კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ ექცევა ნანა კუხალეიშვილი ქმარს ცუდად და რატომ უწევს მას მეუღლისგან შორს ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მსახიობმა ნანა კუხალეიშვილმა, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, გარშემო სერიალის მსახიობები შემოიკრიბა და მეგობრებთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად, ახალი თეატრი გახსნა.
ნანა კუხალეიშვილი:
ჩვენი ახალგაზრდული თეატრი „სივრცე“ „არტ ჰოლში“ დაარსდა. აქამდე სტუდიური სახის ახალგაზრდული თეატრი გვქონდა, რომლის სპექტაკლიც „არტ ჰოლის“ დირექციამ ნახა. გამოთქვეს ინტერესი, რომ მათ შენობაში გადავსულიყავით. საოცრად გვიწყობენ ხელს   დირექტორი ნანა ბერძენიშვილი, მისი მოადგილე – ქალბატონი მანანა ამაშუკელი და საერთოდ, ყველა. კიაზო ჯობავა, როინ ჩიტუაშვილი და მე, ვართ ჩვენი თეატრის წარმომადგენლები. ასე რომ, „არტ ჰოლსა“ და თეატრ „სივრცეს“ შორის ჰოლდინგი შეიქმნა, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. მხოლოდ ახალგაზრდების თეატრი საინტერესო არ იქნებოდა, რადგან ძირითადად, არაპროფესიონალები იყვნენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგვეხდინა ამ ახალგაზრდების ცნობად სახეებთან სინთეზი. მოველაპარაკე ჩემი ოჯახის წევრებს „ჩემი ცოლის დაქალებიდან”, მათ შორის: ლამარას – მარინა დარასელია, დუდუს – ალექსი ბეგალიშვილი, კვაზის – ზურაბ ანთელავა და ეთო გუგავას. სერიალიდან, ჩემი ჩათვლით, ხუთნი ვართ და გამოდის, რომ, ფაქტობრივად, „ჩემი ცოლის დაქალების“ თეატრი გაიხსნა. ვგეგმავთ, ნელ-ნელა, მეტი მსახიობი წამოვიყვანოთ სერიალიდან ჩვენს თეატრში. გარდა ამისა, მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა და ახმეტელის თეატრის მსახიობებიც არიან ჩვენ გვერდით. პირველი სპექტაკლის პრემიერა 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს გვქონდა, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. ყველას დიდი მადლობა ამ დღისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის. პირველი სპექტაკლი ჯემალ მონიავას „ჯვარცმული ბედნიერებაა“ აფხაზეთის თემაზე, რომელიც სპეციალურად დავაკავშირეთ გახსნის დღეს. ძალიან ბევრი მირეკავს და გაოცებული მეკითხებიან: რა „ფხა“ გაქვს ასეთი, თეატრის შექმნა როგორ შეძელიო (იცინის).
– მართლა ხომ არ გყავთ მილიონერი ნათესავი?
– (იცინის) იქ აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვართ. ყველანაირ ხარჯს „არტ ჰოლი“ იღებს. აბა, ჩვენ, გაღლეტილი მსახიობები ვართ და სად გვაქვს ამდენი ფული?! ყველა აღფრთოვანებულია ჩვენი  იდეით. საქართველოში აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, ერთ დასში არაპროფესიონალ მსახიობებს, პროფესიონალებთან ერთად ეთამაშათ. მარტო ის რად ღირს, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ქუჩას მოაცილებ და სცენის მტვრით მოხიბლავ?! პროფესიონალებთან თამაში კი თავისთავად, დიდი მოტივაციაა. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ახალგაზრდები პროფესიონალიზმით არავის ჩამოუვარდებიან. დირექციამ გათვალა, რომ ჩვენი თეატრი თავიდან სააბონემენტო მომსახურებაზე იმუშავებს. თუმცა, არცერთ თეატრს არ დავუდებთ ტოლს და ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ, რომ მალე, სალარო გავხსნათ. საკმაოდ ხმაურიან პიესებზე გვაქვს მუშაობა დაწყებული და კრიტიკისთვისაც მზად ვართ. ცოტა სკანდალური ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ მაყურებლის მოსაზიდად. ცოტა ხნით გვინდა, აკადემიურ სპექტაკლებს შევეშვათ და სიგიჟეები გავაკეთოთ. პატარებისთვის არაჩვეულებრივი თოჯინების თეატრიც გვაქვს. რეჟისორი ლექსო გორგოძე მოვიწვიეთ ჩვენთან, რომელიც წლები მოსკოვში მუშაობდა და უნიჭიერესი ადამიანია. ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, მთელი ცხოვრების ოცნებაა, რომელიც არ მეგონა, თუ ოდესმე ამისრულდებოდა. მაგრამ, ახლა ყველაფერი ისე საოცრად აეწყო, რომ გაოცებული ვარ. თან, როგორც ჩანს, ბიძისგანაც გამომყვა რაღაც მოხერხება. მაინც კაკაჩიას ნათესავი ვარ (იცინის). სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ისტორიაა კვაზის ჩვენს თეატრში მოსვლა. ჩვენ მთელი ზაფხული ვმუშაობდით დილიდან საღამომდე. არც ბავშვებს დაუსვენიათ. მხოლოდ ათი დღე მივეცი თავს განტვირთვის უფლება, რომ გახსნისთვის მოვმზადებულიყავი. იმ პერიოდში მეუღლესთან წავედი კიევში. „ფეისბუქზე“ შევედი და ვხედავ, ჩვენი თეატრის აფიშაზე წერს კვაზი: ვინმეს შეწუხებაა საჭირო, თუ რა უნდა გავაკეთო, ამ თეატრში მოსასვლელადო. მაშინვე ვუპასუხე: „ბუძი“ არავისთან გჭირდება შეთანხმება, სამ დღეში მანდ ვარ და შენც ჩვენთან ერთად იქნები-მეთქი. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. კვაზი ხომ დეიდაჩემის ქმარია და ვეუბნები: ამხელა მილიონერი კაცი ხარ და ცოლის ნათესავს, ერთი „პიისიატ ტიში” ჩამირიცხე ანგარიშზე, რა მოხდა-მეთქი და ცოცხალი თავით უარზეა (იცინის). მოკლედ, ფულის ჩარიცხვაზე ვერაფრით, მაგრამ სხვა დანარჩენზე, დავითანხმე.
– ამხელა ამბებში რომ ხართ ჩართული მთელი ზაფხული, ოჯახს არ მოაკლდით?
– მეუღლე ახლა უკრაინაშია. ორი შვილი მყავს და ორივე ჩემს თეატრშია დაკავებული. ჩემი გოგო ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. ჩემს თავზე იმდენად არ ვღელავ, როგორც მასზე. ვფიქრობ, ხომ არ დავაშავე, ის რომ დავაკავეთ-მეთქი, მაგრამ დასიდან ვინმეს ხომ უნდა ეთამაშა?! მას კი მეტი გამოცდილება აქვს და ამიტომ, წესით, უნდა გავიდეს ფონს. მონაცემებით დედას ჰგავს, მაგრამ ჩემზე ბევრად ნიჭიერია. ბიჭზე, საერთოდ, ამბობენ გიჟიაო. თუმცა, თვითონ  მსახიობობა არ უნდა. ჯერ პატარაა, 10 წლის და ინტერესები ძალიან სწრაფად ეცვლება. თუმცა, უნდა თუ არა, სახლში მარტო ვერ დავტოვებ, აუცილებლად ჩემთან უნდა მყავდეს, თეატრში. სახლში, ფაქტობრივად, მხოლოდ დასაძინებლად მივდივართ. მეუღლეს ძალიან მოსწონს ეს ყველაფერი და მამხნევებს.
– მეუღლესთან განშორება რთული არ არის?
ეს ჩემთვის ურთულესი თემაა. მეუღლე პროფესიით იურისტია, მაგრამ ახლა ბიზნესის გამოა უკრაინაში წასული. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მხარეა. მიჭირს ამაზე ლაპარაკი. 20 წელია, ხელჩაკიდებულები მოვდივართ, ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც არ გაგვიტარებია. მაგრამ, ახლა ისეთი სიტუაცია გვაქვს, მისი იქ ყოფნა აუცილებელია. დღეს ყველას ბანკის ვალი აქვს, უამრავი მატერიალური პრობლემაა და ეს ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ, რომ ადამიანურად გავაგრძელოთ ცხოვრება. ბიზნესის დასაწყებად მთელი ჩვენი ქონება ბანკში ჩავდეთ, მათ შორის, სახლიც. სამწუხაროდ, ბიზნესი არ აეწყო და მინუსებში წავედით. ამას დაემატა ისიც, რომ მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასე რომ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამიტომ იძულებულები ვართ, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. როგორმე ერთი წელიც უნდა მოვითმინოთ და ერთმანეთის გარეშე გავძლოთ. გულწრფელად რომ გითხრათ, მეუღლეს ძალიან ცუდად ვექცევი, რის გამოც ხანდახან ჩემს თავს ვკიცხავ. ხან ვიბუტები, ხან ვტირი და სულ ჩვენს ასეთ მდგომარეობაზე ვფიქრობ. ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია, ამ ფიქრებს თავი დავაღწიო თეატრია. ამიტომ იქიდან სახლში წამოსვლა საშინლად არ მინდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია. მხოლოდ თეატრში, ჩემს მეგობრებთან მაქვს სიცოცხლის ხალისი. როგორც კი შენობიდან გამოვდივარ, მკვდარი ვარ. ვერ აგიწერთ, როგორ ცუდად ვარ, ძალიან მიჭირს. კიევიდან რომ ჩამოვედი, სიცოცხლე აღარ მინდოდა, სამი დღე დეპრესიაში ვიყავი და სახლიდან ვერ გავდიოდი. მერე ისევ თეატრის ბიჭებმა მომიყვანეს გონს. კიაზო ჯობავა ჩემი ქმრის დეიდაშვილია. ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ მძიმე პერიოდი გადამატანინონ.
– მეუღლეზე არ ეჭვიანობთ, თან, როცა უკრაინაშია?
– კი, როგორ არა. თავიდან არ ვეჭვიანობდი მაგრამ, რაც დრო გადის, ზედმეტი მონატრებისგან ეჭვიანობის მომენტი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიყვარულის მჯერა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მე ისეთი ქმარი მყავს, არ მიღალატებს-მეთქი. უბრალოდ, ჩვენი სიყვარულის მჯერა.
– ხანგრძლივი განშორების შემდეგ როგორი იყო თქვენი შეხვედრა?
– ერთმანეთი ცხრა თვე არ გვყავდა ნანახი და უკრაინაში რომ ჩავედი, კინაღამ გადმოვფრინდი თვითმფრინავიდან. მთელი დღეები ჩახუტებულები დავდიოდით. არაჩვეულებრივად „ვიგულავეთ“ უკრაინაში. ხანდახან მეც მითქვამს, კაცის ღალატს არაუშავს-მეთქი. მაგრამ, ვფიქრობ, ქალი, რომელიც ამას ამბობს და მათ შორის მეც, გულწრფელი არ არის. რა სისულელეა, რომ წარმოვიდგინო ქმარმა ვიღაცასთან მიღალატა, შეიძლება, მოვკვდე.
– თქვენს პოპულარობას როგორ უყურებს უკრაინიდან?
– სხვათა შორის, თბილისში რომ მოვფრინავდი, აეროპორტში ქართველი სპორტსმენი ბიჭები შემხვდნენ – გამარჯვებულები სამშობლოში ბრუნდებოდნენ. რომ დამინახეს, გამიღიმეს და მომიკითხეს, ჩემმა მეუღლემ გაოცებულმა მკითხა, იცნობ ამ ბიჭებსო?! მე ვუთხარი, შენ არ იცი, საქართველოში სულ ასე ხდება, როცა მხედავენ-მეთქი. ძალიან მოსწონს ჩემი პერსონაჟი და ხანდახან რჩევებსაც მაძლევს მეგრულთან დაკავშირებით, რომელიც თვითონ ძალიან კარგად იცის.
– ბოლო დროს ძალიან ინტრიგანი გახდა თქვენი პერსონაჟი...
– მინდა, რომ კიდევ მეტად ინტრიგანი გავხდე (იცინის). თავიდან რომ მესმოდა, მოკალით, გაპუტეთ, ეს საზიზღარი, ინტრიგანი ქალიო, ცოტა განვიცდიდი. ჩემს ჩაქოლვასაც ითხოვდნენ (იცინის), მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ მაყურებელს ეს დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ აქვს, ჩემდამი კი, ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავენ.
скачать dle 11.3