კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ინსინუაციებით პედალირებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „გულო, ჩადექ საგულესა“ 


რაკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ჩაიარა, ანუ სკამებიც უკვე განაწილებულია, შესაბამისად, ძალაუფლებაც, როგორც ჩანს, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ თავისთვისაც მოიცალა.
ჰოდა, რადგან მოიცალა, საჯარო სამსახურის ბიურომ პარლამენტს კანონპროექტთა პაკეტი წარუდგინა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა კიდეც.
ცვლილება, მათ შორის, იმასაც ითვალისწინებს, რომ პოლიტიკოს-ჩინოვნიკების დანამატი წლიური ხელფასის 10 პროცენტით განისაზღვროს (არაა ცუდი, თუ მადას შეიკვეცავენ).
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიზანი ფრიად ამაღელვებელია: მან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე სისტემა უნდა დაამკვიდროს და „განჭვრეტადიცო“, ანუ საჯარო სექტორში დასაქმებულებს გული საგულეს უნდა ჰქონდეთ და დაე, იმთავითვე იცოდნენ, რამდენს დაიმატებენ ხელფასზეო.
ვინაიდან განმარტებით ბარათში ნახსენები იყო შემდეგიც: „დაარეგულიროს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები“, ტერმინმა „ჯილდომ“ (ღორების პასპორტიზაციით უადგილო გამხიარულების არ იყოს) საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი მოიყვანა ენის ფხანის იშტაზე: პათოსით: რაის „ჯილდოო“.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „პრემია“ ქართულად სხვა არაფერია თუ არა ჯილდო, ფულადი პრემია კი სწორედ და მხოლოდ – ფულადი ჯილდო, და იმასაც გავიხსენებთ, რომ ძეხორციელსაც კი არ უმსჯელია, ცოტაა თუ ბევრი 10 პროცენტი და იქნებ დამსახურებისთვის გაიცეს ფულადი ჯილდოები და არა – უპრაგონოდო, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენი მშობლიური ენა უკვე უგზოუკვლოდ გადაგვავიწყდა ამ ინსინუაციებით პედალირებისას და მთლად აგვერია გზა-კვალ-რამსები?! –
скачать dle 11.3