კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როდის შეუძლია კვერცხს ნეგატიური ზემოქმედების გაუვნებელყოფა და დადებითი ეფექტის გაორმაგება და რატომაა წყალში ჩაძირული ასანთი სიკვდილის მაუწყებელი

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


  უკვე რამდენი საუკუნეა, დავა კვერცხსა და ქათამზე იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უფრო ადრე გაჩნდა, ვერავის გადაუჭრია... ჰოდა, ჩვენც, ყოვლად საკაცობრიო მნიშვნელობის ამ წყვილიდან ერთ-ერთს, კვერცხს შევეხებით. მართალია, ამ დავას ვერც ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ კვერცხის მაგიურ საწყისსა და ამასთან დაკავშირებულ, გადმოცემებსა და ცრურწმენებზე, მოგახსენებთ. თუმცა, მხოლოდ ამით არ ამოიწურება ჩვენი საუბრის თემა, ისეთ რამესაც შევეხებით, ერთი შეხედვით, შეუცნობელთან რომ არაფერი აკავშირებს – ეს გახლავთ სრულიად ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოხმარების პატარა საგანი: ასანთი. მართალია, იაფფასიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი საშუალებით, იმ უდიდესი სტიქიის მოპოვება შეგვიძლია, პრომეთემ თუ ჩვენებურად, ამირანმა, ზევსს რომ მოსტაცა და კაცობრიობას აჩუქა. ამით კი, ნათელსა და ცოდნას დაუდო სათავე. ცეცხლის მაგიურ ძალაზე აქ აღარაფერს ვიტყვით, მაგრამ მის თანამედროვე, ზემოხსენებულ „გამჩაღებელთან” დაკავშირებით კი, უკვე მკვიდრად ფეხმოკიდებულ წესებსა და მინიშნებებში აუცილებლად გაგარკვევთ, კვალიფიციურ ეზოთერიკოსთან, ბატონ დავითთან ერთად.

– კვერცხი და ცეცხლი – უჩეულო დაწყვილებაა?!
– რატომ? – კვერცხი რომ ფრიად სასარგებლო პროდუქტია, ალბათ, დამეთანხმებით, მაგრამ საკვებად რომ გამოვიყენოთ, უცეცხლოდ ეს ვერ მოხერხდება. მართალია, უმადაც ყლაპავენ, მაგრამ ძირითადად, მაინც მომზადება სჭირდება. ახლა მის მაგიურობასაც შევეხოთ. სრულიად აუხსნელია, მისი ნაზი და მტვრევადი ნაჭუჭის ქვეშ, ახლად ჩასახული, სრულიად ნორჩი, უსუსური სიცოცხლე, თანდათან როგორ იძენს გასაოცარ გამძლეობასა და სიცოცხლისუნარიანობას. ტყუილად კი არ იყენებდნენ მას ძველთაგანვე, მაგები და ჯადოქრები გრძნეული რიტუალებისა თუ წამლების დასამზადებლად. ხალხური დაკვირვებების საფუძველზე კი, უამრავი გადმოცემა თუ ცრურწმენაა ჩვენამდე მოღწეული, რომლისაც დღემდე სჯერათ.
– რა მინიშნებებია ეს?
განსაკუთრებით გაფრთხილდით, როცა ნაყიდი კვერცხი სახლში მიგაქვთ. თუ აღმოჩნდა, რომ გატეხილი კვერცხის გულსა და ცილას მთლად მოუსვრია ჩანთა, კარგად დაფიქრდით. ეს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ პრობლემებზე მიგითითებთ და იქნებ, კიდევ შეიძლება იმ ბზარის შედუღაბება, ეს-ესაა, რომ თავი იჩინა. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა რამდენი კვერცხი გატყდა. თუ ასეთი მხოლოდ ორია, ამის გამო ნუ იდარდებთ. პირიქით, უნდა გაგიხარდეთ კიდეც, ეს ხომ თქვენი რჩეულის ერთგულებაზე მიუთითებს. მაგრამ, ერთდროულად სამი კვერცხის დამტვრევა, სერიოზულ მატერიალურ ზარალს გიქადით. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, სად გატყდა – თუ შემთხვევით დავარდა იატაკზე და გატყდა – ეს ნიშნავს, რომ თქვენი გარემოცვიდან ვიღაც ფარულად გმტრობთ, შურს თქვენი და შეუძლია, გავნოთ. თუმცა, ამის თავიდან აცილებაც შეგიძლიათ, თუ დავარდნამდე კვერცხს ხელს შეაშველებთ. ამ დროს თუნდაც გატყდეს, მთავარია, მისი დაჭერა მოასწროთ. გაცილებით ძნელია შედეგის განეიტრალება, თუ კვერცხი შესასვლელი კარის ზღურბლზე ანუ პარმაღზე გატყდა – ვიღაც დაჟინებით ცდილობს თქვენი ოჯახის დანგრევას. ამიტომ, სასწრაფოდ გაწმინდეთ ყველაფერი ისე, რომ კვერცხის ნარჩენებს ხელით არ შეეხოთ. მერე კი, მარილიანი წყლით მორეცხეთ იქაურობა. არ გამოგრჩეთ დროის დაფიქსირებაც. თუ კვერცხი დილით გაგიტყდათ – ბედი მთელი დღით გაქცევთ ზურგს: ვერც სიყვარულის ახსნას ეღირსებით და სამუშაოც ხელიდან წაგივათ. სადილის შემდეგ გატეხილი კვერცხი კი, ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს. კვერცხის შიგთავსს შეუძლია, გააძლიეროს ან გაანეიტრალოს მინიშნების მოქმედება. თუ დაღვრილი შიგთავსი გაფუჭებულია – კარგი მინიშნება არ იმუშავებს, ცუდი – ასრულდება. ორგულა კვერცხი კი იმდენად იშვიათია, რომ მას განსაკუთრებულ ძალას მიაწერენ – შეუძლია, ნებისმიერი ნეგატიური ზემოქმედების გაუვნებელყოფა და დადებითი ეფექტის გაორმაგება. ყველაზე საშიშია, თუ ქათმის კვერცხს სიზმარში შაბათ ღამეს ნახავთ. ეს იმავე სიზმარში ნანახი ოჯახის წევრის სიკვდილს ნიშნავს. თუმცა, სხვა, უამრავი მინიშნებაცაა ხალხში გაბნეული და მათგან ყველაზე გავრცელებულს გაგაცნობთ: ორსულმა თუ ორგულა კვერცხი შეჭამა, ტყუპები ეყოლება; თუ ყიდვისას სათვალავში კვერცხი დაგაკლეს, მწარედ მოტყუვდებით; კვერცხის ნაჭუჭს თუ დაწვავთ, ამ კვერცხის დამდები ქათამი კვერცხის დებას შეწყვეტს; ძირს განთხლეულ კვერცხზე ფეხის დამბიჯებელი, შეიძლება, ჭკუიდან შეიშალოს; ვინც საღამოს სახლში კვერცხს მოგიტანთ, უბედურება ელოდება; თუ ბოსტნის ღობეს სათითაოდ კვერცხის ნაჭუჭებს ჩამოაცვამთ, ეს მას ავი თვალისგან დაიცავს და უხვ მოავალსაც მიიღებთ. კვერცხს ასევე, სამკითხაოდაც იყენებენ. მომავლის წინასწარმეტყველებით, ცხელ წყალში ჩახლილი კვერცხისგან გამოსახული ფიგურების მიხედვით.
– რისი წინასწარმეტყველება შეუძლია ასანთს?
– ცეცხლი როგორი სტიქიაა, ამაზე ასტროლოგებმა ისაუბრონ. მე კი მის პატარა თანამედროვე „მაკეტზე” –  ასანთზე გიამბოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩვენი ყოველდღიური საარსებო აუცილებლობაა, რომლისგან სარგებელსაც ვიღებთ და უბედურების მოტანაც შეუძლია. გარდა იმისა, რომ ცეცხლი, რომელსაც ასანთი გვაძლევს, გვათბობს, გვაპურებს და ბნელს გვინათებს, იმის მაცნეცაა: როდის გველის უსიამოვნება თუ უბედურება და როდის გავიხარებთ დიდი ბედნიერებით. ყველაზე გავრცელებული და სასურველი მინიშნება ასანთის დაბნევას უკავშირდება, რადგან ფინანსურ კეთილდღეობას გვიწინასწარმეტყველებს, თანაც, დიდი ხნით. თუმცა, ბედი რომ არ დააფრთხოთ, ეზოთერიკოსები გირჩევენ, სასწრაფოდ უკანვე, სათითაოდ ჩააწყოთ კოლოფში ასანთის ღერები. თანაც ისე, რომ გოგირდიან თავაკებს არ შეეხოთ. თუ ყველაფერს ზედმიწევნით, აკურატულად შეასრულებთ, ნამდვილი „ოქროს წვიმა” წამოვა თქვენთვის. მიღებული მოგება კი, ისეთი შთამბეჭდავი იქნება, თქვენი ყველა მეგობარი და კოლეგა შეამჩნევს.
– მეც ხშირად გამომიცდია და მაინტერესებს, რას მოასწავებს, როცა ასანთი არ ინთება?
– როცა ასანთს ანთება „არ სურს”, ეს ნიშნავს, რომ სახლში უწმინდურმა სულმა დაისადგურა. თუმცა, ეს მაშინ, თუ ასანთის ანთებას სახლში ცდილობთ და რაც მთავარია, ის არ არის დანოტივებული. საქმე ისაა, რომ ცეცხლს განწმენდა ძალუძს და ამიტომაცაა, რომ ავი ძალის დაფიქსირებაც შეუძლია. ამისთვის აანთეთ სანთელი და თუ თანაბრად, ნელა იწვის, ესე იგი, სახლში ყველაფერი რიგზეა. ხოლო, თუ ალი ციმციმებს და ბჟუტავს, სახლის აურა გასაწმენდია. სასწარაფოდ მიიღეთ ზომები და შედეგი ისევ ხსენებული მეთოდით შეამოწმეთ. სანთლის ალი არ „მოგატყებთ” და ამას უმალვე, თავადაც იგრძნობთ – თუ აურა გაიწმინდა, სუნთქვა გაგითავისუფლდებათ. ასევე, თუ ასანთის ღერი ანთებისას გადატყდა, ან კოლოფშივე გადატეხილი იდო, ცუდის ნიშანია. ეს პირდაპირ კავშირშია თქვენს ქვეცნობიერთან. როცა აბსოლუტურად მშვიდად ხართ და ცუდსაც არაფერს ელით, თქვენს ქვეცნობიერს არ სძინავს. ის უსიამოვნებას წინასწარ გრძნობს და გაძლევთ კიდეც სიგნალს – ხელები გითრთით და მოულოდნელად, ღერსაც ამტვრევთ. კიდევ ასეთი ტრადიციაცაა: თუ ასანთის კოლოფს წყალში ჩააგდებთ და ჩაიძირა (მიუხედავად იმისა, რომ ასანთი ხისაა და ხე კი, წყალში არ იძირება), ეს სიკვდილის მომასწავებელია. უფრო სწორად, ამბობენ, თუ ადამიანს მალე სიკვდილი ელის, მისგან ნასროლი ასანთი პირდაპირ ფსკერისკენ მიდისო. ადრე თურმე, ასე, მძიმე ავადმყოფის მდგომარეობას ამოწმებდნენ – გადარჩებოდა თუ არა. თუმცა, თქვენ ნუ დაიწყებთ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას. უმჯობესია, ასანთი არასდროს გამოლიოთ სახლში. თუ გინდათ, რომ ბარაქა არ მოგაკლდეთ, ნუ დაელოდებით ბოლო კოლოფის დაცლას, დროულად მოიმარაგეთ ახალი პარტია.
скачать dle 11.3