კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 პეტროს გასაჭირი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „რუსუდან, შედი კარავში“?! 


მართალია, უკრაინის ტერიტორიაზე უპასპორტოდ შეჭრა მაინც მოახერხა, თუმცა თავად ამბობს, მე უბრალო ვარ, ჩემმა მომხრეებმა ამიტაცეს და ციმციმ გადამატარეს საზღვარიო, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე მაინც აღიძრა.
მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის, რომ უკრაინის გულში, ანუ კიევში, საპროტესტო აქციები ჩაატაროს და კიდევ ერთი მაიდნითაც დაემუქროს ლამის უკვე ჯვარნაცვამ პეტრო პოროშენკოს.
ამის პარალელურად კი, ამ ჩვენმა ორგზის პრეზიდენტყოფილმა (რომელმაც უღმერთოდ უარგვყო მრავალგზის, პათოსით: მე მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო!) უკრაინის საემიგრაციო სამსახურს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით, თუმცა უარი მიიღო.
ამის მიუხედავადაც, უკრაინის ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავს; მეტიც, მომიტინგეებთან ერთად, კარავში დაბინავდა (თან – თბილი ტანსაცმელიც მოიმარაგაო!)  და უკრიანის ტელევიზიით სრულიად უკრაინასაც მიმართა: დამიცავით და ჩემი გაძევება არ დაუშვათო!
ჩვენ, ცხადია, არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ უკრაინელები, მაგრამ აშკარაა, რომ პეტრო პოროშენკოს იმ ოკუპანტური გამონათქვამივით გაუხდა საქმე: არ ჰქონდა ბებოს პრობლემები და იყიდა ციკნებიო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიიწვია ჩვენებური „ნაციონალები“). –
скачать dle 11.3