№44 ბრძნული აზრები
იუნგი: გარისკვის გარეშე, ასჯერ უფრო მეტს ვრისკავთ.
განდი: პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გებრძვიან, შემდეგ იმარჯვებ.
პოლ ვალერი: ახალგაზრდობას არ უყვარს სრულყოფილი ქმნილებები. ისინი ძალზე ცოტა რამეს უტოვებენ გასაკეთებელს და ამიტომაც აღიზიანებს ან ასევდიანებს მას.
ლესინგი: თუ გახდი შემგუებელი, ეს არ ნიშნავს, საკუთარ თავზე ცუდი უნდა იფიქრო. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ცოტას ფიქრობ.
სანდი: ის, რისი მიღებაც მშვიდად შეგიძლიათ, თქვენ უკვე აღარ გმართავთ.
დედა ტერეზა: ბედნიერების გასაღები არ არსებობს. მისი კარი ყოველთვის ღიაა.
დიდრო: სუსტები განსჯიან, ძლიერები პატიობენ, ბედნიერები ივიწყებენ.
ემერსონი: წელიწადში მხოლოდ ორი დღე არსებობს, როცა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ერთი არის გუშინ და მეორე – ხვალ.
ჩესტერფილდი: ბავშვი სტუმარია შენს ოჯახში – აჭამე, ასწავლე და გაუშვი.
ბელინსკი: ბავშვები ჩვენს სიტყვებს კი არ იმახსოვრებენ, არამედ – ქცევებს.
მარტინ ლუთერ კინგი: რწმენა ნიშნავს, გადადგა ნაბიჯი მაშინაც კი, როცა კიბეს მთლიანად ვერ ხედავ.
ვოლტერი: ყველა ჩვენგანის პრობლემა ისაა, რომ პრობლემის მოგვარებას ვეძებთ არა იქ, სადაც რეალურადაა, არამედ იქ, სადაც ჩვენ გვინდა.
გრიგოლ ნოსელი: ნუ ეუბნები ღმერთს, რომ შენ პრობლემები გაქვს, პრობლემებს მიუბრუნდი და უთხარი, რომ შენ ღმერთი გყავს.
ფრანსი: შენ იმყოფები იქ, სადაც შენი ფიქრებია, მაგრამ დარწმუნდი, შენი ფიქრები იქ არის, სადაც შენ გინდა ყოფნა.
კამიუ: სრულყოფილებას თუ ეძებ, ჯერ საკუთარი თავის შეცვლაზე იზრუნე და არა – სხვისი.
ტოლსტოი: სიკეთის არ უნდა გწამდეს, სიკეთე უნდა აკეთო.
გერცენი: საგნები უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ადამიანები გვიყვარდეს. სამწუხაროდ, საგნები გვიყვარს, ხოლო ადამიანებს ვიყენებთ.
ჯეკ ლონდონი: ურთიერთგაგება ნიშნავს იმის შეგნებას, რომ ჩვენ განვსხვავდებით და არა იმას, რომ ჩვენ ერთნაირები უნდა ვიყოთ.
მოლიერი: უნდა გავმიჯნოთ სიყვარული სიამოვნებისგან. სიყვარული გაცემული ენერგიაა, სიამოვნება კი – მიღებული.
ცვაიგი: თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მეუღლე იმისთვის გჭირდებათ, რომ ბედნიერი გახდეთ, ცდებით. მეუღლე გჭირდებათ იმისთვის, რომ ბედნიერება გაუნაწილოთ.