კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 აზარტული თამაში - ყველაზე დიდი პერობლემა

    დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

    მინდა მოგახსენოთ იმ ადამიანთა მდგომარეობის შესახებ, ვინც რომელიც შეპყრობილი არიან აზარტული თამაშების სენით და როგორ ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას. თუმცა, ძნელია ეს იმ სახელმწიფოში, სადაც აზარტული თამაშებით ცდუნებისგან არანაირი დამცავი მექანიზმი არ არსებობს; სადაც სატელევიზიო სივრცე, ქალაქი და ინტერნეტი აზარტული თამაშების რეკლამებითაა გაჯერებული. ეს კი ეფექტურად მუშაობს ადამიანის ცნობიერებაზე.  
ურთულესია მოთამაშის ცხოვრება. ისინი ვერ იღებენ ფსიქოლოგიურ, მორალურ მხარდაჭერას, რის გამოც, პრობლემების წინაშე უმეტეს შემთხვევაში, სრულიად მარტო რჩებიან.
ყველასგან მიტოვებული და გარიყული ადმაინი ხსნას, ძირითადად, სუიციდში ან   ოჯახიდან გაქცევაში ხედავს.
სწორედ ამ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ის უამრავი ადამიანი, ჩვენ რომ გვეხმიანებიან და მადლობას გვიხდიან ამ მოძრაობის შექმის თვის. ისინი გვიამბობენ თავიანთ ისტორიებს და ცდილობენ, სხვების გადარჩენას.
დღეს საქართველოში 400 000 აზარტული მოთამაშეა და სტატისტიკა მზარდია. ერთ-ერთმა საერთასორისო კვლევამ დაადასტურა, რომ 100 გამოკითხული სკოლის მოსწავლედან 20 ონლაინ-თამაშებზეა დამოკიდებული.  უმძიმესი სოციალური ცხოვრების ფონზე, კიდევ უფრო ღატაკდება ოჯახები, რის გამოც ხდებიან ადამიანები დეპრესიულები, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებულები. ზოგი კი, გადაუხდელი ვალის გამო, განსასჯელის სკამზეც ხვდება.
რამდენიმე ხნის წინ, დაგვიკავშირდა ერთი ქალბატონი, რომელმაც გვიამბო თავისი ტრაგიკული ისტორია: „ოთხი წელია რაც გავთხოვდი და ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ჩემი მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან ორი წლის წინ. სახლში მოსვლას აგვიანდებდა, ღამის პირველ ორ საათამდე, არ მოდიოდა. მხოლოდ გამთენიის 6 საათზე დაბრუნდებოდა ხოლმე. ჩემს კითხვაზე, სად იყო ამ დრომდე აგრესიულად მპასუხობდა, რის გამოც მასთან ცხოვრება შეუძლებელი გახდა. გადიოდა დრო და გოგი უფრო და უფრო შეუვალი, აგრესიული და მოძალადე  ხდებოდა.  ჩავწვდი მის პრობლემას და ვცადე, დახმარების ხელი გამეწოდებინა. ვისტუმრებდი ვალებს, ჩემი ფინანსები რომ აღარ ყოფნიდა, ახლობლებში დავიწყე ვალის დასაფარი თანხის მოძიება.  მისგან კი გამუდმებით ისმოდა, ეს ბოლოაო. თუმცა, რა თქმა უნდა ბოლო არ იყო და ამას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი.
მოხდა ისე, რომ ორი დღე საერთოდ დაკარგული იყო და როცა დაბრუნდა, მაიძულა, სახლი გამეყიდა. ვიფიქრე, იქნებ ამის შემდეგ მაინც მიხვდეს თავის დანაშულს-მეთქი და დავყევი მის ნებას. რის გამოც, მე და ჩვენი შვილები აღმოვჩნდით ქუჩაში იმ იმედით, რომ იქნებ მისი ხელფასით ბინა დავიქირაოთ და ისე ვიცხოვრო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ იმედმაც არ გამიმართლა. რამდენიმე თვის შემდეგ, ისევ გაუჩინარდა, რაც გახდა საბოოლოო წვეთი იმისა, დაშორების გადაწყვეტილება მიმეღო. ჩვენს ერთად ცხოვრებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა.
დავრჩი ორ შვილთან ერთად, მარტო და ამ ცხოვრების სირთულეებს ვცდილობ, გავუმკლავდე.
მადლობას გიხდით, თქვენ და თქვენს ორგანიზაციას იმისთვის, რასაც მომავალში, უამრავ ადამიანს სიკეთის სახით მოუტანთ“.
 დიახ ეს რეალობაა. დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანი ცხოვრობს მსგავსი პრობლემებით, ვცდილობთ მე და ჩემი გუნდი მოვისმინოთ მათი ტკივილი, რომელიც ჩვენთვისაც არ არის უცხო.
მეც მყავდა ამ სენით შეპყრობილი ოჯახის წევრი, რომლის გამოსწორებასაც უამრავი ძალა და ენერგია შევალიე. დარდით და გულჩათხრობით  ამ პრობლემას ვერ უშველი და უფლის ნებით, დავაფუძნე მოძრაობა. „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”. შემოვიკრიბე უამრავი დედა, მეუღლე და ახლობელი, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, დავრეგისტრირდით სოციალურ ქელში (Facebook-ზე)სახელწოდებით : დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ.
 შევიმუშავეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჩამოვაყალიბეთ კანონპროექტი, მოვიძიეთ ფაქტები, დავუკავშირდით პარლამენტის წევრს, ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს. ასევე, მივწერეთ წერილი ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და გავუზიარეთ ჩვენი ხედვები, მოსაზრებები. აქტიურად ჩავერთეთ კანონპროექტის განხილვაში, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა წარმოადგინა. თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ცვენი მოძრაობა არ ეთანხმება. ჯერჯერობით, საკითხი დამუშავების სტადიაშია და ველოდებით, განახლებულ განხილვას.
ასევე, ვაგროვებთ ხელმოწერებს საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით.
 აღნიშნულ წერილში მინდა, ასევე, შევეხო და გამოვყო ჩვენი მოძრაობის მოთხოვნები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. ეს მოთხოვნები ჩვენი მხრიდან არის კატეგორიული. ესენია:
1.    დაიხუროს ყველა ტიპის ონლაინ-თამაშები ყველა ასაკის მოქალაქესთვის;
2.    მოხდეს კაზინოების გატანა ქალაქიდან და დაწესდეს მათზე მკაცრი რეგულაციები;
3.    გაუქმდეს სლოტკლუბები, რომლებიც ყოველი ფეხისნაბიჯზეა.
4.    მოხდეს მოთამაშეთა ერთიანი ბაზის შექმა, რისი საშუალებითაც მათი შემოსავლების იდენტიფიცირება მოხდება.
5.    მოხდეს სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა;
6.    შეცერდეს/დაიხუროს მშენებარე სათამაშო ობიექტები;
7.    ყურადღება მიექცეს კერძო ლომბარდებს, რადგან მათი მხრიდან ყველა ტიპის ნივთის ჩაბარება, ყოველგავარი მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხდება (სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი და სხვა);
8.    მსაგვსი ტიპის ლომბარდებზე სახელმწიფომ დააწესოს მკაცრი კონტრილი;
9.    სახელმწიფომ გამოიჩინოს კეთილი ნება და შექმნას ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მუნიციპალურ დაქვემდებარებაში იქნება და მსგავსი სენით დაავადებულებს ფსიქიატრული მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს;
10.     სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდეს ტრენინგები აზარტული თამაშების ანტირეკლამის კუთხით.
11.     ოჯახის წევრს/დაინტერესებულ პირს მიეცეს უფლება და შესაძლებლობა, სათამაშო დაწეებულებებში მოხდეს მოთამაშეთა ნებართვის გარეშე მათი ეგრეთ წოდებული „გაშავება“.

მინდა აღვნიშნო, რომ ვინც ამ სენითაა დაავადებული, მათ სჭირდებათ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მხარდაჭერა. მათ უმეტესობას აქვს გადარჩენის სურვილი, თუმცა დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან ამ ვერაგ, მე ვიტყოდი, დაავადებას. მით უფრო მაშინ, როცა სახელმწიფოს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ კონვეციის დონეზე აქვს ნაკისრი ვალდებულება, დაიცვას ყველგან და ყოველთვის თავისი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


ინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე (592 93 35 34), მოგვწერონ ფეისბუქ-გვერდზე, გვიამბონ თავიანთი ისტორიები და ერთად მოვახერხოთ ამ პრობლემის მოგვარება.




პატივისცემით ,

თამარ ჯაფარიძე
შორენა მეფარიშვილი
ელენე ფალავანდიშვილი
ანა მელიქიშვილი

скачать dle 11.3