კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ „გააგდეს” ნინო იოსელიანი „ქალთა პანსიონში“ და როგორ მოიპოვა მან ესპანეთის სამეფო კარის ორდენი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 ნინო იოსელიანი დროის დიდ ნაწილს ესპანეთში, იმ ქვეყანაში ატარებს, სადაც მან ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან ერთად, წლები იცხოვრა. ეს ქვეყანა მისთვის უკვე მეორე სახლია. ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალის რედაქტორი, გარდა საგამომცემლო საქმისა, საკუთარ ბიზნესსაც ეწევა. როგორია საქმიანი ქალის აქტიური ცხოვრება თბილისსა და მადრიდს შორის, ამის შესახებ თავად ჩვენი რესპონდენტი გიამბობთ.
ნინო იოსელიანი:
ბოლო რამდენიმე წელია, აეროპორტებსა და თვითმფრინავში ვცხოვრობ, ისე ხშირად მიწევს თბილისსა და მადრიდს შორის წასვლა-წამოსვლა. მადრიდი არის ჩემი მეორე სახლი, თბილისსა და მადრიდში ვარ „დაბანაკებული.” ეს ორი ქალაქია, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ დაგიმალავთ, მომწონს მოგზაურის როლი. თითქმის პროფესიონალი გავხდი და ჩემი ხრიკებიც მაქვს, რომ, რაც შეიძლება კომფორტულად ვიგრძნო თავი. მაქვს „უნიფორმა” – ვიცი, რა უნდა ჩავიცვა მგზავრობის დროს; რომელი ფილმი ჩამოვტვირთო ლეპტოპში, რომ ფრენის დროს ვუყურო: წინასწარ ვარჩევ წასაკითხს. მოკლედ, თვითმფრინავსა და აეროპორტში ვიცლი იმისთვის, რისთვისაც სხვა დროს არ მცალია. ფრენის შემდეგ სახლში, თმისა და სახის ნიღაბს ვიკეთებ, ასევე მასაჟს, ლიმფოდრენაჟს. ეს ყველაფერი დაურღვეველი წესია (იცინის). ჩემი საქმე მაქვს როგორც მადრიდში, ასევე, თბილისშიც. ახლა ძირითადად „ჰელოუს” პროექტით ვარ დაკავებული. ასევე, ვარ ესპანეთის დიპლომატიური აკადემიის წევრი, შესაბამისად, ხშირად მიწვევენ მაღალი რანგის დიპლომატიურ მიღებებზე. მას შემდეგ, რაც ესპანეთის სამეფო გვარის ორდენით – კარლოს მეხუთის ორდენით დამაჯილდოვეს, მე ოფიციალურად მიწევს ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოფნა, შავი გრძელი კაბითა და თავზე ვუალით (იცინის). პირველი ქართველი ვარ, ვისაც ეს ორდენი მიენიჭა. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება, მეტად გავაცნო და დავაახლოო ერთმანეთს ქართული და ესპანური კულტურის წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო წრე მყავს ესპანეთში. როცა მრავალი წელი ცხოვრობ ერთ ქალაქში, გიჩნდება საშუალება, იქაც გაიჩინო ახლობელთა წრე. ისინი ესპანეთში წარმატებული ადამიანები არიან. ამ ბოლოს გადავწყვიტე, ესპანეთის მეფესთან შეხვედრა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემი გამოცემისთვის.
– როგორც ვიცი, ახალი ბიზნესიც დაიწყე რომელიც ვერტიკალურ ბაღებთანაა დაკავშირებული?
– ეს ის საქმეა, რამაც ბოლო პერიოდში ძალიან გამიტაცა. ესპანეთში ვერტიკალური ბაღები ძალიან მიღებულია. ერთი წელია, ამ საქმეს თბილისშიც ვაკეთებ, რადგან უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა. წლების წინ ჩართული ვიყავი სარესტორნო ბიზნესში. ერთ-ერთი პირველი რესტორანი მქონდა შარდენზე, შემდეგ ბარსელონაშიც. თუმცა, ამ საქმეს ჩამოვცილდი. იცით, რომ ჩემი საყვარელი საქმეა მოდა – ვკითხულობ ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოდის მარკეტინგში. მარკეტინგის გარეშე მოდაში ვერაფერს მიაღწევ. საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარება რთულია. აქ არ გვაქვს წარმოება, დიზაინერებს თურქეთიდან და ევროპიდან უწევთ ყველაფერის ჩამოტანა. შესაბამისად, ქართველ დიზაინერებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ პროდუქციის შექმნა. როგორც მარკეტოლოგმა, ჩავატარე ბევრი კვლევა და მივაგენი საინტერესო მიმართულებას. ევროპაში ძალიან დიდი მოთხოვნაა ნატურალურ ქსოვილებზე, რომელიც ნატურალური საშუალებითაა შეღებილი. ჩვენთან ღებვას დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნატურალური ღებვა ქიმიურმა ჩაანაცვლა, ძველი ტექნოლოგიის მცოდნე საქართველოში ორი სამი ადამიანი თუ იქნება. მათაც ახალ ტექნოლოგიებზე წარმოდგენა არ აქვთ. ესპანეთში ვიპოვე ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით დიდი ხანია, მუშაობს და მათ შეძლეს ღებვის ძველი ტექნოლოგიების გათანამედროვება. ჩემი მიზანია, საქართველო გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ნატურალურად შეღებილი ქსოვილების წარმოებაში. ამ პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით განხორცილედება, „კავკასიის ფერები” ვუწოდე. მე მომწონს ბევრი მიმართულებით მუშაობა და ახალი საქმის დაწყება. ახალ საქმეში რომ ცდი ძალებს, ეს საინტერესო პროცესია. ძალიან მინდა, ესპანეთში ჩვენი დიდი კულტურა გავაცნო, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს. ამიტომაც გადავწყვიტე, ჟურნალ „ჰელოუს” საქართველოში შემოტანა. ეს გამოცემა 70 წელია, არსებობს ბაზარზე და იყიდება მსოფლიოს 90 ქვეყანაში. ეს ჟურნალი ჩემთვის კარგი „იარაღი”, კომუნიკაციის საშუალებაა, საქართველო გავაცნო მთელ მსოფლიოს. მე სკოლა ამერიკაში დავამთავრე. უნივერსიტეტი – საფრანგეთში. წლები ვიცხოვრე ესპანეთში, რეალურად, 18 წელი არ მიცხოვრია საქართველოში. ამ ქვეყნებში გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება მომცა. მახსოვს, მამა მეტყოდა ხოლმე, ისწავლე უცხოეთში, მაგრამ, როცა დრო მოვა, შენს სამშობლოში გამოიყენე ცოდნა და გამოცდილებაო. აი, ასე ვასრულებ მამასთან დადებულ პირობას (იცინის). მამა ჩემ მიმართ განსაკუთრებით მკაცრი იყო. როგორც უფროს შვილს, მე მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებდა. ჩემი დები უფრო იოლად გადაურჩნენ მის „წნეხს”. მე, როგორც ყველაზე ცელქი და დაუმორჩილებელი, სულ მამის დიქტატურის ქვეშ ვიყავი. თუმცა, ამას დღეს სხვანაირად ვუყურებ. ვინც დღეს ვარ, ჩემი მშობლების დამსახურებაა. მამა აღმოჩნდა ის, ვინც თავი მაპოვნინა, მომცა განათლება და მასწავლა პასუხისმგებლობა, იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაცას ვაშავებდი (იცინის). მამა ამბობდა ხოლმე, ნინომ ორი წლის ასაკში ფეხი რომ აიდგა, იმის მერე აღარ ჩერდებაო. მიკონტროლებდა ყველა ნაბიჯს. ხშირად ხუმრობდა ხოლმე, ქვეყანაში ვიცი რა ხდება და საკუთარ ოჯახში ვერ გამიგიაო (იცინის).
– დაზვერვის სამსახურის უფროსს, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო, უფროსი შვილის „დაზვერვა” არ გაუჭირდებოდა.
– ეს ფუნქცია დედას მიანდო. ის იყო იმ წლებში ჩემი მთავარი „მზვერავი” (იცინის). კი არაფერს ვაფუჭებდი, მაგრამ 90-იანი წლები, რასაც ჩემი თინეიჯერობის ასაკი დაემთხვა, ამ ქალაქში რთული იყო. გვიანობამდე არსად არ უნდა დავრჩენილიყავი – ეს იყო ჩემი მშობლების მოთხოვნა. ამიტომაც ვიყავი „გაგდებული” უცხოეთში. კერძო, მკაცრი დისციპლინის სკოლებში ვსწავლობდი, ქალთა პანსიონებს რომ ჰგავდა რეჟიმით. მგონი, სპეციალურად არჩევდნენ ჩემი მშობლები ასეთ სკოლებს. მე ჩემი ორივე შვილი სკოლაში საქართველოში შევიყვანე. ოთხი წელია, თბილისში ცხოვრობენ. აქ რომ ჩამოვედით, ქართული კარგად არ იცოდნენ. ახლა უკვე აღარ აქვთ პრობლემა. უფრო მეტხანს რომ დარჩენილიყვნენ ესპანეთში, მერე საქართველოში აღარ დაბრუნდებოდნენ. მე ძალიან მინდოდა, რომ მათ საქართველოში ეცხოვრათ. თუმცა, საკუთარ თავზე დავრწმუნდი, რომ მე უფრო კოსმოპოლიტი ვარ, ყველგან შემიძლია ცხოვრება.
– აქტიური ცხოვრება გაქვს. ამის მიღმა, პირად ცხოვრებაში არის სიახლეები?
– პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლეები არ არის. არიან, სიმპათიებს რომ გამოხატავენ, თუმცა ამ ეტაპზე, სერიოზული არაფერია. ზოგჯერ მიჩნდება სურვილი, ორი ბიჭის შემდეგ, ერთი ლამაზი გოგოც მყავდეს, მაგრამ ამას ასე ვერ დაგეგმავ. ყველაფერი თავისით ხდება და ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ დაგიმალავთ, რომ წლებთან ერთად, ქალი ამ გადაწყვეტილებას მარტივად არ იღებს, როცა საქმე მეორედ გათხოვებას ეხება. მე ისე შევეჩვიე თავისუფლებას, მისი დაკარგვა გამიჭირდება. ახლა ვინმემ რომ მითხრას, ამდენ დროს სამსახურში, ოფისში რატომ ატარებო, ალბათ, ვერ შევეგუები. თუმცა, წინასწარ ვერაფერს იტყვი. შეიძლება, ადამიანი ისე შეგიყვარდეს, ბევრ რამეზე თქვა უარი. პირველ ქორწინებაში ასეთი პრობლემა მცირე დოზით მეც მქონდა. მე ცხოვრების ის ეტაპიც გავიარე, როცა სახლში ვიჯექი. ორი შვილი გავაჩინე, გავზარდე. მას შემდეგ, რაც მე და ჩემი მეუღლე, გიორგი, დავცილდით, ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა კარგი, მეგობრული ურთიერთობა. ეს, უპირველესად, ჩვენი ორი შვილის, ალექსანდრესა და ლუკას ცხოვრებაზე აისახება კარგად. ბიჭები ზაფხულობით ხშირად არიან მასთან ბარსელონაში. მე უფრო მადრიდში მიწევს ყოფნა, ვიდრე ბარსელონაში. ცხოვრების ძალიან აქტიური ტემპი მაქვს. მომწონს ეს, თუმცა ასეთი აქტიური ცხოვრების ფონზე, ყოველთვის ვახერხებ მქონდეს დრო საკუთარი თავისთვის. ცხოვრების ჯანსაღ წესს, არც თბილისში ვღალატობ, არც მადრიდში, სადაც ყოველ დილით დავრბივარ რეტიროს პარკში. მე ამ პარკთან ახლოს ვცხოვრობ. სალამანკას უბანში ჩემი საყვარელი კაფეები და რესტორნებია, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა. იქ ბევრი ცენტრია, სადაც გამაჯანსაღებელ პროცედურებს ვიტარებ. თავის მოვლა, ჯანსაღი კვება და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საკუთარი თავი მომწონს, თავს ბედნიერად ვგრძნობ და ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევ სამოსს. ჩემი სტილი ბოლო წლებში ცოტა შეიცვალა. ახლა მიკვირს, როგორ მეცვა დიდი პლატფორმები, რაც ადრე იყო მოდაში. გარდერობიდან ბევრი რამ ამოვიღე. ჩაცმის სტილი და სამოსი ჩემი პროფესიული საქმეც არის და სიამოვნებაც (იცინის).

скачать dle 11.3