კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 აპირებს თუ არა დუდა სანაძე დაქორწინებას და რა საკითხში არ ერევა მამამისი

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის წევრი, დუდა სანაძე იტალიის „სერია A-ში” გადავიდა სათამაშოდ. 25 წლის კალათბურთელი „ფლექს პისტოიას“ ღირსებას იცავს. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია იტალიური გუნდის ვებ-გვერდზე გავრცელდა: „დუდა სანაძეს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე აქვს საერთაშორისო გამოცდილება. მან ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და შესაბამისად, კარგ ფიზიკურ კონდიციაშიც იმყოფება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შეუძლია, 2-3 პოზიციაზე თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ „პისტოიამ“ იდეალური მოთამაშე იპოვა“, – ეს განცხადება სანაძის შესახებ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ესპოზიტომ გააკეთა. ის „ევრობასკეტი 2017-ის” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
– დუდა, როგორ აღმოჩნდი იტალიის „სერია A-ში“?
სლოვენიიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემი აგენტი მუშოაბდა ამ საკითხზე და ეძებდა ჩემთვის კარგ გუნდს, ჩემს თავს სთავაზობდა სხვადასხვა გუნდებს, ერთ-ერთი შემოთავაზება მომივიდა იტალიის „სერია A-დან.” „ევრობასკეტის” შემდეგ, არჩევნის წინაშე ვიდექი, მაგიდაზე მედო შემოთავაზებები და ჩემზე იყო დამოკიდებული სად გავაგრძელებდი კარიერას. საბოლოოდ, არჩევანი  „ფლექს პისტოიაზე“ გავაკეთე. რაღაც მიზეზების გამო, ცოტა გვიან შემოვუერთდი გუნდს: ჯერ იყო და „ევრობასკეტი” დამთავრდა გვიან, მერე სამედიცინო შემოწმება გაიწელა – ანალიზის პასუხს ველოდებოდით დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპისთვის, გუნდთან ერთად, მხოლოდ სამი თამაში მომიწია. „სერია A” ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია ევროპაში და გამოირჩევა ძლიერი მოთამაშეებით. თითოეულ გუნდში ერთი MBA-ის წარმომადგენელი მაინც ჰყავთ. ჩვენ არცთუ ისე ცუდად დავიწყეთ თამაში – ორი მოგება და ერთი წაგება გვაქვს.
– იტალიურ პრესაშიც არაერთხელ დაიწერა შენზე, რას უკავშირდება ეს ყოველივე?
– ეს არის საკალათბურთო ქალაქი. როცა ახალი ხარ, გიყურებენ, როგორც ლიდერს, საუკეთესო მოთამაშეს, შესაბამისად, შენზე აინტერესებთ ინფორმაცია. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს. ყველა თამაშზე დაგვყვებიან და მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ თუ წავაგებთ, ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. დიდი ძალა და კარგი აურა მოდის მათგან. მთელი აღჭურვილობით მოდიან გასამხნევებლად: დროშებით, საყვირებით და ასე შემდეგ. მომწონს ეს გარემო და სიტუაცია. მართლა მიხარია, რომ ამ გუნდში მოვხვდი. პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი იმედები გავამართლო.
– იტალია როგორ მოგწონს?
– შეჩვევის პერიოდი მაქვს. ძალიან მიყვარს იტალია, რამდენჯერმე ვიყავი კიდეც ნამყოფი. მომწონს ხალხი, სამზარეულო  და ასე შემდეგ. ქალაქიც ლამაზია, მსიამოვნებს აქ ყოფნა და ბედნიერი ვარ ამ არჩევნით. ახლოს ვარ ფლორენციასთან და როცა გუნდს თავისუფალი დრო გაქვს, ხშირად გავდივართ  სხვადასხვა ადგილის მოსანახულებლად. თუმცა, თავისუფალი დრო ცოტა გვრჩება, გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. იშვიათად ვახერხებთ სადმე გასვლას. თუ თავისუფალი დრო გამოვნახეთ, ძირითადად, ვისვენებთ. სიმართლე გითხრათ, საუკეთესო ფორმაშიც არ ვარ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ შედეგებს. ვიცი, რომ უფრო კარგად შემიძლია თამაში. იმის გამო, რომ გვიან შევუერთდი გუნდს, ვერ ვივარჯიშე მათთან ერთად და შესაბამისად, კარგად მომზადებულიც არ ვარ.
– გამოდის, რომ ეს სეზონი კარგად დაიწყო შენთვის.
კი, ნამდვილად კარგად დაიწყო. ფორმაში, როგორც კი ჩავდგები, მერე გავაუმჯობესებ შედეგებსაც.
– „ევრობასკეტს,” როგორ შეაფასებ?
– გულდასაწყვეტია, რომ ვერ გავედით. ვფიქრობ, ვიმსახურებდით ამას, მაგრამ გვქონდა უპატიებელი ჩავარდნა უკრაინასთან, რამაც საბოლოოდ, ეს შედეგი გამოიღო. ყველა პროფესიონალი კალათბურთელი ამბობდა, რომ თქვენი დონის გუნდი შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გასულიყოო. მაგრამ, კალათბურთია, არასდროს იცი, რა მოგივა. მეამაყება, რომ თამაში კარგად მიდიოდა, თუ ასე არ იყო, მთელი შტაბის მენეჯერები, ექიმები, მოთამაშეები ერთად  ვცდილობდით გამოგვესწორებინა შედეგი. გამართლებაზეც ბევრია დამოკიდებული, თუმცა ყველაფერს გამართლებასაც ვერ დავაბრალებთ. კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ, რადგან ჩვენი მისია ვერ შევასრულეთ. ასე არ გვინდოდა, დამთავრებულიყო. ჩვენს გეგმებში შედიოდა თურქეთში, შემდეგ ეტაპზე თამაში. სიმართლე გითხრათ, გულნატკენები ვიყავით ყველანი.
– ნაკრები რამდენიმე მთავარმა მოთამაშემ დატოვა. ვინ ჩაანაცვლებს მათ?
– ეს ძალიან დიდი დანაკლისია. რთულია იმაზე ლაპარაკი, ვინ ჩაანაცვლებს მათ და ასე შემდეგ. თუმცა, ფაქტია, გაჭირდება მათი შემცვლელის პოვნა. ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დანაკლისი არ დაეტყოს ნაკრებს. არ არის ცნობილი, ვინ ჩაანაცვლებს მათ. მწვრთნელები მუშაობენ და ვნახოთ, მომავალში რა იქნება. დარწმუნებული ვარ, ღირსეულ კანდიდატებს დაასახელებენ.
– მამას, როგორც პროფესიონალ კალათბურთელს, მოსწონს არჩევანი იტალიაზე რომ გააკეთე?
– მამა არ ერევა მსგავს საკითხებში. რჩევის სახით, შეიძლება, მითხრას რაიმე, მაგრამ ისე, რომ ჩემს არჩევანსა და კარიერაში ჩაერიოს - არა. ბოლოს მაინც ჩემი გადასაწყვეტია და თავად მიწევს საუკეთესო შემოთავაზების არჩევა.
– მართალია, რომ შეყვარებული გყავს?
– კი, მართალია, ჩემი შეყვარებულია ანუნა მდივნიშვილი. ჩემზე 2 წლით პატარა – 23 წლისაა. 8 თვის წინ გავიცანით ერთმანეთი ნაკრების თამაშზე. მას მერე, როგორც ხდება ხოლმე, მიწერ-მოწერა გვქონდა. გაცნობიდან, სადღაც 1-2 თვეში, სლოვენიაში მომიწია წასვლა და ონლაინ გავაგრძელეთ ურთიერთობა. რომ ჩამოვედი, მერე უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ამდენი ხანი გვქონდა მიწერ-მოწერა. მივხვდი, რომ ის ის იყო (იცინის).
– დაქორწინებას აპირებთ?
– ჯერ არ ვფიქრობთ. თუმცა, წინაწარ ვერაფერს დაგეგმავ. მე არ ვარ ეგეთი. თავად მივხვდებით, ალბათ, როდის უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. ამ საკითხზე არ გვისაუბრია.
– ის, რომ უცხოეთში გიწევს ხშირად ყოფნა, დისკომფორტს არ გიქმნით ურთიერთობაში?
– რა თქმა უნდა, რთულია. ამდენი ხანი ვერ ნახულობ, მაგრამ ამასაც ეჩვევი. თან, ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს ამ დროში, რომ სულ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. მართალია, პირადად ნახვას და შეხვედრას ვერ ვახერხებთ, თუმცა ამ დეფიციტს ყოველდღე საუბრით ვივსებთ. მგონია, რომ სულ ჩემ გვერდითაა
– ანუნას მანამდე კალათბურთთან ჰქონდა შეხება?
– არა, საერთოდ, არა. უბრალოდ, ჩემს მეგობრებთან ერთად მოვიდა თამაშზე. დავინახე და მომეწონა. მაშინ დაიწყო ყველაფერი (იცინის).
– სიურპრიზებს ხშირად უკეთებ?
– ზოგადად, ძალიან მსიამოვნებს სიურპრიზების გაკეთება. შეყვარებულიც რომ არ იყოს, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც არაერთხელ გამიკეთებია. სიმართლე გითხრათ, როცა თავად მიკეთებენ სიურპრიზს, ცოტა უხერხულად ვარ,  ამიტომ ყოველთვის მირჩევნია, მე გავუკეთო სხვას მოულოდნელი საჩუქარი. წინასწარ არ მინდა ვთქვა, თუმცა მაქვს უკვე რამდენიმე დაგეგმილი.
– რაიმე გრანდიოზულს გეგმავ?
– არა, გრანდიოზულს არა. სიურპრიზი, როგორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის სასიხარულოა.
– როგორია შეყვარებული დუდა?
– ვერ გეტყვით ასე, ჩვეულებრივი -  უბრალოდ შეყვარებული ვარ (იცინის). სიგიჟეები და მსგავსი რაღაცები არ მახასიათებს, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ.
скачать dle 11.3