კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 კანიდან ამომხტრები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გაფრენილზე გაფრენილი


გასულ კვირას, როგორც იქნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საზეიმოდ გაიხსნა (ბაქოში), ჩვენი პრემიერიც გამოვიდა სიტყვით (სხვათა შორის, ქართულად ილაპარაკა) და ეს ჩვენი  ხუთჯვრიანი დროშაც ორ ნახევარმთვარიან დროშას (თურქეთისა და აზერბაიჯანის) შორის ეფინა (რაც პირადად ჩემს გულსა და სულს უფრო მეტადაც კი ეამა, ვიდრე პრემიერ-მინისტრის მიერ ქართულად წარმოთქმული სიტყვა).
თუმცა ამ დიდი ისტორიული ფაქტისთვის (ევროპასთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის გარდა,  დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოებაა, რამაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაც უნდა განამტკიცოს) ჩვენს საზოგადოებას ჯეროვანი ყურადღება, რატომღაც, არ მიუქცევია (იქნებ ეს მედიის ბრალიცაა), მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი სჯა-ბაასია ამტყდარი, უნდა გაეკეთებინა თუ არა ქართველ ფეხბურთელს ფერადი სამკლაური (თითქოს ამით წყდებოდეს ჩვენი ყოფნა-არყოფნის ბედი და მერე რა, რომ, ვიდრე ჩვენ სამკლაურის გამო ვხტებით კანიდან, გეოპოლიტიკა გვერდზე გვრჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ, სამკლაურით თუ უსამკლაუროდ, თუ არ მოვფხიზლდით, შესაძლოა, სულაც, აღარ ვიყოთ).
ამის პარალელურად, მაგალითად, ეგვიპტის ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე ეგვიპტელმა ადვოკატმა (ვინმე ნაბი ალ-ვაჰშმა) ეგვიპტელებს მოუწოდა, გააუპატიურონ ქალები, რამეთუ ეს ყველა ჭეშმარიტი ეგვიპტელის „ნაციონალური ვალია“.
ეგვიპტელი იურისტის აზრით, თანამედროვე გოგონები თავად არიან დამნაშავენი იმაში, რომ მამაკაცების არაჯანსაღ ყურადღებას იპყრობენ, იმიტომ რომ „არასწორად იცვამენ“. ამიტომაც ასე „არასწორად ჩაცმულ“ ქალებზე ძალადობა პატრიოტიზმის გამოვლინებააო!
მართალია, ხსენებული ადვოკატის მოსაზრებამ აღშფოთება გამოიწვია თავად ეგვიპტეში და მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრაც კია გადაწყვეტილი. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ის ადვოკატია და სატელევიზიო ეთერსაც კი უთმობენ, თუმცა ნიუანსია, ოღონდ მაინც სასიამოვნო, რომ ამ დუნიაზე ჩვენზე გაფრენილებიც არსებობენ. –
скачать dle 11.3