№43 ბრძნული აზრები
ჰეგელი: ჭეშმარიტება იბადება როგორც ცოდვა და კვდება, როგორც – შეცდომა.
სოკრატე: თუ დუმილით გიპასუხეს, არ ნიშნავს, რომ პასუხი გაგცეს.
ვოლტერი: ახლობელი ადამიანი პრინციპებსა და წყენაზე მაღლა დგას.
კამიუ: თავისუფალია ის, ვისაც ტყუილის თქმა არ შეუძლია.
რემარკი: ყველაზე რთული ცხოვრებაში არის, განსაზღვრო, თუ რომელი ხიდი გაიარო, ხოლო რომელი – დაწვა.
იუნგი: მარტოობა შენ გარშემო მყოფთა არარსებობით კი არ გამოიხატება, არამედ შენი შეხედულებების გამგები ადამიანების არარსებობაში.
როკფელერი: კარგი მმართველობა ისაა, ჩვეულებრივ ადამიანებს გავაგებინოთ, როგორ შეასრულონ არაჩვეულებრივი ადამიანების სამუშაო.
ჩესტერფილდი: ცხოვრებისეული ფაქტია, რომ ბევრი რამ, რაც ყველამ იცის, ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე.
დეკარტი: ადამიანები გათავისუფლდებიან გაუგებრობათა ორმოცდაათი პროცენტისგან, თუ დააზუსტებენ სიტყვების მნიშვნელობას.
შოუ: თავი უნდა მოვიწესრიგოთ სამი წესის დაცვით: ნუ ვუსაყვედურებთ, ნუ დავაბრალებთ და თავს ნუ გავიმართლებთ.
ჰემინგუეი: ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.
შილერი: მაკვირვებს, რატომ ურჩევნიათ, იმოქმედონ საეჭვო ან საერთოდ, არარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვიდრე გაითვალისწინონ მონაცემები, თავდაპირველ ჩანაფიქრს რომ ეწინააღმდეგება.
სანდი: ნუ შეუშლი ხელს, ახდეს ის, რაც შენთვისაა ჩაფიქრებული და არა ის, რაც შენ ჩაიფიქრე.
ლინკოლნი: ხასიათი ჰგავს ხეს, ხოლო რეპუტაცია მის ჩრდილს. ჩვენ ვზრუნავთ ჩრდილზე, მაშინ, როცა ხეზე უნდა ვიზრუნოთ.
ბულგაკოვი: რაც უფრო ბრძენდება ადამიანი, მით ნაკლებად სწყინს რამე.
შამფორი: ბედნიერი მაშინ ხარ, როცა მიუხედავად შენი მდგომარეობისა, ღმერთს უფრო მეტ მადლობას ეუბნები, ვიდრე სთხოვ.
სტეინბეკი: ვინც სიძულვილს სიძულვილით არ პასუხობს, ის თავსაც გადაირჩენს და სხვასაც გადაარჩენს.
ავრელიუსი: თუ ადამიანი მოგწონს ისეთი, როგორიც არის, ესე იგი, გიყვარს, ხოლო თუ ცდილობ, კარდინარულად შეცვალო, ესე იგი, მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს.
მოლიერი: ოჯახის შექმნისთვის სიყვარულია საჭირო. მისი შენარჩუნებისთვის – პატიება და მოთმინება.
მოპასანი: ბრძენს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა, მამაკაცს ორი ქალი ერთდროულად უყვარდეს? სიყვარული არა, მაგრამ ორივეს მოტყუება შეუძლია, – უპასუხა ბრძენმა.