კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რის გამო ვარდებოდა ლიზა მაღრაძე დეპრესიაში და გეგმავს თუ არა ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი ეკრანზე დაბრუნებას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

  ლიზა მაღრაძე, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკიდან იცნობს, როგორც მომღერალს და ტელეწამყვანს, ბოლო პერიოდში ისე აქტიურად აღარ ჩანს ეკრანებზე. თუმცა, მისი გარეგნობის წყალობით, მაინც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ლიზა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია და ტელევიზია მისთვის სახლივითაა. ამიტომ, არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს კვლავ დაუბრუნდება ეკრანს.
ლიზა მაღრაძე:
ახლა თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ. ძალიან გამიმართლა, რომ თემურ ჩხეიძის ჯგუფში მოვხვდი. ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, ეს ჩემი ოცნებაა – მსახიობობა და მომღერლობა.
–  რაც შეეხება სიმღერას, ამ თვალსაზრისით, პერიოდულად აქტიურობ ხოლმე.
– კი, ცოტა ხნის წინ, „რეზო და ბავშვებთან“ ერთადაც ჩავწერე სიმღერა. ოთხი წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი სიმღერა ჩავწერეთ მე და თათია გიორგობიანმა. კლიპიც გადავიღეთ და ძალიან მაგარი გამოვიდა. მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, რა მაგარი იყო ეს ყველაფერი. მერე, რაღაც პერიოდი სკოლაზე ვიყავი ორიენტირებული და ამ მხრივ აღარაფერი გამიკეთებია. 12 წლისამ კარაოკეზე დავიწყე სიმღერა  და სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს. ახლა მთლიანად თეატრალურზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ იმედი მაქვს, როგორც კი პატარა შუალედი გამომიჩნდება, მაშინვე მოვახერხებ, გავქანდები და სიმღერას ჩავწერ (იცინის).
– მსახიობობასა და მომღერლობასთან ერთად, ტელეწამყვანიც ხარ. თან, ძალიან პატარა ასაკიდან.
– ცხრა წლის ვიყავი, როცა პირველად, პირდაპირ ეთერში დამსვეს დილის გადაცემაში, ისევ თათია გიორგობიანთან ერთად. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამას ახლა ვაცნობიერებ. მაშინ საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რომ ამდენი ადამიანი მიყურებდა. ძალიან პოპულარული ბავშვი ვიყავი, მაღაზიაში რომ შევდიოდი, სულ რაღაცას მაჩუქებდნენ ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან კი მომწონდა, მაგრამ მეგონა, ჩვეულებრივი ამბავი იყო და ყველა ბავშვის ცხოვრებაში ასე ხდებოდა. ფაქტობრივად, ტელევიზიაში დავიბადე. მერე, რაღაც პერიოდი, ამასაც თავი დავანებე. მოგვიანებით, დათო იმედაშვილმა დამირეკა და „ვირეპორტერის“ ანუ, „ვოისის“ შიდა სამზარეულოს წამყვანობა შემომთავაზა. აი, მაშინ უკვე გავაცნობიერე, რაც ხდებოდა ჩემს თავს და ძალიან განვიცადე. 4-5 წლის ბავშვს არ განსჯის ხალხი, მაგრამ უკვე 15 წლის რომ ხარ, თუ რამე დეფექტი გაქვს, არ გაპატიებენ. ბევრი ცუდი კომენტარი მესმოდა: „ამ ბავშვს ცხელი კარტოფილი უდევს პირში?!” და მსგავსი. ამის გამო ძალიან დავკომპლექსდი. გული ნამდვილად ამიცრუვდა ტელევიზიაზე. „არასდროს თქვა არასდროს“ და შეიძლება, ერთ დღეს ისევ წამყვანი გავხდე, მაგრამ ახლა ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
– სურვილი არ გაგჩენია, საპირისპირო დაგემტკიცებინა მათთვის, ვინც არასასიამოვნო კომენტარებს არ იშურებდა?
არა, იმიტომ რომ, საერთოდ ასეთი ვარ, ძალიან მარტივად ვკომპლექსდები. საკუთარ თავში ვიკეტები და აღარაფრის სურვილი აღარ მაქვს. რაღაც დრო გავა და ეს ყველაფერი თავისით გაივლის. მაგრამ, ახლა ბავშვური წყენასავით მაქვს გულში. ეს პირველი კრიტიკა იყო და ამიტომ გამიჭირდა შეგუება. ბევრჯერ მიტირია კიდეც ამის გამო.
– ის მომენტი არ იყო – პატარკაციშვილის შვილიშვილი რომაა, ამიტომაც არის იქ, სადაც არისო?
– მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბაბუა ძალიან მაგარი ადამიანი იყო და საოცარი ოჯახი მყავს, მინდა ვიყო: არა ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი – ლიზა მაღრაძე, არამედ ლიზა მაღრაძე, რომლის ბაბუაც იყო ბადრი პატარკაციშვილი. ეს არის ჩემი მიზანი. ნამდვილად გამიგია ასეთი კომენტარებიც: ბადრის შვილიშვილია და ამიტომო, მაგრამ ეს არ მიკვირს. ლოგიკურად მიმაჩნია.
– მინდა, ბავშვობა გაიხსენო პროფესიებს მიღმა. შენი ყველაზე ლაღი წლები.
– შორიდან, ალბათ, ყველას ჰგონია, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. რაც არ უნდა მოინდომოს, ყველაფერო აქვსო, ფიქრობდნენ. გულახდილად რომ ვთქვა, ასეც იყო. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ოჯახს. მაგრამ, მე თვითონ ვიყავი რთული და ყველაფრით უკმაყოფილო ბავშვი.
– ასეთი ოჯახის შვილობას ბევრი სირთულეც ახლავს, არა?
– კი. ყველა ფიქრობდა, რომ მე ყველგან პრივილეგირებული ბავშვი ვიყავი. ამ დროს თავი სხვაზე მეტად არასდროს ჩამითვლია. რაღაც პერიოდი სკოლაში საერთოდ არ დავდიოდი, კომპლექსები მქონდა. მეგონა, ყველა იმიტომ მიკეთებდა რამეს, რომ მე ამ ოჯახის შვილი ვიყავი. ძალიან ვიძაბებოდი და ამის გამო ბევრი დეპრესიული პერიოდი მქონია. ჩავკეტილვარ და შეიძლება, ერთი თვე სახლიდან აღარ გავსულიყავი.
– მიუხედავად ასეთი ხასიათისა, ლაღი ჩანხარ.
არ მიყვარს, როცა ამ ყველაფერს სხვას ვაგრძნობინებ. ასევე, არ მიყვარს, ჩემი ოჯახის აფიშირება. ბევრმა ჩემმა ჯგუფელმა არც იცის, ვისი შვილიშვილი ვარ. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი – ახლანდელ პირველ გიმნაზიაში. კერძო სკოლაში სიარული არ მინდოდა. უბრალო მეგობრები მყავდა და უბედნიერესი ვიყავი. მერე ამერიკულ აკადემიაში გადამიყვანეს. უმაღლესი ქულებით ჩავაბარე, მაგრამ იმდენად მიუჩვეველი ვიყავი იქაურ სისტემას და იმდენად მენატრებოდნენ ჩემი თავისუფალი ბავშვები, რომ დედას ვთხოვე და ისევ ჩემს სკოლაში დამაბრუნეს (იცინის).
– პირადულ ამბებსაც შევეხოთ. მითხარი, როგორი ბიჭები მოგწონს?
– მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი უნდა ყოფილიყო. გავიზარდე და მივხვდი, რომ შეიძლება, უცებ პრინცი კი არა, ცხენი შეგიყვარდეს (იცინის).
– ოჯახს არ აქვს გარკვეული მოთხოვნები? – ასეთი ოჯახის შვილი უნდა იყოს, ან შეძლებული და ასე შემდეგ.
ჩემი ოჯახის წევრები ძალიან უბრალოები არიან. მათთვის მთავარია, მე ვიყო კარგად და ვინც შემიყვარდება, იმას მიიღებენ. სხვათა შორის, ადრე მქონდა განცდა, ჩემი შეყვარებული აუცილებლად შეძლებული უნდა იყოს, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე-მეთქი. ერთხელ დედაჩემმა დამსვა და სერიოზულად მელაპარაკა. მითხრა, შენ ვინც შეგიყვარდება, შეგიყვარდეს, ეს აბსოლუტურად შენი გადასაწყვეტია და მსგავს სისულელეებზე არ იფიქროო (იცინის).
– გოგოებისთვის მნიშვნელოვან ამბავზე – ჩაცმაზე უნდა გკითხო. როგორი მომენტია ავთანდილის ნათესავი რომ ხარ?
– მახსოვს, სწავლა რომ დაიწყო ყველა ლაპარაკობდა, ამ გოგოს სულ ავთანდილის ტანსაცმელი რატომ აცვიაო?! (იცინის) მერე კი ვუთხარი, ბიძაჩემია-მეთქი, მაგრამ თავიდან მითქმა-მოთქმა გამოიწვია (იცინის). ვერავის ტანსაცმელს ვირგებ ისე, როგორც მისას. ერთი პერიოდი მეუბნებოდა, უნდა გახდეო. ახლახან დედაჩემმა მითხრა, ერთი ათი კილოგრამი რომ დაიკლო, კარგი იქნებაო. ავთომ გახედა, გიჟი ხომ მარ ხარ, მთელი „ბომონძღი“ გაგიჟებულია ასეთ ფორმებზეო (იცინის).
– ცოტა მძიმე თემას უნდა შევეხო. ტრაგედიას, რომელიც შენმა ოჯახმა გადაიტანა. მაშინ პატარა იყავი, მაგრამ იმდენად არა, რომ არ გახსოვდეს...
– იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით. მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი. მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და  მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა.
     скачать dle 11.3