე არ ვარ ეკლესია და თქვენ – პატრიარქი და საპატრიარქო. ჩვენ, ყველა ერთად, მთელი ჯგუფი, ვართ ეკლესია – სხეული ქრისტესი. როდესაც პავლე დევნიდა ქრისტიანებს, იესო ქრისტე ეუბნება: რატომ მდევნი მეო? ანუ ქრისტე და ეკლესია იგივეა. როცა ვინმე ეკლესიას აგინებს, იესო ქრისტეს აგინებს და არა პატრიარქს, ან რომელიმე მღვდელს. თუ ვინმე უკეთური სასულიერო პირია, მას შეგვიძლია, მივაყენოთ შეურაცხყოფა და პირადად მოვთხოვოთ პასუხი. ის, რომ ეკლესიამ თავისი დრო მოჭამა, ქრისტე მოძველდა – ამის თქმა როგორ შეიძლება?! ის ვინც ახლა, ამ ფონზე მოდის ეკლესიაში და იწყებს იქ სიარულს, ისინი მართლა გმირები არიან. დიდი ქარიშხლების შემდეგ რომ მოდიან და ეკლესიაში სიარული უნდათ, ისინი მართლა მორწმუნეები არიან. ის, ვინც წლების განმავლობაში დადიოდა და ახლა აღარ დადის, თან აცხადებს: ამ სიბინძურის შემდეგ, როგორ ვიარო ეკლესიაშიო – არც ყოფილა ეკლესიაში. იოანე ღვთისმეტყველი კარგად ამბობს: ვინც ჩვენგან გავიდნენ, როცა ჩვენთან იყვნენ, არც მაშინ იყვნენ ჩვენიანებიო. ისინი ვითომ ეკლესიაში იყვნენ და გარკვეული დაბრკოლების შემდეგ, წავიდნენ. პირიქით, როცა ეკლესია გარკვეულ რყევებს განიცდის, მაშინ უფრო მეტად ძლიერდება. ბუნებრივია, როცა ეკლესიას ეფერები, აფინანსებ, ძვირფას მანქანებს აჩუქებ, მამულებს გადასცემ, გალაღებულია სასულიერო პირიც, ფუფუნებაში არიან. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ გვაქებენ, გვადიდებენ, ოქროს გვაჩუქებენ: რა კარგი მამაო ხარო და აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა საქმე. გარკვეული სისუსტეები გამომჟღავნდა ეკლესიაში და ხანდახან კარგი იქნება, სასულიერო პირებმა კონტროლი გაუწიონ თავს. ადრე არავინ არაფერზე წუხდებოდა და ახლა, ცოტა უნდა დავფიქრდეთ: როგორ ვიქცევით, რა გვაცვია, რას ვქადაგებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვასწავლით ჩვენს მრევლს. დღეს ძალიან განათლებულია მრევლი და სასულიერო პირს არ ეპატიება უმეცრება, ზედმეტი ჭამა-სმა, ზედმეტი სიმსუქნე, სიზარმაცე, ულოცველობა. ამიტომაც, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ, სასულიერო პირებმა, საკუთარ თავზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ვიყოთ ღირსეული მოძღვრები. პავლე მოციქული კარგად ამბობს: ვისაც ჰგონიათ, რომ შემოსილები არიან, შიშვლები არ აღმოჩდნენ. ვისაც გგონიათ, რომ დგახართ, დაცემულები ხართო. ჩვენ მებრძოლი ეკლესიის წევრები ვართ და ყელმოღერებულებმა კი არ უნდა ვიქადაგოთ: რა კარგები ვართ. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ვინმეზე მოიმედეები ნუ იქნებითო. ჩვენ ბილბორდებზე გამოსახული ადამიანების იმედზე ვართ, მერე ისინი ჩვენზე მეტი ცოდვილები აღმოჩნდებიან და ვიწყებთ მათ ლანძღვას, განკითხვას.
– ადამიანებს ხშირად ეკლესიური ცხოვრება რთული ჰგონიათ.
– ზოგს ჰგონია: ეკლესიაში რომ მოვიდე, ეს არ უნდა გავაკეთო, ის ისე აღარ უნდა გავაკეთოო და ხშირად ისინი ეკლესიურ ცხოვრებას არასწორად იწყებენ. ეკლესიური ცხოვრება ნორმალური ცხოვრების წესია. კარგი ქრისტიანი ნორმალური ადამიანია და ცუდი ქრისტიანი – არანორმალური. როცა ეუბნები, რომ ქრისტიანი უნდა იყო, გპასუხობთ: როგორ უნდა ვიყო, ოცდამეერთე საუკუნეში რაღა დროს ქრისტეა. სამწუხაროდ, ქუჩაში რომ გაიარო, ნორმალური ადამიანის დანახვა ჭირს. ნორმალურად ჩაცმული რომ იყოს, ლაპარაკზე – რა უნდა თქვა, აღარ იცი. იმიტომ რომ, ქრისტიანები აღარ არიან. ქრისტიანები არ გამოიყურებიან ვულგარულად – მშვიდები, თავმდაბლები არიან, თვალები უცინით, სხვებს ეხმარებიან. გარშემო იყურებიან, ვის დაეხმარონ, ვინ შემოსონ, ვის აჭამონ, ეკლესიაში წაიყვანონ. ჩვენი მანქანებიდან არ ჩანან გაჭირვებული ადამიანები. ამ დროს ისეთი პოსტები იდება და ორი თეთრით არ დაეხმარება არავინ არავის. ჩვენ ვიმყოფებით აპოკალიფსის წინა პერიოდში. ბევრი ადამიანი დაკარგავს სიყვარულს. სოციალურ ქსელში იმიტომ ვართ, რომ ადამიანებს ეზარებათ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა. სიყვარული ნელ-ნელა ქრება. იმდენად გადაგვარდება, გადაშენდება ხალხი, ჭიქა წყალი რომ სთხოვო, შეიძლება, ისიც არ დაგალევინონ. მეორედ მოსვლა ძალიან ემსგავსება ქრისტეს პირველად მოსვლას. არ ვგავართ დღევანდელი მოძღვრები პირველი საუკუნის ფარისევლებს? იგივე პერიოდი იქნება დღესაც.

скачать dle 11.3