კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 საბავშვო ბაღი „თოლია“ – პირველი ნაბიჯები ჯანსაღი და წარმატებული მომავლისკენ

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

ბაგა-ბაღი „თოლია” 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მას სათავეში უდგას ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალბატონი – მაკა ხუნჯუა. ბაღი დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით, შექმნილია სხვადასხვა ასაკის ჯგუფები და ხორციელდება ბავშვის განვითარებისა და განათლებისთვის საჭირო, მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა.
მაკა ხუნჯუა:
ადამიანი ცხოვრებაში რამდენიმე არჩევანს აკეთებს სიყვარულითა და გულის კარნახით, ერთ-ერთია პროფესიული საქმის არჩევა. როცა საყვარელ საქმეს ემსახურები, თვითრეალიზაციის საოცარი შეგრძნება გაქვს. მასწავლებლის პროფესია ჩემი ოჯახის ტრადიციაა. ბავშვობიდან შევიგრძენი, შეიძლება ითქვას, მასწავლებლობის ტვირთიც და ხიბლიც. მას შემდეგ, რაც საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე ჯერ სკოლაში, შემდეგ – საბავშვო ბაღში მუშაობის შედეგად, გადავწყვიტე, დამოუკიდებლად გამეხსნა ბაგა-ბაღი. რეალობად მექცია პატარებისთვის სამყარო, სადაც მშობლები იმედითა და რწმენით მოიყვანენ შვილებს, რომ ისინი აქ მომავალი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბაღი „თოლია” პასუხობს მშობელთა მოთხოვნებს, ბავშვთა სურვილებსა და შესაძლებლობებს.
„თოლიაში” მყუდრო, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. გვაქვს საკუთარი ეზო და სათამაშო მოედანი, ხელოვნური მწვანე საფარითა და გასართობი ატრაქციონებით. დიდი დრო და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სუფთა ჰაერზე ყოფნას. ბაღში ჩვენი აღსაზრდელების უსაფრთხოებისთვის, ფუნქციონირებს 24-საათიანი ვიდეოკონტროლი. ჯგუფები დაკომპლექტებულია ასაკობრივად, მაქსიმუმ 12-15 აღსაზრდელით. ბაღი მუშაობს კვირაში 6 დღე, კვირის გარდა. ასევე, არასამუშაო, დამატებითი საათების განმავლობაში, მშობლის სურვილის შესაბამისად. სამუშაო საათებია 08:30 – 19:30. ჩვენთვის ყველა აღსაზრდელი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. საზეიმოდ აღვნიშნავთ ყველა მათგანის დაბადების დღეს.
– რა კონკრეტული გაკვეთილები და აქტივობები გაქვთ, რაც ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს?
– ჩვენთვის ბავშვის წამყვანი ქცევა-თამაშია, რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია მისი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. ამ დროს ვითარდება მსხვილი და წვრილი მოტორიკა. სირბილის, გაძვრომის, ხტუნვის დროს მაგრდება მათი მსხვილი კუნთები. კუბურებით თამაშისას  და ვითომ წერის დროს კი, ვითარდება ნატიფი მოტორიკა და კოორდინაცია. ბავშვის კოგნიტური და სენსორული უნარების განვითარებისთვის, საბავშვო ბაღში არსებობს საჭირო სათამაშოები და შესაბამისი მასალა. ბავშვები ბაღში სწავლობენ კარგ მანერებს, სწორ და მარტივ ქცევის წესებს, ერთმანეთთან ურთიერთობას, სათამაშოების გაზიარებას, თამაშის დროს რიგში დგომას, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნას – დახმარების გაწევას. უვითარდებათ თვითმოვლის უნარები.
ჩვენს საბავშვო ბაღში აქტივობათა ფორმა სხვადასხვაგვარია: ტრადიციული, თემატური, კომპლექსური, ინტეგრირებული. აქტივობები აგებულია აღსაზრდელთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ჩვენი აღმზრდელები კარგად ერკვევიან ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებში და ამის მიხედვით აგებენ მათთან ურთიერთობას. ჩვენი აღმზრდელების დევიზია: პატივი სცენ ბავშვს, ხედავდნენ მასში პიროვნებას, ენდონ მის შესაძლებლობებს!
– გარდა ყოველდღიური პროგრამისა, დამატებით რა წრეები არსებობს და ღია გაკვეთილებს თუ აწყობთ მშობლებისთვის?
– გარდა ყოველდღიური პროგრამისა, გვაქვს მუსიკის, ცეკვისა და ინგლისურის წრეები. ბაღს ემსახურება ფსიქოლოგი და საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ლოგოპედიც.  ბავშვებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი გონებრივი თუ შემოქმედებითი შესაძლებლობები: ღია მეცადინეობებზე, სიტუაციურ თამაშებში, მწერლებთან შეხვედრებზე საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციებით. დიდი დრო ეთმობა სახვითი ხელოვნების აქტივობებს (აპლიკაცია, ხატვა, ხელსაქმე, ხატვა გუაშით, თიხასთან და პლასტელინთან მუშაობა).
– რამდენად მრავალფეროვანი მენიუ გაქვთ და რა შემადგენლობის საკვებზე აკეთებთ აქცენტს?
– გვაქვს ოთხჯერადი, ჯანსაღი და მრავალფეროვანი, ეკოლოგიურად სუფთა  კვება. მენიუს შედგენისას გათვალისწინებულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება. დაცულია ჰიგიენის ნორმები, რაც მნიშვნელოვანია აღსაზრდელების ჯანმრთელობისა და პრევენციისთვის.
– წინასასკოლო მოსამზადებელ ჯგუფში როგორ მუშაობთ?
– სკოლამდელი ასაკის ბავშვები გადიან სასკოლო მზაობის პროგრამას, რომლის ძირითადი მიზანია, განუვითაროს ბავშვს მომავალი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები. დაეხმაროს მას საუკეთესო არჩევნის გაკეთებასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. ხელი შეუწყოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ სიჯანსაღეს, მოამზადოს აღსაზრდელი პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისადმი. შეუქმნას ბავშვს პოზიტიური განწყობა სწავლისადმი.
მისამართი: ქ. თბილისი,
დიღომი, „ტოიოტას” ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო ტელ: 599 91 81 21.
facebook: საბავშვო ბაღი „თოლია”
скачать dle 11.3