№43 გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
– იცი, ამბობენ, როცა ღამით არ გეძინება, ვიღაც შენზე სიზმარს ხედავსო.
– ისეთი უძილობა მჭირს, მგონი, სიზმარს კი არა, სერიალს ხედავს.
***
მეგრელი სამშობიაროში მივიდა ცოლ-შვილის გამოსაყვანად.
– იცით, დღეს ვერ გაგატანთ, რადგან შაბათია. ორშაბათს მობრძანდით, რომ გამოვწეროთ.
– ხოხ, თუ გამოწერითაა, ფანჯარასთან რომ ქალბატონი წევს, ის გამომიწერეთ.
ბესო ბარათაშვილის ანეკდოტები
გოგო ეკითხება ბიჭს:
– რატომ აღარ მირეკავ, აღარ გიყვარვარ?
– არა, აღარ ვსვამ.
***
ცოლმა ყველაფერი გაიხადა, შემოიცვა გამჭირვალე ხალათი და დაადგა თავზე დივანზე მიწოლილ ქმარს:
– ზუკა, შემომხედე, ხალათის შიგნით არაფერი მაცვია.
– კარგი, ჰო, დავიწყებ სამსახურს და ყველაფერს გიყიდი.
***
ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე, კაცი ეკითხება გოგონას:
– გოგონი, როგორ ფიქრობთ, უცნობ მამაკაცს დათანხმდებით სექსზე?
– არავითარ შემთხვევაში!
– მაშინ იძულებული ვარ, წარმოგიდგეთ – ბატონი დავითი!
***
– ბაბუ, ნახე რა ლამაზი ქალი მოდის.
– ეჰ ბაბუ, ეგ შენთვისაა ქალი, თორემ ჩემთვის უკვე მხოლოდ პეიზაჟია.
***
ძმაკაცები საუბრობენ:
– გითქვამს გოგოსთვის, სინამდვილეში რას ფიქრობ მასზე?
– კი.
– მერე?
– მოიცა, შრამს გაჩვენებ.
***
ქუთაისელს ეკითხებიან:
– როგორ ხარ?
– როგორ, ძამია და გეგუთის ზონასავით და ქუთაისის თეატრივით?
– ეგ როგორ, კაცო?
– არცერთს არ ჰყავს მაყურებელი!
***
მამა ეკითხება საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს:
– საყვარელო, აბა, რას აკეთებდი დღეს ბაღში?
– დედას ვხატავდი.
– გუშინაც ხომ დედას ხატავდი?
– კი.
– გუშინწინაც.
– კი. ყოველდღე დედას ვხატავთ. მასწავლებელი გვეუბნება: ბავშვებო, სწრაფად დასხედით, თქვენი ხმა არ გავიგო და ხატეთ... თქვენი დედა...
***
დაძაბული სამუშაო დღის მერე, მოშიებული პროგრამისტი მაცივართან მივიდა, გამოაღო კარი, გამოიღო კარაქი და შეფუთვაზე წაიკითხა: „ნაღების კარაქი 72%“.
– მალე ჩაიტვირთება – ჩაილაპარაკა, კარი მიხურა და ისევ კომპიუტერს მიუჯდა.
***
დილით, სიდედრი მანქანას ქოქავს. სიძე გახედავს და გასძახებს:
– საით გაგიწევია, გიორგევნა?
– სასაფლაოზე.
– მერე, მანქანას ვინ მოიყვანს უკან?
***
მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ალკოჰოლის მავნებლობაზე და თვალსაჩინოებისთვის, ერთ ჭიქაში არაყს ჩაასხამს, მეორეში – წყალს და ორივეში ჩააგდებს ჭიას. წყლიან ჭიქაში ჭია ცოცხალი გადარჩება, არყიანში კი, მოკვდება.
– აბა, ბავშვებო, რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ?
მიხო წამოხტა და გასცა პასუხი:
– რა მასწ. და თუ არაყს დავლევთ, ჭიები აღარ გვეყოლება.
***
– ექიმო, ძალიან მტკივა ხელი.
– თქვენ, ხელი კი არა მხედველობის პრობლემა გაქვთ.
– არა, კაცო, ხელი მტკივა, ხელი!
– თუ მხედველობის პრობლემა არ გაქვთ, მაშინ შარდ-სასქესო ორგანოებია მწყობრიდან გამოსული.
– რას ამბობ, კაცო? ხელი მტკივა, ხელი!
– გამაგიჟებს ეს ხალხი! ბატონო, მე რას ვამბობ თუ თქვენ? კარზე, დიდი ასოებით აწერია – უროლოგი! ხოდა, თუ არც მხედველობას უჩივით და არც შარდ-სასქესო სისტემას, აქ როგორ მოხვდით?
***
უცხოელი დაინტერესდა ქართველების სმის კულტურით და კახეთში ჩასულმა, მიხოს ჰკითხა:
– როგორ სვამს კახელი კაცი სასმელს?
– როგორა და, ჯოუ... ჯერ იმასა სვამს, რაც სიამოვნებს, მემრე – რამდენიც შაუძლია და მემრე კიდენა – რამდენიც დარჩება.