კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როდის უნდა გაიტანოთ სახლიდან კარადა ან სკამი დასაწვავად და რატომ არის ახალი ავეჯის უეცარი, უმიზეზო დაზიანება ორმაგი ზარალი

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ჯერ კიდევ რამდენიმე ათასწლეულის წინ აღმოაჩინეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და თვით უმნიშვნელო ცვლილებასაც კი, შესაბამისი შედეგი მოჰყვება. ამ ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან ძნელი, ან თითქმის, შეუძლებელია და ამიტომაცაა, რომ ნებისმიერ მოვლენას პირდაპირ მინიშნებად მიიჩნევდნენ: გატყდა ჭურჭელი? – ბედნიერების მაუწყებელია, დაიბნა მარილი? – ჩხუბი იცის... და ასე, დაგროვდა უამრავი ცრურწმენა, მინიშნება თუ ადათ-წესი სამყაროს მიზეზშედეგობრივი კანონზომიერებიდან გამომდინარე, თან, რა თქმა უნდა, მისტიკურ საბურველში გახვეული. მათგან უმეტესობა ჩვეულებრივ, ყოფით საგნებსა და მოვლენებს ეხება, რომლებიც, ერთ მშვენიერ დღეს, რატომღაც, სრულიად უჩვეულოდ და უცნაურად „იქცევიან” – იდგა ფინჯანი მაგიდაზე და უცებ გაიბზარა; საღამოს რომ ბასრი იყო დანა, დილით –– დაბლაგვებულია... იდგა კარადა წლებია უძრავად და უცებ აყირავდა; დაჯექით სკამზე და ძირს დავარდით, რადგან, სრულიად მოულოდნელად, გატყდა. თუ რაზე მიგვანიშნებს ინტერიერის შემადგენელთაგან ყველაზე საჭირო ნივთების: კარადისა და სკამის ესოდენ „უჩვეულო საქციელი”, ამას აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია.
– მე თვითონ ვარ შემსწრე: მეგობართან ვისხედით, ყავას ვსვამდით და ამ დროს, სამზარეულოდან გამაყრუებელი გრუხუნი მოგვესმა – კედელზე დამაგრებული კარადა ჩამოვარდა...
– ასეთი შემთხვევები ყველაზე გავრცელებულია. წლები უძრავად და მყარად რომ ეკიდა ან იდგა კარადა სახლში და უცებ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჩამოვარდა, გადმოყირავდა, გატყდა, დაიშალა. ალბათ, შესაბამისია, რომ ასეთ არასასიამოვნო მოვლენას, ახსნაც არასახარბიელო ჰქონდეს. დიახ, ასეა: თქვენ კონკრეტული პიროვნებისგან მწარე იმედგაცრუება გელით და გაითვალისწინეთ: ტანსაცმლის ან წიგნების კარადა, ძირითადად, მამაკაცის სიმბოლიკაა: ქმრის, შეყვარებულის, მეგობრის, კოლეგის; თეთრეულის ან ჭურჭლის შესანახი კარადა კი – ქალის: ცოლის, მეგობრის, შეყვარებულის. ზოგადად კი, ყველა სახის კარადა ცოდნისა და გამოცდილების სიმბოლური გამოხატულებაა. ამიტომ, მისი ჩამოვარდნა თუ ამოყირავება – მიგანიშნებთ, რომ თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე საერთოდ არასწორია. დაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ, რა პრინციპებს იცავთ და რა აირჩიეთ პრიორიტეტებად. მხოლოდ ასე თუ შეძლებთ, გააგრძელოთ შემდგომი სრულყოფა და განვითარება. იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხნის ავეჯი გატყდა. თუ კარადა ახალია, ცხოვრებაში მოულოდნელ შემობრუნებას, კარდინალურ ცვლილებებს, ახალ შეხვედრებსა და შთაბეჭდილებებს ელოდეთ, რაც ძლიერ ზეგავლენას მოახდენს თქვენს მსოფლმხედველობაზე. ძველი და გაცვეთილი ხარახურის დამტვრევა კი, გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ წარსულში რაღაც საქმე დაუმთავრებელი დაგრჩათ ან ვიღაცასთან ურთიერთობა გაწყვიტეთ, რაც მალე ისევ შეგახსენებთ თავს. საყურადღებოა ასევე, თუ რით იყო სავსე დაპირქვავებული გარდერობი, შემინული თაროები თუ „გორკა”. წიგნის კარადა გაფრთხილებთ, რომ ბოლო დროს თქვენი არაორგანიზებულობა, ნეგატიურად აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე; ავეჯი, სადაც ქვედა საცვალი ინახება, გიწინასწამეტყველებთ რომანტიკულ შეხვედრას ფანტასტიკური ფინალით; ზედა ტანსაცმლით სავსე კარადა თუ გადმობრუნდა, ბიუჯეტზე „საკერებლის დადება” მოგიწევთ; ჭურჭლით სავსე „გორკის” დალეწვა, ქალის დაწინაურების შესაძლებლობაა, რასაც კოლეგები და ხელმძღვანელობაც შეუწყობენ ხელს. თუ დაცემისას გარდერობიდან გადმოცვენილი საგნები გატყდა, მოგიწევთ, უარი თქვათ დიდი ხნით ადრე დაგეგმილ გართობაზე, იქნება ეს: რესტორანში, თეატრსა თუ კონცერტზე წასვლა. ცარიელი კარადის გადმოყირავებისას კი, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას თუ საქციელს. თორემ, შეიძლება, ისეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვათ, მერე რომ ვეღარ გამოასწორებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ კარადის გადმოვარდნა სიზმარში ნახეთ, ცხადში – მალე შეუძლოდ გახდებით. მაგრამ, თუ სიზმარში, ავეჯისგან განსხვავებით, თქვენ არ დაშავდით, მსუბუქი გაციებით გახვალთ იოლას; ხოლო თუ ნამსხვრევებში თქვენც მოჰყევით, მაშინ სასწრაფოდ, კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტარეთ, რომ სერიოზული დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს.
– სკამის გატეხა რაღას გვიქადის?
ალბათ, სადავო არაა, რომ ყველა სახის ავეჯიდან, სკამი უპირველესი მოხმარების საგანი და ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, თუ უკვე წუთისოფელმოჭმული ძველმანია და დაიმტვრა, ეს არც არავის უკვირს და არც – ენაღვლება; ხოლო ახალ და კარგად დაცულ ავეჯს თუ რამე მოუვიდა, მაშინ ღირს, დაფიქრდეთ. თუ მყარი და მოვლილი სკამი მოულოდნელად, სწორედ მაშინ გატყდა, როცა ზედ იჯექით, მალე თქვენი ცხოვრება სტაბილურობას დაკარგავს, რაც არცთუ სასიამოვნო ცვლილებებს შეიტანს თქვენს ბედისწერაში. ხშირად ისიც ხდება, რომ დაჯდომის შემდეგ კი არა, საერთოდ შეუხებლად, თვალით უხილავ მიზეზთა გამო, ახალი სკამი გამტყდარა. მაშინ ნამდვილად უნდა შეშფოთდეს ყველა, ვინც ამ სახლში ცხოვრობს. ეს სიგნალია იმისა, რომ აღნიშნული საცხოვრებლის დამცავი აურა დარღვეულია უხილავი, მაგრამ ძლიერ ბოროტი ძალის მიერ. მოემზადეთ ცხოვრებისეული გამოცდებისა და უსიამოვნებების დასაძლევად. თუ სკამი თქვენს რომელიმე ნათესავს გაუტყდა – თქვენ შორის სერიოზული კონფლიქტი იჩენს თავს. უფრო ზუსტად, ეს იქნება დავა მემკვიდრეობას ან უიღბლო ქორწინებასთან დაკავშირებით.
– მაგრამ, თუ სკამი ოფისშია ან სტუმარს გაუტყდა?
თუ დაზიანება საოფისე ავეჯის მოწყობილობას ეხება და სკამი გატყდა, ეს გაფრთხილებაა ავეჯის მფლობელისთვის, რომ პრობლემები შეექმნება კარიერაში წინსვლასთან დაკავშირებით, რადგან თანამშრომლებიც და ხელმძღვანელობაც ჩასაფრებულნი არიან, რაიმე შეეშალოს და ამით მათ ისარგებლონ. ამ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა შეიძლება, თუ ამხელთ მოშურნეებს. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისთვის კი, ოფისში სკამის გატეხვა ნიშნავს, რომ ხელფასის მომატება გადაიდება, რასაც შესაბამისად, დამთრგუნველი უფულობა მოჰყვება. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ სკამი სტუმარს „შემოაკვდა” ზედ ჯდომისას. ამით სახლის მცველი მიგანიშნებთ, შინ შეუფერებელი პიროვნება შემოუშვით – ბოროტი ზრახვებით გულში. ეცადეთ, შემდგომში აუცილებლად აიცილოთ თავიდან მისი ვიზიტები, რათა სტუმრის არაკეთილგანწყობამ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს თქვენს ოჯახს.
– თუ მაინცდამაინც დაზიანდა, რა ვუყოთ იმ გატეხილ კარადას თუ სკამს?
იმ შემთხვევაში, თუ ეს ავეჯი ისე დაზიანდა, აღარაფერი ეშველება, მისი სახლში გაჩერება არარეკომენდებულია, რომ დადებითი ენერგეტიკული სივრცე არ დაირღვეს. უმჯობესია, გადამწყვეტი ზომები მიიღოთ მათ შესაკეთებლად, მაგრამ თუ საბოლოოდ „მოკვდა”, სამართლიანი იქნება, სანაგვეზე მოისროლოთ, ან დაწვათ. იმისთვის, რომ ძველი, დაზიანებული ავეჯისგან რაიმე სარგებელი მაინც მიიღოთ, იტალიელების ტრადიციისამებრ, უმჯობესია, ახალი წლის ღამეს გაიტანოთ სახლიდან. ამ დროს დრომოჭმული ნივთის გადაგდება აუცილებელიცაა, რომ სახლში იღბალსა და ბედნიერებას გაუთავისუფლოთ ადგილი. განსაკუთრებით კარგად მუშაობს მინიშნება, თუ უვარგის ავეჯს ფანჯრიდან მოისვრით. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, შეამოწომეთ, ფანჯრისქვეშ ხომ არავინაა!
скачать dle 11.3