კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 „კრიშავდა“ თუ არა სალომე ტეტიაშვილს ბიძინა ივანიშვილი და თხოვდება თუ არა მომღერალი მილიონერ არაბზე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მომღერალი სალომე ტეტიაშვილი ლესბოსელია – ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ. თუმცა, თუ სხვა წყაროს დავუჯერებთ, სინამდვილეში, ის მილიონერ არაბ შეიხს მიჰყვება ცოლად, რომელმაც მომღერალს ბრილიანტის ულამაზესი ბეჭედი აჩუქა. რომელი ვერსია შეეფერება სიმართლეს და რა ხდება სალომეს ცხოვრებაში სინამდვილეში, ამას მისგან შევიტყობთ.
სალომე ტეტიაშვილი:
წელს განსაკუთრებულად კარგი ზაფხული მქონდა. აჭარაში ვიყავი სამუშაოდ წასული ბევრ მეგობართან ერთად და მუშაობას გართობასაც ვუთავსებდი. ბევრი დაუვიწყარი დღე მოვიწყვეთ. კარგად გავერთეთ და ამ ზაფხულის ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდხანს გამყვება ლამაზი დღეები პლაჟზე თავის კოცონით, გიტარით და თავგადასავლებით.
– ახლა რა გეგმები გაქვს?
– ახლა უკვე სწავლა დამეწყო და თბილისში სტაბილურ სამსახურსაც ვიწყებ. ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. სწავლა და სამსახური უნდა შევუთავსო ერთმანეთს. როგორც იცით, ჩემი ბენდი მყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ურთიერთობაშიც და სამსახურის საქმეებზეც, ცოტა გაურკვვლობა გვქონდა. რაღაცებზე ვერ ვთანხმდებოდით. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც ყველა იცნობს – მარიამ აკობიას ვგულისხმობ, მის ბენდში გაერთიანება შემომთავაზა. ძალიან მჭირდებოდა სტაბილური სამსახური, სხვანაირად სწავლის გადასახადის გადახდასაც ვერ შევძლებ. მარიამიც და მისი ბენდის წევრები ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მე და მარი ერთად ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ. ორივე ცნობადი სახე ვართ, რაც ბენდისთვის ძალიან კარგია. საკუთარი სიმღერების ჩაწერა გვინდა. ძალიან ბევრი კარგი ბენდი აკეთებს ქავერებს, მაგრამ ეს აღარავის უკვირს. ამიტომ, გვინდა, საკუთარი სიმღერა ჩავწეროთ, რომელიც აუცილებლად ქართული იქნება.
– რამდენიმე წელი გავიდა, რაც ცნობადი სახე გახდი. ვიცით, დედაშენის და შენი ისტორია. როგორ შეცვალა წლებმა თქვენი ცხოვრება?
– ამ წლებმა მოიტანა ის, რომ მე და დედა ერთმანეთს შევეხიდეთ. დედას ყოველთვის ძალიან ბევრი შრომა უწევდა. ახლაც არ აკლებს, მაგრამ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ეხმარება, ბევრად მარტივად გამოდის ყველაფერი. ბინის ამბავი ხომ გადატრიალება იყო ჩემს ცხოვრებაში. როცა შენ მიერ გამომუშავებული თანხა ქირასა და ვალში არ მიდის და ახლის გაკეთებაზე ფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ამ ყველაფრის წყალობით, შევძელი სწავლის დაწყება, რასაც მანამდე ვერ ვახერხებდი.
– როცა უკვე დიდი და თან, პოპულარული ხარ, წარმატებას მეტი პასუხისმგებლობა და ტკივილიც ახლავს თან.
– სიმართლე რომ გითხრათ, ამ საკითხის მიმართ ძალიან ინდიფერენტული ვარ. თუმცა, თავიდან მიუჩვეველი ვიყავი და ძალიან განვიცდიდი. ვიღაც არ მოვა და ასე პირდაპირ, ბოროტებას არ გაგიკეთებს. ძირითადად, ცდილობენ, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მოგაქციონ. თუნდაც, ის ფაქტი, რომ ამბობდნენ, თითქოს ჩემი ისტორია და გაჭირვება სპეციალურად იყო გათვლილი პიარზე, თავიდან ძალიან მტკენდა გულს. მაგრამ, შემდეგ საკუთარ თავს მოვერიე. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა თუ გინდა, ვფიქრობ, „ყველა ძაღლს, რომელიც გიყეფს, ქვა არ უნდა ესროლო”.
– ამ დროის განმავლობაში მამასთან დაკავშირებით შეიცვალა რამე? გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
– არა, არავითარი კონტაქტი არ გვაქვს.
– ახლა, როცა უკვე შემდგარი პიროვნება ხარ, რომ გამოჩნდეს და ურთიერთობის ინიციატივა გამოიჩინოს, რას იზამ?
– ამაზე ხშირად ვფიქრობ. ჩემთან ურთერთობის ინიციატივა შეიძლება, გამოიჩინოს, მაგრამ ეს ურთიერთობა ჯანსაღი იქნება? მე არ ვიქნები მასთან შეხვედრისა და დალაპარაკების წინააღმდეგი. მის მიზეზებსაც მოვუსმენ იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მაგრამ ის, რომ როგორც მამა, ისე დამიდგეს გვერდში, წარმოუდგენელია. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლებას არ მივცემ. ადამიანს შენ გვერდით ყოფნის უფლება რომ მისცე, უნდა გიყვარდეს. ხშირად გამიგია, მაინც მამაა და როგორ არ უნდა გიყვარდესო. როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა არ მაქვს? 15 წელი ცოტა არაა. ოთხი-ხუთი წლის ასაკში რომ მყავს ნანახი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. გარშემო ბევრი ადამიანი მყავს, ვინც იმაზე მეტად მიდგას გვერდში და ძალიან მიყვარს, ვიდრე მამაჩემი. ამიტომ, ადამიანთან, რომელიც არ მიყვარს, როგორ მექნება მამაშვილური ურთიერთობა?!
– თუმცა, სიყვარული დროის ამბავია, რომელიც ურთიერთობას მოაქვს.
– ძალიან მეეჭვება (იცინის).
– ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება შენ შესახებ. ბოლოს ვკითხულობდი, სალომე ტეტიაშვილი ლესბოსელია, მეგობარ გოგონასთან აქვს ურთიერთობაო.
– (იცინის) გეტყვით, რაში იყო საქმე. არც მე და არც მარიამ აკობიას არ გვყავს შეყვარებული და არც ისეთი ადამიანი, ვინც პოტენციურ შეყვარებულად შეიძლება, მოვნათლოთ. ამიტომ, ვხუმრობთ ხოლმე, მე და შენ ბოლოს ერთად დავრჩებითო. 24 საათი ერთად ვართ. მარისთან უფრო დიდ დროს ვატარებ, ვიდრე დედაჩემთან. ხუმრობით „ფეისბუქზე“ დავწერეთ, რომ ურთიერთობა გვქონდა.
– ისიც გავიგე, რომ მილიონერ მამაკაცზე დაინიშნე.
– ღმერთმა ქნას, მილიონერზე დავინიშნო (იცინის). იქნებ ენამ უყივლოს ხალხს, ყველას მადლობელი ვიქნები. ძალიან ლამაზი ფოტო ვნახე, მამაკაცის ხელზე ქალის ხელი იდო, რომელსაც ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა. ეს ფოტო ჩემს გვერდზე გავაზიარე და გადაწყვიტეს, რომ 54-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით დამნიშნა არაბმა შეიხმა. ხელით მიხვდნენ, რომ არაბი იყო (იცინის). ისე, ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი.
– კიდევ რა გაგიგია შენ შესახებ?
– ჩემი ისტორია რომ მოვყევი, მაშინ ამბობდნენ, რომ ყველაფერს ვიგონებდი და სინამდვილეში, მამა სახლში მყავდა. მერე გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო მამაჩემი, ჩემი – „კრიშა”. მერე ბიძინას დაანებეს თავი და უბრალოდ, მილიონერის შვილი ვიყავი. ჩემს სახლში რომ სიუჟეტები გადაიღეს, ის სინამდვილეში ჩემი სახლი არ ყოფილა. მეზობელთან გადავედი, ვითომ ღარიბი ვიყავი. პირად ცხოვრებაზე დიდად არ მესმის ხოლმე ჭორები, იმიტომ რომ, ამაზე არ ვსაუბრობ. რაც უფრო დამალულია ურთიერთობა, ვფიქრობ, რომ უფრო მყარია.
– მე მაინც გკითხავ პირად ცხოვრებაზე...
– ახლა მართლა არაფერი ხდება განსაკუთრებული. თაყვანისმცემელი ყველა გოგოს ჰყავს, მაგრამ მთავარია, მე მინდა თუ არა ეს ყველაფერი. ჯერ არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობის დამყარება მომინდება. ამიტომ, ვარ მარტო და თავს მშვენივრად ვგრძნობ.
– ისეთი, როგორი?
– მაღალი, ცისფერთვალება და მსგავსი სტანდარტები არ მაქვს. მთავარია, ახლობელი იყოს და ჩემზე ზრუნავდეს. მთავარია, გული მიმივიდეს და ჩემთან ახლოს იყოს თავის ინტერესებით. მისთვის აუცილებლად მისაღები უნდა იყოს ჩემი ცხოვრება. არ იმღერებ და მაგიდაზე ხელის დაკაკუნება, ჩემგან ძალიან შორსაა. მსგავსი პრეტენდენტი ჯერ არ შემხვედრია, თორემ წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები. ეჭვიანობა მე არ მახასიათებს, მაგრამ  გაფრენები მეც მაქვს. მთავარია, არ მომატყუოს. მირჩევნია მითხრას, რომ აღარ ვუყვარვარ და ჩემგან წასვლა უნდა, ვიდრე პარალელურად ჰქონდეს სხვა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გული მეტკინება, მაგრამ სიმართლე მაინც მირჩევნია.
– ბრილიანტის ბეჭედს რომ თავი დავანებოთ, მითხარი, სინამდვილეში რა საჩუქრები მიგიღია ბიჭებისგან?
– გულის დანთება და მსგავსი სიურპრიზები, ჩემთვის უკვე საკმაოდ ბანალურია. მე ელემენტარული ყურადღება უფრო მახარებს, ვიდრე რომეოს როლის თამაში, როცა სინამდვილეში რომეოები არ არიან. ყოფილა ჩუმად ვარდებისა და ბეჭდის დატოვება, მაგრამ რამდენიმეკარატიან ბრილიანტს არ ვგულისხმობ (იცინის).
скачать dle 11.3