კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ მოვიცილოთ სტრიები სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სტრიების გაჩენის ძირითადი მიზეზი, წონის სწრაფი მომატება ან დაკლება, ასევე, ორსულობაა.  სტრიები სხეულის თითქმის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება, განვითარდეს – მკერდზე, ბარძაყებზე, მუცელზე, წელზე, დუნდულოებზე, ფეხებზე, მკლავებზე.  ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ სხეულზე ზრუნვა, სანამ ის გაჩნდება. ამიტომ, გამოიყენეთ კანის დამატენიანებლები და ერიდეთ, წონის მკვეთრ ცვლილებებს.
ლოსიონები და ზეთები E ვიტამინით, კანს კარგად ატენიანებს და კვებავს, რეგენერაციის პროცესებს აჩქარებს და სტრიების განვითარებას ხელს უშლის.
კვერცხის ცილა ეფექტურია კანის ელასტიკურობის აღსადგენად. ამიტომ, შეგიძლიათ, კვერცხის ცილის მასაჟი გაიკეთოთ კანზე. წაისვით გათქვეფილი ცილა, გაიჩერეთ 5-10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა, კვირაში 2-ჯერ ტარდება.
ლიმონის წვენი წმენდს კანს და მოქმედებს, როგორც სკრაბი. ამიტომ, უკვე არსებულ სტრიებზე ლიმონის წვენით კანის გაწმენდა დადებით გავლენას ახდენს.
ასევე, ეფექტურია, ალოეს წვენზე დამზადებული კრემებისა და ლოსიონების გამოყენება. 5-10 წუთის განმავლობაში, უნდა გაიჩეროთ კანზე ალოეზე დამზადებული კრემები და შემდეგ ჩამოიბანოთ. ეს, ეხმარება კანს აღდგენაში და ამცირებს სტრიებს.
სტრიების მკურნალობა რთულია, მისი გაჩენის თავიდან აცილება – ძნელი და ამიტომ, მისი პირველივე გამოჩენისთანავე, უნდა დაიწყოთ მასთან ბრძოლა. ძველი სტრიების მთლიანად მოშორება შეუძლებელია, თუმცა, შეიძლება მათი გასწორება ქიმიური პილინგის ან ლაზერული მოხვეწის საშუალებით.
ორსულობისას, კანს სათანადოდ უნდა მოუაროთ. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, კოლაგენის, ელასტინისა და A, C, E ვიტამინების შემცველ კრემებს. ისინი არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიკურობას მატებს კანს და სტრიების გაჩენას ამცირებს. კარგი შედეგი აქვს კანის მსუბუქ მასაჟს ზეითუნის ზეთით, სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში, მაგალითად: მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვათ ყოველდღიურად, შხაპის შემდეგ.
ასევე, არსებობს შინაური, ხალხური რეცეპტები, რაც სტრიებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ:
* ერთმანეთში აურიეთ 150 მილილიტრი იოგურტი, 1 სადილის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ცალი გახეხილი ლიმონის ქერქი. დაიდეთ ეს ფაფა დაზიანებულ კანზე, 15-20 წუთით. ჩამობანისას, კარგად დაიზილეთ კანი. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
* 1 ავოკადო ბლენდერში ათქვიფეთ, დაამატეთ 2 სადილის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 სადილის კოვზი ხორბლის ზეთი. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი, ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.
* აიღეთ 100 გრამი ბაბუაწვერას ფოთოლი, 75 გრამი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და ცოტა შვრიის ფქვილი. დააბლენდერეთ ბაბუაწვერას ფოთლები, დაუმატეთ  ზეითუნისა და ალოეს ზეთი და დაამატეთ იმდენი შვრიის ფქვილი, რომ კრემის კონსისტენციის მასა მიიღოთ. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს.
* ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჭიქა  ალოეს წვენი, 5 წვეთი A ვიტამინი და 10 წვეთი E ვიტამინი ერთმანეთში კარგად აურიეთ. წაისვით დაბანის შემდეგ სტრიებზე. შეინახეთ მაცივარში.
* ახალგაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი  ყურძნის წვენი. შავი ყურძენი დასრისეთ და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.
გაითვალისწინეთ, რომ სტრიები სხეულზე ჰორმონული ცვლილებების ფონზე  ჩნდება. ამიტომ, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს დასჭირდეს. უარი არ თქვათ კრემების გამოყენებაზე, რაც კი ეთერზეთებს შეიცავს. საკმაოდ ეფექტურია, კაკაოს ზეთი. რაციონში აუცილებლად ჩართეთ სეზონური, ახალი ხილი და ბოსტნეული, გოგრის თესლი, კაკალი და მზესუმზირა. მიიღეთ ვიტამინები: A, C, E. ასევე, ყოველდღიურად მიიღეთ კონტრასტული აბაზანები. კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში, შხაპის მიღებისას, გამოიყენეთ სხეულის სკრაბი და სტრიების ადგილი კარგად გაიხეხეთ. შემდეგ კი, სხეულზე შხაპის მიღებისთანავე, წაისვით დამატენიანებელი კრემი, სანამ კანი კარგად არის დამბალი.
скачать dle 11.3