კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ ზრუნავენ შვილებზე დასავლელი მამაკაცები ქართველ მამაკაცებზე დიდი ენთუზიაზმით და რატომ არ არის მარტოხელა დედისა და მამის სტატუსების განსაზღვრისას აღნიშნული მათი სქესი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ცნობილია, რომ დემოგრაფია ჩვენი სახელმწიფოს აქილევსის ქუსლია, შობადობით ვერ ვიკვეხნით და, რაც მთავარია, რეპროდუქციულ ასაკში შევიდა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაბადებული თაობა და, რაკი იმხანად შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, ბუნებრივი დეპოპულაციაცაა მოსალოდნელი (მარტივი არითმეტიკით: ცოტაა პოტენციალური მშობელი, შესაბამისად, ნაკლებ შვილებსაც იყოლიებენ). მეორე მხრივ, ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ბევრი დასაოჯახებელი ქალი და მამაკაცია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დემოგრაფიულ ვითარებას. ამ ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია მარტოხელა დედების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და თუმცა ჩვენმა კანონმდებლობამ განსაზღვრა მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსები, კანონი რამე ქმედით დახმარებას არ ითვალისწინებს. აქვე შეგახსენებთ კანონის მოთხოვნებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 2015 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდა, შემოვიდა მარტოხელა მშობლის სტატუსი, რომელიც გულისხმობს როგორც მარტოხელა დედას, ისე მარტოხელა მამას. კანონის განმარტებით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ; პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში, არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ასევე, მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც: ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ; პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში, არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. თუმცა მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება ან მის შვილსა თუ ნაშვილებს შეუსრულდება 18 წელი. ამას გარდა, მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლება ნაწილობრივ ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე მომხდარ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად, მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.
ოღონდ მთავარი პრობლემა მაინც სხვაა: კერძოდ, სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მესამე მამა უარს ამბობს, გადაუხადოს შვილს ალიმენტი, ხოლო ყოველი მეხუთე მამა ემალება მართლმსაჯულებას, რათა შვილს ალიმენტი არ გადაუხადოს. ამდენად, აშკარაა, რომ რეალურად, ბავშვებს შესაძლოა, დაბადების მოწმობაში მამის გრაფა შევსებული ჰქონდეთ, მაგრამ მამა არ არსებობდეს და არანაირ მონაწილეობას არ იღებდეს შვილის, აღზრდას ვინ ჩივის, მატერიალურად უზრუნველყოფაში. ანუ ფაქტობრივი მარტოხელა დედების რაოდენობა ბევრად აღემატება იურიდიულ მარტოხელა  დედებს, რაც, უდავოდ, დიდი პრობლემაა. არის თუ არა ეს მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზი და რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში მამებს (არც თუ მცირე ნაწილს) მამობა დაეკისროს, –  ამ თემას დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

– როგორ გადაწყვიტა კანონმდებელმა მარტოხელა მშობლის სტატუსი, მექანიკურადაა გადმოღებული უცხოური გამოცდილება თუ რამე ქართული თავისებურებაცაა გათვალისწინებული?
– ეს კანონი მიიღეს ნაჩქარევად, ტელევიზიიდან გავიგე პირადად მეც. პრობლემაც ისაა, რომ პროფესიონალებს აზრს არ გვეკითხებიან. კანონპროექტის ავტორია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია. კანონში ბევრი რამაა გაუმართავი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ უკუღმა ვიწყებთ ყველაფერს. ჩვენ ჯერ უნდა განვსაზღვროთ, ვინ არის დედა და გასაგებია, რომ ქალია. საერთოდ, დედა და მამა არის ბიოლოგიური და სოციალური. სოციალური მშობელია, რომელმაც შვილი აიყვანა ან მეუღლის მოყოლილ შვილებს ზრდის. შესაბამისად, ოჯახში დედას შესაძლოა, ჰქონდეს როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური სტატუსი. მეორე მხრივ, ჩემთვის მარტოხელა მამის ფენომენი აუხსნელია. ვინ გააჩინა შვილი?! შეიძლება, დედამ მიატოვა, მაგრამ დედის ვინაობა ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილია. კანონი ასეა დასათაურებული: „მარტოხელა მშობლის კანონი“.
– მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მამაკაცმა აიყვანოს შვილი და გახდეს სოციალური მამა?
– სწორედ ესაა აქ გასარკვევი. მარტოხელა მამაა ის, ვინც სამშობიაროდან აიყვანს ბავშვს და გაზრდის. ვერ წარმომიდგენია მამაკაცი, რომელიც სხვის დაუხმარებლად მარტო გაზრდის ჩვილ ბავშვს. მარტოხელაა მშობელი, რომლიც თავის ბავშვთან დარჩენილია მარტო.
– რა უხერხულობას ქმნის, იყოს კანონში მარტოხელა მამის დეფინიცია?
– იყოს, მაგრამ მკვდარი კანონია. დასავლეთში მარტოხელა მამას კიდევ სხვა განმარტება აქვს, ამდენად, მათგან ბრმად გადმოღება არ შეიძლება. ჩვენს კანონში წერია, რომ მარტოხელა დედა არის პირი, ხაზგასმით წერია, პირი და არა ქალბატონი. ეს ხომ ნიშნავს, რომ მამაკაციც შეიძლება, იყოს პირი?! ანუ მარტოხელა დედაა, რომელსაც ბავშვის დაბადების მოწმობაში არ უწერია მამის გვარი და გაზარდა 18 წლამდე. ახლა ვიკითხოთ: თუ ბავშვი ასცდა 18 წელს, მერე დედა აღარ არის?!
– შეიძლება, იმიტომ რომ, დახმარება არ მიიღოს?
– ამ წინადადებაში ჩადებულია პოლიტიკა, კი ბატონო. მეორე, კანონში არ არის დახმარების მექანიზმები. მთავარი ის არის, რომ მარტოხელა დედის შესახებ კანონში დიდი ხარვეზებია. თითქოს განმარტებულია, ვინ არის მარტოხელა დედა, მაგრამ 18 წლის დაწესება ზღვრად არასწორია. ჩვენ რომ სწორად დაგვეწყო პროცესი, უნდა მიგვეღო კოდექსი დედისა და მამის შესახებ. როგორც მოგახსენეთ, უნდა განგვესაზღვრა ბიოლოგიური და სოციალური მშობლის სტატუსები. ამასთან, რატომ ვაფინანსებთ მარტოხელა მშობლის ბავშვს მხოლოდ 18 წლამდე?! თუ უცხოეთის გამოცდილება გადმოვიღეთ: მაგალითად, საფრანგეთში მარტოხელა მშობლის ბავშვის დაფინანსება 23 წლამდეა, თუ სტუდენტია და სწავლობს. თუმცა იქ არა მხოლოდ მარტოხელა დედას, არამედ მრავალშვილიანი ოჯახის შვილებსაც აფინანსებენ. ჩვენთან კი საერთოდ არ ეხმარებიან მრავალშვილიან დედებს. დემოგრაფიულმა საზოგადოებამ 1990 წელს „გმირი დედის“ ცნება შევაცვლევინეთ „ქართვლის დედის“ სტატუსით. ეს სტატუსი ენიჭებოდა საქართველოს მოქალაქე ქალბატონს, რომლის ოჯახის ყველა წევრი გამართულად ლაპარაკობდა ქართულად და ზრდიდა ან გაზარდა ხუთი და მეტი შვილი. ანუ ეს კანონი ხელს უწყობდა, რომ ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქისთვის მიგვენიჭებინა „ქართვლის დედის“ სტატუსი. 1990 წელს მიიღო ეს ინიციატივა კანონად კომუნისტურმა ხელისუფლებამ. ზვიად გამსახურდიამ დატოვა „ქართვლის დედის“ სტატუსი. არ მინდა, ვახსენო, ვინ იყო, გარდაცვლილია, მაგრამ ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დემოგარფიაზე საუბარი უხერხულია. იმის შემდეგ დემოგრაფიაზე ყველას ეუხერხულება ლაპარაკი, დღევანდელ ხელისუფლებასაც. დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას წვალობდა და დემოგრაფიული უსაფრთხოების კანონი შექმნა, რომელიც, პირიქით, საფრთხიანი კანონი უფროა. როდესაც 1995 წელს პირველი ბიუჯეტი შეიქმნა, ვიბრძოდით, რომ შეგვეტანა კანონში „ქართვლის დედის“ სტატუსი. დავწერეთ დებულება, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას. ისიც კი ვთხოვეთ, მხოლოდ დეპოპულაციის მქონე რაიონებში მაინც განგვეხორციელებინა ეს ინიციატივა და ასაკის მიუხედავად, მიგვენიჭებინა მრავალშვილიანი ქალბატონებისთვის „ქართვლის დედის“ წოდება, რომ წაგვეხალისებინა მაინც ეს ქალბატონები. ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ქალი, მამაკაცთან შედარებით, ორმაგ შრომას ეწევა ოჯახში, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს აკეთებს. ორიოდე წლის წინათ მიიღეს მთიანი რეგიონების კანონი, მათ შორის, დემოგრაფიის წასახალისებლად, მაგრამ მთაში ახალგაზრდობა არ არის და ვინ უნდა გააჩინოს ბავშვი?! ეს არის პიარი, დემოგრაფიაში კი პიარი წამგებიანია, არადა მივდივართ დეპოპულაციისკენ. შობადობა შემცირდა, მოკვდაობა გაიზარდა და რომ არ ყოფილიყო პატრიარქის მოწოდება, უფრო ადრე დაიწყებოდა დეპოპულაცია. პატრიარქის მოწოდების შედეგად, 30 პროცენტით გაიზარდა მესამე ბავშვის ხვედრითი წილი. აი, „ქართვლის დედის“ წოდებაც რომ დაგვეწესებინა, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება წამოვიდოდა ზემოდან ქვემოთ, მაშინ, როდესაც დღეს ინდივიდუალურად წყვეტს წყვილი, რომ იყოლიოს ერთი ბავშვი. ამასთან, ჯვრისწერა არ არის აღიარებული ქორწინებად და გამოდის, რომ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება ბავშვების 33 პროცენტი. თუმცა, რეალურად, 2-3 პროცენტია აღიარებული მარტოხელა დედად.
– რა საჭიროა მარტოხელა დედისა თუ მამის სტატუსი, თუკი არ არის დახმარების სისტემა?
– ამიტომ ვამბობ, რომ უნდა შეიქმნას დახმარების სისტემა მრავალშვილიანი დედებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, სამშვილიანი დედისთვის. მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როდესაც ზოგიერთს მარტოხელა დედა ვერ გაურჩევია ქვრივისა და განქორწინებულისგან?! მეორე –  ავიღოთ წყვილი, ხელი რომ არ აქვს მოწერილი, მაგრამ ერთად ცხოვრობენ. თუ მამაკაცი დართავს ნებას, შეუძლიათ, შვილი დედის გვარზე დაწერონ  და ისიც მარტოხელა დედა გამოდის. მე ძალიან მაღელვებს ჩანაწერი, რომ მარტოხელა დედა არის პირი. ან რატომ მიიჩნევა მარტოხელა დედად ის, ვინც მეორე და მესამე შვილსაც გააჩენს?!
– და რატომ არ არის, თუ მარტოა?
– ეს უკვე სხვა სახეს იღებს, ანუ გამოდის, რომ ქალს მრავალი პარტნიორი ჰყავდა. ჩემი აზრით, მარტოხელა დედის სტატუსი უნდა ენიჭებოდეს მხოლოდ იმ ქალბატონს, რომელსაც ქორწინების გარეშე ერთი შვილი ჰყავს. ძალიან ბევრია 35 წელს გადაცილებული დაუოჯახებელი ქალი და მე მათ ყოველთვის მოვუწოდებდი და ახლაც მოვუწოდებ, იყოლიონ შვილები. თუნდაც, იმიტომ რომ, მარტო არ იყვნენ და მომავალში სოციალურად მიმხედავი ჰყავდეთ.
– აი, მივედით ყველაზე საინტერესო საკითხთან. საგანგაშო სტატისტიკაა, თუ როგორ არიდებენ თავს ქართველი მამები და არც თუ მცირე რაოდენობით, შვილებზე ზრუნვას. უამრავ მაქინაციას იგონებენ, რომ შვილებს არ გადაუხადონ  ალიმენტი და არ დაეხმარონ მატერიალურად. დასავლეთში ეს საკითხი იმდენადაა დარეგულირებული, რომ კაი დედმამიშვილია მამა და არ მოუვლის შვილს. ჩვენთან კი განქორწინებული ქალების უმეტესობაა ლამის, დე-ფაქტო მარტოხელა დედა და მამების ვინაობა მხოლოდ შვილების დაბადების მოწმობებს ამშვენებს. როგორ შეიძლება, სახელმწიფომ აიძულოს ასეთები, შეასრულონ მამის მოვალეობა?
– დასავლეთში მთელი საზოგადოება ძალიან შეტრიალდა შვილებისკენ და მამა ყველანაირად ცდილობს, შვილთან ახლოს იყოს, მაშინაც კი, თუ წყვილი დაქორწინებუდი არ არის. ეს საკითხის მორალური მხარეა, რაც ჩვენთან სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და მამებს შვილისთვის შემოსავლის 20 პროცენტიც კი ენანებათ. სასამართლო აკისრებს მათ, გადაიხადონ ალიმენტი, მაგრამ მამები მალავენ შემოსავლებს. მუშაობენ, ოღონდ არაოფიციალურად და ხელფასს არ აჩვენებენ. დასავლეთში კი, ყოველმხრივ ცდილობენ მამები, რომ შვილი კვირაში ერთხელ მაინც ნახონ. მათ თვითონ აქვთ ამის სურვილი. ჩვენთან ეს საკითხი არ არის დამუშავებული.
– რა დამუშავება უნდა მორალს? არადა თავი მოგვაქვს, რომ ტრადიციული ქვეყანა ვართ. ამ დროს კი მამები შვილებს შემოსავალს უმალავენ და თვითონაც ემალებიან.
– ამიტომ ვამბობ მეც, რომ, უპირველესად, მორალზე უნდა ვილაპარაკოთ. შვილი შეიძლება, რომ გაიზრდება, ცნობილი პიროვნება გახდეს.
– როგორც წესი, მერე უყვარდებათ ხოლმე დედების გაზრდილი შვილები.
– მაგრამ მანამდე მას ხომ აღზრდა უნდა, მოვლა სჭირდება?! ამიტომ საზოგადოება უნდა ჩაერიოს ამ საკითხის დარეგულირებაში და დედამაც უნდა შეუწყოს ხელი ბავშვს, რომ მამასთან დაახლოვდეს. ბავშვისთვის ორივე მშობელია აუცილებელი, რომ მისგან სრულფასოვანი მოქალაქე ჩამოყალიბდეს. სხვა შემთხვევაში ის ქუჩაში იზრდება და სულ სხვა გზით მიდის მისი მორალი და ცნობიერება. ბავშვი ქუჩის მორალის ანაბარა არ უნდა დავტოვოთ. ის მამის მორალზე უნდა გაიზარდოს, მამა უნდა იყოს შვილისთვის მაგალითი.
– დაუოჯახებელი ქალების რაოდენობა რამდენია?
– სტატისტიკით, ყოველ მეოთხე ფერტილური ასაკის ქალს არ ჰყავს შვილი.
– თუ სახელმწიფო წაახალისებდა მარტოხელა დედებს, ყოველი მეოთხე ხომ თავის სამაგიეროს მაინც შეჰმატებდა დემოგრაფიას?
– მე არ ვარ მარტოხელა დედობის წახალისების მომხრე, მაგრამ ვამბობ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, თუ ქალი არ არის დაოჯახებული, აუცილებელია, გააჩინოს ბავშვი. ქალი დაბადებულია იმისთვის, რომ შვილი იყოლიოს და აი, ამაში უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ მარტოხელა დედებს. თუმცა პირადად მე, უპირველესად, ოჯახის შექმნის მომხრე ვარ. დღეს 30 წელს გადაცილებულ ქალთა ხვედრითი წილი, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ, 40 პროცენტზე მეტია. მით უფრო, რომ ჩვენთან ქორწინების ასაკმაც გადაიწია: ქალებისთვის ის, საშუალოდ, 29 წელია, ვაჟებისთვის –  31.

скачать dle 11.3