№44 ტრისტან სარალიძის ანეკდოტები
ბავშვი ეკითხება დედას:
– დედა, რას აკეთებს წერო, მას მერე, ბავშვს რომ მოიყვანს?
– წევს დივანზე, უყურებს ტელევიზორს, ჭამს, სვამს, ეწევა სიგარეტს და სძინავს.
***
გაბრაზებული ცოლი ქმარს:
– ვაჟბატონო, მე შენგან სამუდამოდ მივდივარ! რატომ დუმხარ? არაფერი გაქვს სათქმელი?
– მოიცა რა... არ მინდა, ბედნიერება შევაშინო, თვალი არ ეცეს.
***
თბილისში მომავალ მიხოს შვილი ეუბნება:
– მამი, თბილისში რომ ჩავალთ, ფეხსაცმელებს ხომ მიყიდი?
– გიყიდი, მა რას ვიზამ? აბა, ჩემი მოსკვიჩივით კუნძებზე ხომ არ შაგაყენებ...
***
უფროსთან შედის თანამშრომელი და ეუბნება:
– უფროსო, გუშინ ჩემს პირადობის მოწმობაში ჩავიხედე და ისე ვემსგავსები იქ ჩაკრულ სურათს, სასწრაფოდ დასვენება მჭირდება.
***
ტიპი მეგობარს უყვება:
– აუ, ჩემს სიდედრს იმდენი კბილი აქვს გამოხრული, რომ დააღებს პირს, თავი ვარძიაში მგონია.
***
მეგრელი ეუბნება ქალს:
– ქალბატონო, ჩემთან ჯადოსნური სექსი გნებავთ?
ქალი დაფიქრდა და ჰკითხა:
– ჯადოსნური სექსი როგორია კი მაგრამ?
– როგორი და სექსის შემდეგ გავქრები.
გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
შეყვარებული გოგონა ბიჭს ეუბნება:
– გახსოვს, საყვარელო, აგარაკზე რომ ვიყავით?
– კი.
– ხოდა, ორსულად ვარ და რა გინდა, იყოს?
– პირველი აპრილი!
***
კახეთში, ბენზინგასამართ სადგურთან მაგარი მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა ტიპი და სიგარეტს მოუკიდა. გამოხედა მიხომ და დაუყვირა:
– ე, ბიჯო, დროზე ჩააქრე ეგ სიგარეტი, თორემა, თუ დაუბუთქუნა, ორმოცამდე ძირს არ ჩამაგაგდებს!
***
სვანი შედის აფთიაქში და კითხულობს:
– ბუასილის სანთლები გაქვთ?
– კი, გვაქვს.
– და შანდლები?
***
უფროსი ეკითხება თანამშრომელს:
– რა არის ეგ, რომ ორივე ნეკა თითი თაბაშირში გაქვს?
– მოვიტეხე.
– ორივე ერთად როგორ?
– ყურებს ვიფხანდი და დამაცემინა.
***
ბიჭი შეტყობინებას სწერს გოგოს:
– დილით ვერ ვსაუზმობ, იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ. შუადღეს ვერ ვსადილობ, იმიტომ რომ, შენზე ვფიქრობ. საღამოს ვერ ვვახშმობ, იმიტომ რომ, შენზე ვფიქრობ და ღამე ვერ ვიძინებ.
– რატომ ვერ იძინებ, ჩემზე ფიქრობ?
– არა, მშია!
***
ცოლ-ქმარი რესტორანში ზის. ოფიციანტი ეკითხება ქმარს:
– რა მოგართვათ?
– რამე ისეთი, რომ დავნაყრდე.
– ქათამზე რას იტყვით?
– ეგ თვითონ შეუკვეთავს.