№43 რა მოხდა ამ დღეს
23 ოქტომბერი
1917 – ბოლშევიკებმა მიიღეს 25-ში გადატრიალების მოწყობის გადაწყვეტილება.
1956 – უნგრეთში დაიწყო ანტისაბჭოთა გამოსვლები.
24 ოქტომბერი
1857 – ინგლისი, შეფილდში, დაარსდა მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი.
1939 – პირველად გასაყიდად გამოიტანეს ნეილონის წინდები (კოლგოტები).
25 ოქტომბერი
1555 – აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა დროებით შეაჩერა ომები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.
1883 – ჟენევაში გიორგი პლეხანოვმა შექმნა პირველი რუსული მარქსისტული ორგანიზაცია.
26 ოქტომბერი
1581 – ერმაკ ტიმოფეევიჩმა თავისი რაზმით დაიწყო ციმბირის დაპყრობა.
1863 – ჟენევაში დაარსდა საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია.
1863 – ლონდონში დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ფეხბურთის თამაშის თანამედროვე წესები.
27 ოქტომბერი
1904 – გაიხსნა ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი.
1925 – ფრედ უოლერმა დააპატენტა წყლის თხილამურები.
1982 – ჩინეთის მოსახლეობამ გადააჭარბა მილიარდს.
28 ოქტომბერი
1636 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
1886 – გაიხსნა თავისუფლების ქანდაკება.
1886 – ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს „მშრალი კანონი“.
1965 – რომის პაპმა პავლე მეექვსემ მოხსნა ებრაელებს „კოლექტიური ბრალი“ იესო ქრისტეს სიკვდილის დასჯაში.
29 ოქტომბერი
ძველი წელთაღრიცხვით 539 წელი – სპარსეთის მეფე კორისმა აიღო ქალაქი ბაბილონი.
1924 – ქალაქ ურგას დაერქვა ულან-ბატორი და გამოცხადდა მონღოლეთის დედაქალაქად.
1945 – ნიუ-იორკის მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს ბურთულებიანი კალმები, თითო 12 დოლარი ღირდა.