კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ფერადი და მისტიკური სურნელი Twilly d’Hermes „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

HERMES-ის  ფირმის სამკაული, ჩანთა თუ შარფი, ყველა ქალის ოცნება და იმავდროულად, ფუფუნებაა. მისი განუმეორებელი სტილი, ნებისმიერ სიტუაციაში გამორჩეულსა და მიმზიდველს გხდით.  მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ყველას ყურადღება მიიპყროთ და განსხვავებული იყოთ, ეს ამად, ნამდვილად ღირს.

გასულ კვირას, „ისი პარის“ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა, ხატია შამუგიამ, ჟურნალისტები შეკრიბა და ქალაქგარეთ, გაიყვანა. საგურამოში, გურამიშვილის ღვინის მარანი აღმოჩნდა ადგილი, სადაც ნამდვილი HERMES-ის  გარემო, აურა და სურნელი დახვდათ იქ მისულ სტუმრებს. კომპანია „ისი-პარიმ“ და მისმა წარმომადგენლებმა, თავისი კრეატიულობითა და ფანტაზიით, კიდევ ერთხელ შეძლეს დამსწრე საზოგადოების გაოცება და „შოკში“ ჩაგდება. პრეს-ლანჩისა და სალომე ბაკურაძის ფრანგული ჰანგების გარემოცვაში, HERMES-ის სუნამოს Twilly d’Hermes პრეზენტაცია მოაწყვეს. ეს ის არომატია, რომლსაც ვერც დრო, ვერც სივრცე და ვერც ადამიანის ცდუნება ვერ უძლებს. მისი ერთი წვეთის პკურებაც კი საკმარისია, ქალი მომაჯადოებლად სურნელოვანი, მისტიკურად ამოუცნობი და იმავდროულად, შინაგანი  სიჯიუტის ხაზგასმით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. Twilly d’Hermes ის გამონაკლისია, რომელსაც მას როგორც თინეიჯერი, ისე ზრდასრული ქალბატონი მიანიჭებს უპირატესობას. სუნამოს ინსპირაცია HERMES-ის ცნობილი აბრეშუმის ფერადი ვიწრო შარფია. მისი მთავარი საიდუმლო კი ის არის, რომ  მისი „ფერადი“ სურნელი, მიუხედავად მისი ცნობილი შემადგენელი ინგრედიენტებისა, მაინც ამოუცნობად რჩება. ეს არის სრულიად ახალი ერა HERMES-ის პარფიუმერიის
ისტორიაში, რომელიც HERMES-ის  ექსკლუზიურმა პარფიუმერმა, კრისტენ ნაგელმა შექმნა და მთავარი საიდუმლო – არომატი, არასდროს აგერევათ სხვაში.
ასე რომ, თუ გსურთ, ნამდვილი ფრანგული შარმი და მიმზიდველობა შეიგრძნოთ, გირჩევთ, ეწვიოთ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელს და გაანებივროთ, როგორც საკუთარი თავი, ისე საყვარელი ადამიანები HERMES-ის   განუმეორებელი პარფიუმით.
ნონა დათეშიძე
скачать dle 11.3