კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ ჩაბარდა მოუხელთებელი ბანდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

 გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე, საქართველოში ზეზვა გოგოლაურის შეიარაღებული, კარგად ორგანიზებული ბანდა მოქმედებდა, რომელმაც მრავალი თავსატეხი გაუჩინა სამართალდამცავ სტრუქტურებს. ბანდის მოხელთება მხოლოდ მას მერე გახდა შესაძლებელი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია რომ ჩატარდა, რომელსაც  იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა.

მეტსახელად „ტეტე“
1967 წლის 29 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ პერმის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 30 წლის ზეზვა გოგოლაური გაიქცა, რომელსაც 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გოგოლაურმა ღამის 3 საათზე გუშაგის კოშკურაზე კატასავით, უჩუმრად ააღწია და გათიშა რა გუშაგი, მის „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატს დაეუფლა და გაიქცა. მდევრებმა გაქცეულის მოხელთება ვერ შეძლეს და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
ზეზვა გოგოლაური, მილიციის ყოფილი ოპერი გახლდათ უფროსი ლეიტენანტის ჩინით და 1965 წელს იმის გამო დააპატიმრეს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ხელ-ფეხი მოსტეხა დაკითხვის დროს. დაკავებული არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაში იმხილებოდა, რომლის დროსაც, 15 წლის დაზარალებული გოგონა უსასტიკესად სცემა. დამნაშავე ერთ-ერთი პარტიული ფუნქციონერის ახლო ნათესავი იყო და მას საქმე „ჩაუწყვეს“. ზეზვა კი მილიციიდან გააგდეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საპყრობილეში გოგოლაურმა ორჯერ დაიმატა „სროკი“ უდისციპლინობისთვის და პერმში რომ გადაიყვანეს, მას უკვე 12 წელი ჰქონდა მისჯილი. გაქცევის პერიოდში, ზეზვას 10 წელი ჰქონდა დარჩენილი და საქართველოში რომ ჩამოაღწია, ყველასა და ყველაფერზე გულგატეხილმა ყოფილმა უფროსმა ლეიტენანტმა, ბოროტმოქმედებას მიჰყო ხელი. მან მილიციისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად მდიდარი მოქალაქეებისა და სახელმწიფო დაწესებულებების სალაროების ძარცვა დაიწყო. ყოველი გაკეთებული საქმის მერე, ზეზვა გოგოლაური ასეთ ბარათს ტოვებდა შემთხვევის ადგილზე – „დიდი მოკითხვით მილიციას „ტეტე“.
„ტეტე“ ზეზვას ჯერ კიდევ კოლეგებმა შეარქვეს მილიციაში მუშაობისას კარგი სროლისთვის და სამართალდამცველებს არ გასჭირვებიათ იმის მიხვედრა, თუ ვინ უნდა ეძებნათ.

გაქცევა
გოგოლაური რამდენადაც კარგი და მოხერხებული ოპერი იყო, იმაზე ბევრად უკეთესი ბოროტმოქმედი აღმოჩნდა. „ტეტე“ ძალიან მარჯვედ მოიპოვებდა საჭირო ინფორმაციებს („ნაკოლს“ იღებდა), შემდეგ იდეალურად გეგმავდა დანაშაულს და ნიღბიან „პაძელნიკებთან“ ერთად, სანიმუშოდ ასრულებდა. დანაშაულის დროს მხოლოდ გოგოლაური იყო უნიღბოდ და ნიშანდობლივია, რომ ოცდათოთხმეტი ძარცვიდან, რომელიც ბანდის ანგარიშზე იყო, არცერთი დანაშაულის ჩადენისას არამც თუ მსხვერპლი არ ყოფილა, არამედ ერთი გასროლაც არ მოუხდენიათ მძარცველებს. სამმა წელიწადმა ისე გაიარა, რომ მილიცია ერთი ბანდიტის კვალსაც კი ვერ წააწყდა. ძალოვნებმა დაახლოებით მხოლოდ ის იცოდნენ, რომ „ტეტეს“ ბანდაში 10-12 კაცი იყო და კარგად იყვნენ შეიარაღებულნი.
1970 წლის 12 მაისს ნავსი გატყდა. გორში, მოქალაქე პეტრე კორინთელის ოჯახზე თავდასხმისას, როდესაც მძარცველებმა დიდძალი ძვირფასეულობა გაიტაცეს და მიმალვას აპირებდნენ, ოჯახის უფროსმა 12-კალიბრიანი თოფიდან, ერთ-ერთი მძარცველი ფეხში დაჭრა. მან გაქცევა ვერ მოასწრო და ვერც თავისიანებმა მოახერხეს მისი წაყვანა. დაჭრილი ბოროტმოქმედი, 26 წლის თბილისელი კარლო გოგიბერიძე აღმოჩნდა, რომელიც სასტიკად აწამეს დაკითხვებზე, მაგრამ ბევრს ვერაფერს გამორჩნენ. ის იმეორებდა, რომ მხოლოდ „ტეტეს“ იცნობდა და ბანდის დანარჩენ წევრებზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა.
ფეხში დაჭრილი ბოროტმოქმედი ჯერ გამოაჯანმრთელეს, შემდეგ გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1970 წლის 17 ნოემბერს კი გოგიბერიძე რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გვირაბით გაიქცა. მასთან ერთად გაიქცა მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული, 28 წლის გივი ხერხეულიძე, რომელსაც 13 წელი ჰქონდა მისჯილი.

ბანდაში
კარლო გოგიბერიძემ გივი ხერხეულიძე კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა, რომელიც საბურთალოზე მდებარეობდა. კერძო სახლი ქვრივ ქალს, 34 წლის უშვილო ირინე კედიას ეკუთვნოდა. ქალი გოგიბერიძის საყვარელი იყო და გაქცეულები რომ მას მიადგნენ, დიასახლისს კარლოს ნახვა ძალიან გაუხარდა. მათ სუფრა გაუშალა და გივი ხერხეულიძე ცალკე ოთახში მოასვენა.
მეორე დღეს  გოგიბერიძემ კონსპირაციული ბინა დატოვა. წასვლის წინ კი ხერხეულიძეს დაუბარა:
– გივი, ძმაო, ფეხი არსად გაადგა. მე ორიოდე დღეში მოვალ და დავილაპარაკოთო.
იმავე დღეს, ღამის 2 საათზე ქვრივის ბინაში მოულოდნელად სამი შეიარაღებული მამაკაცი მივიდა. მათ იარაღის მუქარით ხერხეულიძე სახლიდან გაიყვანეს. „ვილისში“ ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, თან ეუბნებოდნენ: გეგონა გვაჭმევდი? კარგად ვიცით, რომ „ნასედკა“ ხარ. გაქცევა ძაღლებმა მოაწყვეს, რომ „ტეტესა“ და ბანდის კვალზე გახვიდეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ. კარლო საიქიოში გავისტუმრეთ და ახლა შენი ჯერიაო.
ხერხეულიძე ხმას არ იღებდა. „ვილისი“ ლისის ტბაზე, „კამიშებთან“ გაჩერდა და გივი მანქანიდან გადმოიყვანეს. ორიოდე მეტრით მოშორდნენ, სამი იარაღი მიუშვირეს და უთხრეს:
– აბა, ძაღლო, გამოტყდი, ხომ ნასედკა ხარ და გვაბითურებდი. ასეთ შემთხვევაში, წამების გარეშე მოგკლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი – სულს  ამოგაცლითო.
– ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, – გაეცინა ხერხეულიძეს, – რას უდგეხართ, მესროლეთ. მაგრამ, იცოდეთ, პატიოსან კაცს კლავთ და ცოდვას იდებთო.
ხერხეულიძეს კიდევ ათიოდე წუთი „აკაჩავებდნენ“. ბოლოს, შეიარაღებულმა უცნობებმა მას გაუღიმეს და უთხრეს:
– გცდიდით, ძმაო. დავრწმუნდით, რომ სუფთა  ხარ. წავედით, „ტეტეს“ გაგაცნობთ.
„ვილისი“ საბურთალოზე დაბრუნდა. ქვრივის სახლში რომ შევიდნენ, გოგიბერიძესთან ერთად, იქ საშუალო სიმაღლის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი დახვდათ. მან ყურადღებით შეათვალიერა ხერხეულიძე და ბოლოს ხელი გაუწოდა.
– მე ზეზვა გოგოლაური ვარ. „ტეტე“ გსმენია, ალბათ.
იმ დღიდან მოყოლებული,  გივი ხერხეულიძე „ტეტეს“ ბანდის წევრი გახდა და სამ შეიარაღებულ ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. თავიც გამოიჩინა და გოგოლაურის ქებაც დაიმსახურა. ამასობაში, ორმა თვემ გაიარა, ბანდის ახალი წევრი მართალია კოლეგების ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ერთხელაც არ იყო ნამყოფი მთავარ კონსპირაციულ ბინაში, სადაც ბანდის ყველა წევრი იკრიბებოდა.

ბანკის ფურგონი
მესამე საქმის შემდეგ, გივი ხერხეულიძემ „ტეტეს“ უთხრა:
– ერთი სარფიანი საქმე ვიცი, რომელსაც ჩვენნაირი, კარგად ორგანიზებული ხალხი თუ შეასრულებს და კარგა ხანია, მასზე ვფიქრობ. თუმცა, ჯერ ციხემ შემიშალა ხელი, თან მარტო მაინც ვერ შევასრულებდი. ყოველი თვის ბოლოს თბილისიდან მოსკოვში ოქროს ზოდებით დატვირთული სამი ყუთი იგზავნება ცენტრალურ ბანკში. თითო ყუთში 100-100 ცალი ორკილოგრამიანი ზოდია. სულ 600 კილოგრამი. ბანკის ფურგონი კიროვის ქუჩიდან გამოდის და აეროპორტისკენ მიემართება. მას მხოლოდ ერთი მანქანა აცილებს, რომელშიც სამი შეიარაღებული ადამიანია. ფურგონში კი ორი შეიარაღებული მცველია. ჩვენ ისე უნდა მოვაწყოთ, რომ პირველ მანქანას ბლოკირება გავუკეთოთ. მეორე შევაჩეროთ, გავძარცვოთ და მივიმალოთო.
ხერხეულიძემ დეტალურად აუხსნა „ტეტეს“ საქმის ყველა წვრილმანი და ბოლოს დაამატა:
– ეს ინფორმაცია ჩემი ბიძაშვილისგან მაქვს. ის ადრე ბანკის ფურგონს აცილებდა...
ეს საუბარი რომ შედგა 1971 წლის 29 იანვარი იყო. 31 იანვარს „ტეტე“, გოგიბერიძე და ხერხეულიძე დილის ექვს საათზე კიროვის ქუჩიდან აეკიდნენ ფურგონს და „ტეტე“ დარწმუნდა, რომ მისი ახალი „პაძელნიკი“ არ ტყუოდა. ამიტომ, ბანდიტები მსხვილი საქმისთვის მოემზადნენ...
1971 წლის 29 თებერვალს, კვირა დღეს, ბანკის ფურგონი კიროვის ქუჩიდან აეროპორტისკენ დაიძრა. ჩაბნელებულ ტრასაზე მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის ფურგონს სამხედრო „ურალმა“ გადაუჭრა გზა და გააჩერა. ორმა ასეთივე „ურალმა“ თავად ფურგონს გადაუღობა გზა. მანქანებიდან შეიარაღებული ბანდიტები გადმოხტნენ და დაჯავშნილი ავტომანქანის მძღოლს, ავტომატების მუქარით, საბარგულის გახსნა მოსთხოვეს... უცებ, ასი მეტრის რადიუსის მთელ პერიმეტრზე ავტომატებით შეიარაღებული ჯარისკაცები აღიმართნენ. რძის კომბინატის ტერიტორიიდან აფრენილი ვერტმფრენიდან კი, მეგაფონში მოლაპარაკე ხმა გაისმა: „მე შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ვარ. ალყაში იმყოფებით და დანებებისკენ მოგიწოდებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე განადგურდებით...“
ათი წუთის შემდეგ „ტეტეს“ თექვსმეტკაციანმა ბანდამ იარაღი დაყარა და მილიციას ჩაბარდა. „ტეტე“ 15 წლით ჩასვეს ციხეში. დანარჩენებს კი, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მისცეს. გივი ხერხეულიძეს კი, რომელიც სინამდვილეში, კაპიტანი კონსტანტინე რუსაძე იყო (დღეს ის თადარიგის გენერალია და მოსკოვში ცხოვრობს), წითელი ვარსკვლავის ორდენი გადასცეს ჯილდოდ.
скачать dle 11.3