№43 სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებლის გიორგი სოზაშვილის მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს , ბატონ გიორგი მღებრიშვილს.
ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით და მოგახსენებთ შემდეგს, ამა წლის 14 მარტს ჩემი მეუღლის ანა მურვანიძის სახელზე გაფორმებული კომპანიის წილი თაღლითური გზით გადაიფორმა ჩემს კომპანიაში მომუშავე იურისტმა დავით ჩიჩუამ, რომელიც სარგებლობდა მინდობილობით ანა მურვანიძის მხრიდან. ის მივიდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში , სადაც ნოტარიუსმა ნინო მათუაშვილმა ანას გარეშე, მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე უარი განაცხადა წილის გასხვისებაზე. ბატონი დავითი წავიდა საჯარო რეესტრში, სადაც მას წილის გადაფორმება დაურეგისტრირეს. განვმარტავ , მან მინდობილობის საფუძველზე ანა მურვანიძის მაგივრად ხელი მოაწერა წილის გასხვისებას და მთლიანი აქტივი ( საუბარია რამოდენიმე მილიონ დოლარზე ) გადაიფორმა საკუთარ თავზე. ამ წილის გასხვისებას შეეცადა მეორე დღესვე სიმბოლურ თანხად, 100 ლარად ვინმე გიორგი გიორგაძეზე. რადგან მეორე დღესვე , 15 მარტს ყადაღა დაადო საკუთარ წილს ანა მურვანიძემ. ეს გასხვისება შეჩერდა. ამ კონკრეტული შპს - ს ( სალვუს საბურთალო ) ობიექტი მდებარეობს ჟღენტის 7 ნომერში, რომლის იპოთეკარიც გახლდათ პროგრეს ბანკი, დღეს უკვე თიბისი ბანკი. მთლიანი კომპანიის გაყიდვისთვის ჩიჩუას სჭირდებოდა თიბისი ბანკის ხელმოწერაც. თიბისიმ მოსთხოვა პიროვნების გამხელა ვისზეც ფორმდებოდა , ჩიჩუამ კი დაასახელა გიორგი სოზაშვილი, რაზეც თიბისი ბანკი თანახმა გახლდათ. თუმცა მეორე დილით ბანკი დაგვიკავშირდა და გვითხრა რომ გიორგი სოზაშვილი საბუთებში არ ფიგურირებდა. სიმართლის გაგების შემდეგ ჩიჩუამ გასხვისებაზე უარი ბანკისგანაც მიიღო, რაზედაც მადლობას ვუხდით თიბისი ბანკს. ჩვენი მხრიდან მეორე დღესვე იყო რეაგირება , შევიტანეთ სასამართოში სარჩელი, საჩივარი სამართალდამცავ ორგანოებში და დღემდე ჩვენი ძალებით ვცდილობთ სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს რომ ამ საქმის უკან დგანან შსს-ს თანამშრომლები, მათ შორის სოსო სიგუა. ასევე ბატონი ანზორ ხვადაგიანი. იქედან გამომდინარე რომ მიგვაჩნია ცალკეული ადამინების საქციელი ლახავს სამინისტროს იმიჯს, ამიტომ ვთხოვთ მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერკვიონ საქმის ვითარებაში , ჩაატარონ ობიექტური გამოძიება, დაადგინონ ყველა ბრალეული პირი და დასაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.
Giorgi Mgebrishviliსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia , Thea PertaiaGiorgi Kvirikashviliსაქართველოს მთავრობა | Government of Georgia