კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 „შავი ზღვა თეთრად მოეჩვენებათ“?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ თავმირტყმული ნათლიები


სანამ ჩვენი პრეზიდენტყოფილი ქვეყნებს შორის მიწებს ანაწილებს და ახალ საზღვრებს ავლებს, ეს ჩვენი სეპარატისტები შავი ზღვის გადანათვლას ითხოვენ.
მოგეხსენებათ, ამ ჩვენს ზღვას „შავი“ ბერძნებმა უწოდეს მისი მუქი ფერის გამო, თუმცა აი, აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტს, ვინმე რამგან მარშანს, უბრძანებია, რომ ეს სახელწოდება (ანუ „შავი“) არაადეკვატურია, ვინაიდან შტორმისას ყველა ზღვა შავდებაო!
მეტიც, ტერმინი „შავი“ მხოლოდ ფერს არ ნიშნავს, მას გადატანითი მნიშვნელობაც აქვს და გულბოროტსა („черная душа“, „черный человек“) და ასე შემდეგს ნიშნავსო. ხოლო, რაკი ზღვა შავი ფერის არ არის, ესე იგი, მას გადატანითი მნიშვნელობით დაარქვეს ბერძნებმა „შავიო“. აქედან გამომდინარე კი, სეპარატისტი აფხაზი დოცენტი ასკვნის, რომ სახელწოდება ეწინააღმდეგება რეგიონის არსს და არ შეესაბამება რეალობას.
და უფრო შორსაც მიდის (ციტატას მოვიშველიებ სეპარატისტული მსჯელობიდან): „შავი ზღვა“ თურქებმა უწოდეს, რომლებიც ახალი ტერიტორიების დაპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ შეხვდნენ არნახულ წინააღმდეგობას ჩერქეზებისა და ადიღეელების მხრიდან, ამიტომაც ზღვას დაარქვეს „კარადენ-გიზი“, რაც „შავსა და არასტუმართმოყვარეს“ ნიშნავსო.
ცხადია, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და, თუ გავიხსენებთ, რომ თვით ქართულწარწერიან ტაძრებსაც კი აფხაზური ქრისტიანული კულტურის ნიმუშებად ასაღებენ, ოღონდ იქვე ამატებენ, რომ თავად კერპთაყვანისმცემლები არიან, შავი ზღვის ახლებური ვერსია რაღა გასაკვირია. თუმცა, ამ კონკრეტული სეპარატისტული მსჯელობიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ აფხაზურ სამშობიაროებში აფხაზი ჩვილები (განსაკუთრებით – დოცენტები) მასობრივად უცვივდებოდნენ ხელიდან. –
скачать dle 11.3