კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მითხრეს, რომ იოგურტისა და წითელი ღვინისგან ეფექტური სახის ნიღაბი მზადდება. როგორ დავამზადო ის და კვირაში რამდენჯერ გამოვიყენო?
პასუხი
: ამ ნიღბის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ,  2 სადილის კოვზი იოგურტი და 2 სადილის კოვზი წითელი ღვინო. ერთმანეთში აურიეთ ეს ინგრედიენტები და მიღებული მასა ფუნჯით კარგად გაინაწილეთ სახეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ღვინო დაბერების საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა, იოგურტი კი, გამომშრალ კანს ატენიანებს. ეს ნიღაბი, კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.
კითხვა: როგორ მოვამზადო ანტიცელულიტური სკრაბი ყავისგან, რომელსაც, როგორც ამბობენ, კარგი შედეგი აქვს?
პასუხი:
დიახ, ანტიცელულიტურ სკრაბს ყავისგან ამზადებენ, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს და რაც მთავარია, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებში. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 ჭიქა მსხვილად დაფქული ყავა, 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 სუფრის კოვზი შაქარი ან ზღვის მარილი, სუფთა ქილა და ტანის ჯაგრისი.  აურიეთ მშრალი ინგრედიენტები ქილაში, დაუმატეთ ზეთი. ისევ კარგად აურიეთ და სკრაბი მზადაა. სკრაბის გამოყენებამდე კარგია, თუ მშრალ სხეულს ჯაგრისით, წრიული მოძრაობით დაიმუშავებთ. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შხაპის ქვეშ დაიმუშავეთ ცელულიტიანი ადგილები სკრაბით, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. ეს შეგიძლიათ, გაიმეოროთ შხაპის ყოველი მიღებისას.
კითხვა: როგორ მოვიცილო მკვდარი უჯრედები ტუჩებიდან და მივცე მას ჯანსაღი იერი?
პასუხი:
ამისთვის დაგჭირდებათ შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი. გადაურიეთ ერთმანეთში და ნაზად დაიმუშავეთ ტუჩები. ასევე, ლიმონი კვებავს ტუჩის კანს ვიტამინებით, ხოლო თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. 1 სუფრის კოვზ თაფლს, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და შემდეგ დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული ნარევი, დაიდეთ ტუჩებზე და რბილად გაიწმინდეთ. შემდეგ დაიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.
скачать dle 11.3